აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დევიტ-3 წვეთები 20მლ

#59052_2635
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაvit.D3
დოზა20ml
მოკლე აღწერა

ჩვენება:  D3 ვიტამინის ნაკლებობა/დეფიციტი.

19.17₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დევიტ-3

საკვები დანამატი

1. პროდუქტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

თითოეული ბოთლი (20 მლ.) შეიცავს 500 000 ს.ე. ვიტამინ D3-ს.

ყოველი წვეთი (0.02 მლ.) შეიცავს 12.5 მკგ. (500 ს.ე.) ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3-ს).

იხილეთ ბლოგი: დევიტი — პრეპარატი ვიტამინი D-ის დეფიციტის სამკურნალოდ

2. დამხმარე ნივთიერებები:

ბუტილჰიდროქსიანისოლი 1,5 მგ / 20 მლ.

3.ფარმაცევტული ფორმა:

ორალური წვეთები

მოყვითალო ზეთოვანი ხსნარი, დამახასიათებელი უმნიშვნელო სუნით.

4.კლინიკური მახასიათებლები:

4.1. გამოყენების რეკომენდაცია

დევიტ-3

- D3 ვიტამინის ნაკლებობა/დეფიციტი

- D3 ვიტამინის მალაბსორბციასთან დაკავშირებული ნაკლებობა/დეფიციტი

- რაქიტი

- ოსტეომალაცია, განპირობებული D3 ვიტამინის დეფიციტით

- ოსტეოპოროზი

- სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა

- სპაზმოფილია

- მოტეხილობები

- ძვალ-სახსართა სისტემაზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი

4.2. მიღების წესი:

დევიტ-3 ინიშნება ორალურად (დასალევად).

ჩვილი ბავშვის შემთხვევაში დევიტ-3_ის წვეთები შესაძლოა გაიხსნას საკვებში (რძეში).

ასაკი

0 – 4 წელი

წვეთების დღიური რაოდენობა / დღე

1 წვეთი

ს.ე. / დღიური რაოდენობა

500 ს.ე. ვიტამინი D3

4-10 წელი

1-2 წვეთი

500-1000 ს.ე. ვიტამინი D3

11 და ზევით

1-3 წვეთი

500-1500 ს.ე. ვიტამინი D3

დამატებითი ინფორმაცია/განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის უკმარისობა: არ არის მონაცემები.

თირკმლის უკმარისობა: არ უნდა იქნას გამოყენებული კალციუმთან ერთად თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.

პედიატრიული პაციენტები: მიღების შესახებ ინფორმაცია მოცემულია აღნიშნულ ანოტაციაში.

გერიატრიული პოპულაცია: არ არის მონაცემებ

4.3. წინააღმდეგ ჩვენებები

დევიტ-3 წინააღმდეგნაჩვენებია ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია D ვიტამინის ან პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. მწვავე ჰიპერტენზია, შორსწასული ათეროსკლეროზი და ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა არის ის მდგომარეობები, რომელთა დროსაც დევიტ-3_ის ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიღება უკუნაჩვენებია.

5. ფარმაცევტული თავისებურებები

5.1. დამხმარე ნივთიერებები

მზესუმზირის ზეთი

5.2. შენახვის ვადა: იხ. შეფუთვაზე.

6. ნუ მიიღებთ დევიტ-3-ს თუ:

- ხართ ალერგიული ქოლეკალციფეროლის ან პროდუქტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ

- გაქვთ კალციუმის მაღალი შემცველობა სისხლში ან მომატებული გაქვთ კალციუმის გამოყოფა შარდით; თუ მკურნალობთ ბენზოდიაზეპინებით ან მისი ნაწარმით.

- გაქვთ კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები

- გაქვთ ჰიპერ-D-ვიტამინოზი

- გაქვთ მწვავე არტერიოსკლეროზი (არტერიების კედლის გამკვრივება-გამაგრება)

- გაქვთ თირკმლის ფუნქციის მწვავე მოშლა

7. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

როგორც ნებისმიერ საკვებ დანამატს, აღნიშნულ პროდუქტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ, რათქმაუნდა, ყველას არ გამოუვლინდება ისინი. გვერდითი მოვლენები ფიქსირდება პროდუქტის დოზის გადამეტების შემთხვევაში: მეტაბოლიზმის დარღვევა - კალციუმის მომატებული კონცენტრაცია სისხლსა და შარდში (ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია). გასტროინტესტინური დარღვევები - შეკრულობა, შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა. აღნიშნული გამოვლინებების სიხშირე ცნობილი არ არის.

8. ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

9. შენახვის პირობები:

პროდუქტი ინახება მშრალ, ბნელ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს. პროდუქტის გახსნამდე შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, ბოთლის გახსნის შემდგეგ 25˚C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ პროდუქტი მისაღებად ვარგისია 10 თვის განმავლობაში.

10. აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

11. გამოშვების ფორმა:

დევიტ-3 ორალური წვეთები 20 მლ. მინის ბოთლში.