| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | herbal drug+vitamins and minerals |
რეკომენდებულია: რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის საშარდე სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
რას წარმოადგენს ცისტიქეა-ს აბები?
ცისტიქეას აბების რჩეულ, ბუნებრივ და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებს შეიცავს, რომლებსაც ორგანიზმი საუკეთესოდ ითვისებს. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და C ვიტამინის ნაკრები საუკეთესოა მოზარდების და მოზრდიელბის, განსაკუთრებით ქალის საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. შტოშის ექსტრაქტი თრგუნავს ანთების გამომწვევი ბაქტერიების აქტივობას და ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიის/მიწებების უნარს შარდის ბუშტისა და ურეთრას/შარსდსაწვეთის კედლებზე, აფერხებს ქრონიკული ცისტიტის განვითარებას, აუმჯობესებს თირკმლების ფუნქციას, ზრდის შარდის გამოყოფას, აქვს სპაზმის მომხსნელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ოხრახუში მდიდარია კალიუმით, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადების დროს. ღვია გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედებით.
ცისტიქეას აბების მიღება სასარგელოა მათთვის, ვისაც:
აღენიშნება საშარდე გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება, მათ შორის ორსულებს, ქალებს მენოპაუზის პერიოდში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
აწუხებთ შემოკლებული შარდსაწვეთის პრობლემა.
შედეგი: ამცირებს ხშირი მოშარდვის სურვილს, წვის შეგრძნებას შარდვის დროს, შარდის ბუშტის ანთებით გამოწვეულ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის მიდამოში, აჯანსაღებს თირკმელებს და ამსუბუქებს შარდ-კენჭოვანი დაავადების სიმპტომებს.
ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას.
|
შემადგენლობა |
ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ): |
რდნ % |
|
ვიტამინი C |
160მგ |
200 |
|
კალიუმი |
300მგ |
15 |
|
ციტრუსოვანი ბიოფლავონიდები |
100მგ |
* |
|
შტოშის ექსტრაქტი (25:1) (1000მგ შტოშის ფხვნილის ექვივალენტი) |
40მგ |
* |
|
ოხრახუშის ფოთლის ექსტრაქტი (4: 1) (800მგ ოხრახუშის ფხვნილის ექვივალენტი) |
200მგ |
* |
|
ღვიას ექსტრაქტი (4: 1) (800მგ ღვიას ფხვნილის ექვივალენტი) |
200მგ |
* |
|
* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად)დადგენილი არ არის |
||
გამოყენების წესი:
მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს.
გაფრთხილება:
დაორსულების დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: HEALTHAID LTD, HealthAid House, Marlborough Hill, ჰაროუ, მიდლსექსი HA1 1UD, დიდი ბრიტანეთი.