აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნიუმის ბისგლიცინატი 30კაფსულა დოპელჰერცი - Doppelherz

#108071_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაMg
მოკლე აღწერა
მაგნიუმი + B6 - კუნთების, ნერვული სისტემისა და ენერგიისთვის!
27.50₾
55.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მაგნიუმის ბისგლიცინატი 30კაფსულა დოპელჰერცი - Doppelherz

მაგნიუმი + B6 - კუნთების, ნერვული სისტემისა და ენერგიისთვის!

ლაქტოზისა და გლუტენის გარეშე, ვეგანური და ვეგეტარიანული ფორმულა!

დოპელჰერცი აქტივი მაგნიუმის ბისგლიცინატი საკვები დანამატია, რომელიც აერთიანებს მაგნიუმის ბისგლიცინატს, მაგნიუმის ოქსიდსა და ვიტამინ B6-ს. ფორმულა განკუთვნილია ორგანიზმის მაგნიუმითა და B6 ვიტამინით მომარაგების ხელშესაწყობად, განსაკუთრებით გაზრდილი ფიზიკური დატვირთვისა და მაგნიუმით ღარიბი კვების პირობებში.

მაგნიუმის ბისგლიცინატი - მაგნიუმის ორგანული ნაერთია, რომელშიც მაგნიუმი დაკავშირებულია ამინომჟავა გლიცინთან. პროდუქტი შეიცავს ბუფერიზებულ მაგნიუმის ბისგლიცინატს, რომლის შემადგენლობაშიც მაგნიუმის ბისგლიცინატთან ერთად წარმოდგენილია მაგნიუმის ოქსიდი.

მაგნიუმი - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალია, რომელიც მონაწილეობს მრავალ მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ პროცესში. ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის ნორმალურ ცვლას, ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებასა და დაღლილობის შემცირებას. ასევე მონაწილეობს ცილების ნორმალურ სინთეზსა და უჯრედების გაყოფის პროცესში და ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

ვიტამინი B6 - ხელს უწყობს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის ნორმალურ ცვლას, ცილებისა და გლიკოგენის მეტაბოლიზმს. ასევე მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზში და ამცირებს დაღლილობას.

რეკომენდებულია:

•  კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად

•  ენერგიის მეტაბოლიზმის და დაღლილობის შესამცირებლად

•  ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად

•  მაგნიუმის არასაკმარისი მიღებისას მისი დღიური მოთხოვნილების შესავსებად

შემადგენლობა:

საკვები დანამატის 1 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმი – 150 მგ (40% NRV), ვიტამინი B6 – 1,5 მგ (107% NRV). დღიური დოზა, 2 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმი – 300 მგ (80% NRV), ვიტამინი B6 – 3 მგ (214% NRV).

დამატებითი ინგრედიენტები: მაგნიუმის ბისგლიცინატი, მაგნიუმის ოქსიდი, კაფსულის გარსი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).

დოზირება: 

მიიღება 1–2 კაფსულა დღეში, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, დაუღეჭავად. მაგნიუმზე მომატებული მოთხოვნილებისას, მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისა და მაგნიუმით ღარიბი კვების შემთხვევაში, რეკომენდებულია 2 კაფსულის მიღება დღეში, ხოლო მხოლოდ მაგნიუმის არასაკმარისი მიღების შემთხვევაში – 1 კაფსულის მიღება დღეში.

გაფრთხილება:

არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 250 მგ-ზე მეტი მაგნიუმის მიღებამ მგრძნობიარე პირებში შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ წარმოადგენს მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელს. არ არის სამკურნალო საშუალება.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა.

მწარმოებელი: Queisser Pharma – გერმანია.