აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნიუმის ბისგლიცინატი+B6 50 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#107884_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა50 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაmagnesium bisglycinate+vit.B6
მოკლე აღწერა
დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება
65.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მაგნიუმის ბისგლიცინატი+B6 50 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

მაღალი აბსორბციის მქონე მაგნიუმის ბისგლიცინატი ვიტამინ B6-თან ერთად.

მაგნიუმის ბისგლიცინატი წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობის ხელატურ ფორმას, რომელიც აერთიანებს მაგნიუმს ამინომჟავა გლიცინის ორ მოლეკულასთან. მაგნიუმის ხელატურ ფორმას განსაკუთრებით ადვილად, სრულად და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების გარეშე ითვისებს ორგანიზმი.

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც შედის ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მისი სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვები პროდუქტების ან კვებითი დანამატების სახით. მაგნიუმი უჯრედშიდა იონია, ის როგორც კოფაქტორი სჭირდება უჯრედულ მეტაბოლიზმსა და უჯრედულ ციკლში ჩართულ 300-მდე ფერმენტს.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აუმჯობესებს უჯრედებში მის შეღწევას. იგი მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციასა და ნეირომედიატორების სინთეზში, რითაც აძლიერებს მაგნიუმის ფიზიოლოგიურ ეფექტებს.

მაგნიუმის თვისებები:

·   ხელს უწყობს ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს შორის ელექტრული იმპულსების გადაცემას, რითაც ხელს უწყობს როგორც გულის, ასევე ტვინის ფუნქციონირებას

·   არეგულირებს გულის რითმს, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას

·   მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში, ზრდის ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს და ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას

·   აფერხებს კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში და ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას

·   ასრულებს მნიშვნელოვან როლს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად, განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას და ამცირებს კუნთების სპაზმს

·   დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება

·   ამცირებს სტრესის სიმპტომებს, გაღიზიანებას, მომატებულ აგზნებადობასა და დეპრესიისადმი მიდრეკილებას

·   უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს

·   მონაწილეობს მეტაბოლიზმსა და ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

ორგანიზმში მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა, როგორიცაა:

·   ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია

·   გულის რითმის დარღვევები და არტერიული ჰიპერტენზია

·   გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

·   კუნთების ტკივილი და სპაზმი, ნერვ-კუნთოვანი დარღვევები

·   პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

·   შაკიკი

·   ასთენიური სინდრომი

·   თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები

·   ორსულთა ტოქსიკოზი, საშვილოსნოს მომატებული ჰიპერტონუსი

შემადგენლობა:

1 მცენარეული კაფსულა შეიცავს: მაგნიუმი (მაგნიუმის ბისგლიცინატის ხელატისა და მაგნიუმის ოქსიდის სახით) - 200 მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება:

1 კაფსულა დღეში, სასურველია კვების დროს, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30, N50 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

ასევე, იხილეთ: მაგნიუმის ბისგლიცინატი+B6 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab