აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სტრესალაბი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#64526_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაherbal comb.drug
მოკლე აღწერა

გამოიყენება სტრესის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას. 

50.91₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სტრესალაბი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

მცენარეული ფორმულა სტრესის სიმპტომების შესამსუბუქებლად

ორგანიზმი ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ გადატვირთვებზე რეაგირებს სტრესით, რომელიც ხშირად ვლინდება გაღიზიანებადობით, შფოთვით, განწყობისა და მეხსიერების გაუარესებით, კონცენტრაციის დარღვევით, უძილობით და სხვა სიმპტომებით.  სტრესი გავლენას ახდენს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემების ფუნქციონირებაზე.

იხილეთ ბლოგი: როგორ ავიმაღლოთ სასიცოცხლო ძალები სტრესალაბის დახმარებით?

სტრესალაბი - მცენარეული კომპონენტების კომბინაციაა, რომელიც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, უზრუნველყოფს სხვადასხვა სისტემების ფუნქციური წონასწორობის შენარჩუნებას ემოციური ან ფიზიკური გადატვირთვის დროს.

სტრესალაბის შემადგენელი კომპონენტები ტრადიციულად გამოიყენება:

• ორგანიზმის ადაპტაციური უნარის მხარდასაჭერად სტრესის, დაღლილობის და გადაღლილობის პირობებში
• ფსიქოემოციური ფონისა და ემოციური კომფორტის შესანარჩუნებლად
• კონცენტრაციისა და გონებრივი შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად
• ნერვული სისტემის ფუნქციური ბალანსის მხარდასაჭერად
• ტონუსისა და ფიზიკური გამძლეობის შესანარჩუნებლად.
სტრესალაბი არ იწვევს ძილიანობას, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

შემადგენელი კომპონენტების დახასიათება:

აშვაგანდა - ინდური ტრადიციული მედიცინის მიხედვით, აშვაგანდა წარმოადგენს ადაპტოგენულ მცენარეს, რომელსაც იყენებენ სტრესის, დაღლილობის და ემოციური გადატვირთვის დროს. ეხმარება ორგანიზმს საერთო გამძლეობის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს ძილის რეგულაციას.

გლერძი - მცენარე, რომელსაც ძველად უწოდებდნენ "უკვდავების ბალახს". შეიცავს მიკრო და მაკროელემენტებს (კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია და სხვ.), გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში როგორც საერთო ტონუსის და ენერგიის მხარდამჭერი საშუალება.

რეჰანი - ტრადიციულად გამოიყენება ემოციური დაძაბულობის და სტრესის დროს. აქვს დამამშვიდებელი, ანტიოქსიდანტური და ზოგადი გამაჯანსაღებელი მოქმედება.

ვარდისფერი როდიოლა - ითვლება ადაპტოგენად, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სტრესულ მდგომარეობებთან გამკლავებაში და აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობლებს.

ჟენშენი - ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ადაპტოგენი. ტრადიციულად გამოიყენება საერთო ტონუსის, ენერგიის გასაუმჯობესებლად.

ელეუტეროკოკი  - გამოიყენება როგორც ფიზიკური და გონებრივი გამძლეობის მხარდასაჭერად. ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება სტრესის და გადაღლილობის შესამცირებლად.

შიზანდრა – აღმოსავლურ მედიცინაში ცნობილია როგორც ადაპტოგენი, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას, ფსიქოემოციური ფონის დაბალანსებას და საერთო ტონუსის ამაღლებას.

ამლა – მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, მათ შორის C ვიტამინით.  გამოიყენება ნერვული სისტემის მხარდაჭერისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

მაკის ფესვი ცნობილია როგორც ბუნებრივი საშუალება ტონუსისა და ენერგიის მხარდასაჭერად. ტრადიციულად გამოიყენება ჰორმონალური ბალანსისა და ზოგადი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

• სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
• ზოგადი სისუსტე, ასთენია, შრომისუნარიანობის დაქვეითება
• ენერგიის და მოტივაციის ნაკლებობა
• გუნება-განწყობილების ცვლილებები
• ემოციური დაძაბულობა, მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა
• ძილის დარღვევა
• გონებრივი კონცენტრაციის დაქვეითება
• ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი
• კლიმაქტერული სინდრომი

შემადგენლობა:

აშვაგანდას ფესვის ექსტრაქტი -250მგ, ჟენშენის 70 -% იანი ექსტრაქტი -20მგ, გლერძის ფესვის ექსტრაქტი -250მგ, რეჰანის ფოთლის ექსტრაქტი - 75მგ, ვარდისფერი როდიოლას ფესვის ექსტრაქტი-25მგ, ელეუტეროკოკის ექსტრაქტი- 50მგ, შიზანდრას ნაყოფის ექსტრაქტი (ჩინური ლიმონურა) -50მგ, ამლას ნაყოფის 40% ექსტრაქტი (ინდური ხურტკმელი)-25 მგ, მაკის ფესვების ექსტრაქტი -25მგ.

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკში, მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  

N30 - მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.