აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თუთია 30 60 კაფსულა ფიური - Pure

#89009_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაZn
მოკლე აღწერა

რეკომენდებულია ორგანიზმში თუთიის უკმარისობით  გამოწვეული დარღვევებისას.

75.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ფიური®თუთია (პიკოლინატი) 30 მგ

თუთია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. ის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედშია. მისი უმეტესი ნაწილი (60%) გვხვდება ძვლოვან ქსოვილსა და კუნთებში, ხოლო მცირე ნაწილი (დაახლოებით 40%)  კანის, ღვიძლის, ბადურას და წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში.

თუთიის პიკოლინატი არის თუთიის ხელატური ფორმა, რაც ნიშნავს, რომ იგი უკავშირდება ლიპოფილური ბუნების პიკოლინის მჟავას, რითაც აუმჯობესებს თუთიის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გვერდითი ეფექტების გარეშე. მას ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი, თუთიის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

ფიური®თუთიის პიკოლინატი:

· ხელს უწყობს მხედველობის ფუნქციებს

· არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის სეკრეციას და ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ

· უზრუნველყოფს თმა, კანი, ფრჩხილის და ძვლოვანი ქსოვილის ნორმალურ ფუნქციას 

· ხელს უწყობს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (4)

· აქვს  ანტიოქსიდანტური მოქმედება

რეკომენდებულია ორგანიზმში თუთიის უკმარისობით  გამოწვეული დარღვევებისას

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: თუთიის პიკოლინატი - 30 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), ასკორბილის პალმიტატი.

არ შეიცავს: ალერგენებს, გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, კვერცხს, ხორბალს, თხილეულს,ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, შემკვრელებს, შემავსებლებს, ტრანს ცხიმებს, ჰიდროგენიზებულ ზეთებს, Mg-ის სტეარატს, კონსერვანტებს.

ფიური®თუთიის პიკოლინატის მიღების წესი:

საკვები დანამატი მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

უკუჩვენება: 
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით

· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.

ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური

References:

1. Kim J, et al. Biol Trace Elem Res. 2014 Feb;157(2):101-6.

2. Huskisson E, et al. J Int Med Res. 2007 MayJun;35(3):277-89. Review

3. Meksawan K, et al. . Anticancer Res. 2014 Jan;34(1):295-9.

4. Sadighi A, et al . Saudi Med J. 2008 Sep;29(9):1276-9.

5. Sur D, et. al. Pediatrics. 2003 Dec;112(6 Pt 1):1327-32.