| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კოლოფი |
| მოქმედი ნივთიერება | coconut |
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არის ძლიერი ადსორბენტი, დეტოქსიკანტი.
ქოქოსის ნახშირი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ძლიერი ადსორბენტი, დეტოქსიკანტი
ამვილაბის ქოქოსის აქტივირებული ნახშირი მიიღება ქოქოსის ნაჭუჭისგან, რომელსაც 3-ჯერ უფრო ძლიერი ადსორბციის უნარი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ნახშირს. შეიცავს მილიონობით ფორებს, რომელთაც გააჩნიათ ადსორბციის უნარი, ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა ეგზო და ენდოგენური ტოქსიკური ნივთიერებების, ნაწლავშიდა აირების, მძიმე მეტალის მარილების, ალკალოიდების, გლიკოზიდების, ბაქტერიების, ვირუსების და მათი ტოქსინების, ნაღვლის მჟავების, კვებითი და ბაქტერიული ალერგენების, წამლისმიერი და სხვა ტოქსიური ნივთიერებების ადსორბციას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას. არ ახდენს ორგანიზმისათვის საჭირო ელექტროლიტებისა და ვიტამინების ადსორბციას. ქოქოსის აქტივირებული ნახშირი ანეიტრალებს მომატებულ მჟავიანობას, ამცირებს გულძმარვას, სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობასა და დისკომფორტს მუცლის არეში.
ორგანული, არარაფინირებული ქოქოსის ზეთი - მიიღება ცივი გაწურვის მეთოდით, ქიმიური დამუშავების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს მასში სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. ქოქოსის ზეთი წარმოადგენს ნაჯერი ცხიმოვანის მჟავების (ლაურინის მჟავა, კაპრილის მჟავავა, MCT - საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები) ვიტამინების (A,E, B,C ), მიკრო და მაკროელემენტების წყაროს. ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური, დეტოქციკაციური, რეგენერაციული, ანტიბიკრობული მოქმედება პიტნის ზეთი ხასიათდება სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ნაღვლმდენი მოქმედებით, ამცირებს გაღიზიანებული ნაწლავის სიმპტომებს
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
· დისპეფსიური მოვლენები, მეტეორიზმი
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
· კვებითი ინტოქსიკაციები
· მწვავე ნაწლავური ინფექციები
· დიარეა
· ალერგიული დაავადებები
· დერმატიტები
შემადგენლობა
· აქტივირებული ნახშირის ფხვნილი (მიღებული ქოქოსის გარსისგან) - 520 მგ
· ორგანული ქოქოსის ზეთი (არარაფინირებული) - 1200 მგ
· პიტნის ზეთი - 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, D - ალფა ტოკოფეროლის აცეტატი
დოზირება
2 კაფსულა 3- ჯერ დღეში ჭამის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. არ გამოიყენება ნაწლავური სისხლდენების, გაუვალობის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.