აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბიო-დრაი 30 ტაბლეტი

#42295_1957
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა პოლონეთი
მოქმედი ნივთიერებაsalvia+perilla nankinensis
მოკლე აღწერა
ჩვენებები: • პირველადი ჰიპერჰიდროზი (ადგილობრივი და ზოგადი) • მეორადი ჰიპერჰიდროზი პათოგენეზურ მკურნალობასთან კომბინაციაში (ენდოკრინული, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური დაავადებების დროს და კლიმაქტერულ პერიოდში)
19.98₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შემადგენლობა:
• ჩვეულებრივი სალბის ექსტრაქტი (შალვია ოფფიცინალის) – 400მგ კოლოფი
• ნანკინური პერილას ექსრაქტი ( Pერილლა ფრუტესცენს/ნანკინენსის) -150მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიო-დრაიში შემავალი სალბის უნიკალური და მრავლკომპონენტიანი შემადგენლობა განაპირობებს მის მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს, მათ შორის ჰიპერჰიდროზის შემცირებას:
• მთრიმლავი ნივთიერებები ეპითელიოციტებთან შეხებისას წარმოქმნიან დამცავ ფენას. შედეგად მცირდება მემბრანის გამავლობა, ხდება გაფართოებული სისხლძარღვის ნორმალიზება (შევიწროება), მცირდება სეკრეცია და ექსუდაცია
• ფიტოესტროგენები ხელს უწყობენ კლიმაქტერული გამოვლინებების (ალები, ჭარბი ოფლიანობა) შემცირებას
• α-თუნიონები, ფიტონციდები განაპირობებს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ და ანტიმიკოზურ თვისებას
• გარდა ანტიბაქტერიული მოქმედებისა სალბში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ მძიმე მეტალების და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.
ბიო-დრაიში შემავალ ნანკინურ პერილას, ომეგა-3-ის შემცველობის გამო აქვს მემბრანოსტაბილიზატორის ფუნქცია, რაც განაპირობებს მის ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას.
ადგილობრივი მოქმედების ანტიპერსპირანტებისგან განსხვავებით ბიო-დრაი მოქმედებს სხეულის მთელ ზედაპირზე.
ჩვენებები:
• Pპირველადი ჰიპერჰიდროზი (ადგილობრივი და ზოგადი)
• Mმეორადი ჰიპერჰიდროზი პათოგენეზურ მკურნალობასთან კომბინაციაში
(ენდოკრინული, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური დაავადებების დროს და კლიმაქტერულ პერიოდში)
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები 12 წლის ასაკის ზევით:
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში
1 თვიანი კურსის დამთავრების შემდეგ, მეორე კურსის დაწყებამდე შეისვენეთ მინიმუმ 7 დღე.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

მწარმოებელი
Pharmacy Laboratories S.C.
პოლონეთი