აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#83193_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 საღეჭი ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაvit.D3
მოკლე აღწერა

ვიტამინი D3-ის დეფიციტი,რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

40.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი

  • აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას
  • მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის
  • უზრუნველყოფს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D3 ვიტამინი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას(განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.

D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: რაქიტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რესპირატორული ინფექციები, რევმატოიდული ართრიტი, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

  • ვიტამინი D3-ის დეფიციტი
  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი 
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა 
  • ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • არასრულფასოვანი კვება

შემადგენლობა

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 10 მკგ (400სე).

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი  4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა:  N60 საღეჭი ტაბლეტი ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.