აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი B12 საღეჭი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#78297_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაvit.B12
მოკლე აღწერა

გამოიყენება ქრონიკული ანემიის დროს, რომელიც მიმდინარეობს ვიტამინი B12 - ის დეფიციტით.

34.69₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი B12 საღეჭი 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

მეთილკობალამინი  - 1000 მკგ

მეთილკობალამინი - წარმოადგენს B12 ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომლის ათვისება ორგანიზმის მიერ ხდება სწრაფად და სრულყოფილად. 

B12 ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან, ცხიმოვან ცვლაში, აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის, უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის. მეთილკობალამინი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, ქოლინის, მეთიონინის, კრეატინის, ნუკლეინის მჟავების, დნმ-ისა და რნმ-ის  წარმოქმნაში, ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. მეთილკობალამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისთვის, უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულს სისტემასთან. მეთილკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.

მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლწარმოქნის პროცესისთვის, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, ახდენს თრომბოპლასტური აქტივობისა და პროთრომბინის აქტივობის მატებას. ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე, ზრდის ქსოვილების რეგენერაციას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

· ქრონიკული ანემია, რომელიც მიმდინარეობს ვიტამინი B12 - ის დეფიციტით 

· ანემიის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში (მათ შორის რკინადეფიციტური ანემია, პოსტჰემორაგიული, აპლასტიური ანემია, ტოქსიური და/ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ანემია)

· პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია

· მხედველობის ნერვის ატროფია, გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება

· პოლინევრიტი, რადიკულიტი, ნევრალგია, მათ შორის სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო

· ფუნიკულური მიელოზი, პერიფერიული ნერვული ღეროების  მექანიკური და ტოქსიური დაზიანება, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი

· ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სიტემის დაავადებებისას

· დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, შაკიკი, ხმაური ყურებში

· მეხსიერების გაუარესება, კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება 

· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დაკავშირებული ჰომოცისტეინის დონის მატებასთან

· კუჭ - ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება

· კანის დაავადებები: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი

· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე

შემადგენლობა

ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - 1000 მკგ

დამატებითი ინგრედიენტები: ალუბლის ნატურალური არომატიზატორი, სორბიტოლი, მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ლეციტინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს:  ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 საღეჭი ტაბლეტი 1 - 3  ჯერ დღეში საკვების მიღების დროს, ტაბლეტი მიღებამდე კარგად დაღეჭეთ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი. 

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: ვიტაპრიმი B12 - Vitaprim B12 30 საშეტი