აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

#105019_3826
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიForte Pharma - ფორტე ფარმა
ბრენდის ქვეყანა მონაკო
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაMg
მოკლე აღწერა
ფორტე ფარმა მაგნიუმი ულტრა დაღლილობის, სტრესის, კუნთების დაძაბულობის შესამცირებლად.
32.40₾
54.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მაგნიუმი ულტრა 30 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

ფორტე ფარმა მაგნიუმი ულტრა დაღლილობის, სტრესის, კუნთების დაძაბულობის შესამცირებლად!

ფორტე ფარმა მაგნიუმი ულტრა ეს არის ულტრაძლიერი და ტექნოლოგიურად დახვეწილი ფორმულა, რომელიც ერთ ტაბლეტში აერთიანებს მაგნიუმის სამ ფორმას (ბისგლიცინატი, ციტრატი და ოქსიდი), ამინომჟავებს (ტაურინი და გლუტამინი) და B ჯგუფის 7 ვიტამინს.

ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტექნოლოგია (12 საათი) უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების თანდათანობით და სტაბილურ გამოთავისუფლებას მთელი დღის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს ფორტე ფარმა მაგნიუმი ულტრას ეფექტურობის მხარდაჭერას.

მაგნიუმი - წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს 200 - მდე ბიოქიმიურ რეაქციაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში.

მაგნიუმი - აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ხსნის კუნთოვან სპაზმს, გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, უზრუნველყოფს მშვიდ ჯანსაღ ძილს და ინსომნიური (უძილობა) მდგომარეობის შემსუბუქებას, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, გაღიზიანებას. 

მაგნიუმი - დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას და აუმჯობესებს გულის მუშაობას.

მაგნიუმი - მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სიხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. 

B ჯგუფის ვიტამინები აძლიერებენ ენერგიის წარმოებას და ნერვული სისტემის მხარდაჭერას.

ტაურინი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ენერგეტიკულ, ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, განსაკუთრებით ეფექტურია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის, კონცენტრაციის დაქვეითების, ფიზიკური აქტივობის ან სტრესული მდგომარეობების დროს.

გლუტამინი ბუნებრივი ამინომჟავა, რომელიც აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას და იცავს მის ლორწოვან გარსს.

რეკომენდებულია:

•  ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს

•  სტრესის, გაღიზიანებადობისა და ძილის დარღვევების შემთხვევაში

•  ინტენსიური ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვისას

•  კუნთების ტკივილისა და კრუნჩხვების პროფილაქტიკისთვის

შემადგენლობა:

საკვები დანამატის დღიური დოზის ერთი ტაბლეტი შეიცავს: მაგნიუმი - 360 მგ (მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის ციტრატი, მაგნიუმის ბისგლიცინატი), ტაურინი - 60 მგ, L-გლუტამინი - 20 მგ, ვიტამინი B1 - 1.1 მგ, ვიტამინი B2 - 1.4 მგ, ვიტამინი B3 (ნიაცინი) - 16 მგ, ვიტამინი B5 - 6 მგ, ვიტამინი B6 - 1.4 მგ, ვიტამინი B8 (ბიოტინი) - 50 მკგ, ვიტამინი B12 - 2.5 მკგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: შემავსებლები (მაგ: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), ანტი-შეწებების აგენტები (მაგ: სილიციუმის დიოქსიდი), ცხიმოვანი მჟავების მარილები.

არ შეიცავს: გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში.

გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე დაბალ ტემპერატურაზე), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ჰერმენტულად დახურულ მდგომარეობაში. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ ფორტე ფარმა, მონაკო.