აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მელატონინი 10მგ 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

#49087_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაmelatonin
დოზა10mg
მოკლე აღწერა

ჩვენება: ძილის დარღვევები, ვეგეტონევროზი, მომატებული ნერვული აგზნებადობა.

101.59₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მელატონინი 10მგ 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც:

• არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს
• აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს
• ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას:
- უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას
- აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას
- ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას
- აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ
- გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას
- სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული
• ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას, სტრესულ რეაქციებს
• უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ადვილად ადაპტირებას საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე 
• ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები
• აფერხებს გონადოტროპინებისა და ადენოჰიპოფიზის ჰორმონების: კორტიკოტროპინის, თირეოტროპინისა და სომატოტროპინის სეკრეციას
• არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას
• მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას  და უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას. მელატონინი ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს. 
ძილის დარღვევები უარყოფითად მოქმედებს ნერვულ, იმუნურ, გულ–სისხლძარღვთა, ენდოკრინულ სისტემაზე. იგი აგრეთვე აქვეითებს მეხსიერებასა და შრომისუნარიანობას.

რა არის მელატონინი და რაში გვეხმარება მისი გამოყენება იხილეთ ბლოგი.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

• ძილის დარღვევები
• ვეგეტონევროზი
• მომატებული ნერვული აგზნებადობა
• ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი
• ბიოლოგიური რითმის ნორმალიზება

რატომ სოლგარის მელატონინი?

· სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული კლინიკურად შესწავლილი ძილის ფორმულაა

· მიიღება მხოლოდ 1 ტაბლეტი ძილის წინ

· არ გააჩნია გვერდითი მოვლენები

· ბუნებრივად და ეფექტურად აწესრიგებს ძილს

შემადგენლობა:

მელატონინი  10მგ (N-აცეტილ 5 მეტოქსიტრიფტამინი).

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს.

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება 1 გრანულა დღეში, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე, შუალედში 1 კვირიანი შესვენებით.  

საათობრივი სარტყლის ცვლისას, როგორც ადაპტოგენი, მიიღება ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში, 1 გრანულა დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე.  

არ არის განკუთვნილი ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე პირთათვის. სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში, პრეპარატის მიღებისას უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი. 

გამოშვების ფორმა:  60 გრანულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.