აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოენზიმ Q10 120მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#83190_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაcoenzime Q10
დოზა120mg
მოკლე აღწერა

გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, დემენცია.

74.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კოენზიმ Q10 120მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

საკვები დანამატი ენერგეტიკური და ანტიოქსიდანტური მხარდაჭერისთვის

კოენზიმ Q10 (CoQ10) - უბიქინონი - წარმოადგენს ბუნებრივ ნაერთს, რომელიც მონაწილეობს უჯრედული ენერგიის წარმოქმნაში და ანტიოქსიდანტურ დაცვაში. ეს ნივთიერება ორგანიზმში ბუნებრივად სინთეზირდება და უხვად გვხვდება ენერგომომთხოვნი ორგანოების უჯრედებში, განსაკუთრებით გულში, ღვიძლსა და თირკმელებში.

ამვილაბის კოენზიმ Q10 შეიცავს 120 მგ CoQ10-ს ერთ კაფსულაში. საკვები დანამატი შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მხარი დაუჭიროს ენერგეტიკულ დონეს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და ანტიოქსიდანტურ ბალანსს.

სარგებელი:
· ხელს უწყობს უჯრედული ენერგიის (ATP) გამომუშავებას

· მხარს უჭერს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას

· ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებებს - იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან

· ეხმარება ორგანიზმს  ფიზიკური გამძლეობისა და ენერგიის შენარჩუნებაში

· ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში CoQ10-ის ბუნებრივი დონე იკლებს - დანამატი მის შევსებაში გეხმარებათ

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

· ენერგიის დონის და ფიზიკური გამძლეობის მხარდასაჭერად

· ანტიოქსიდანტური დაცვის გასაძლიერებლად

· გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად

· გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, კარდიომიოპათია, ქოლესტერინის მარეგულირებელი საშუალებების (სტატინების) გვერდითი მოვლენების პროფილაქტიკა (კომპლექსურ თერაპიაში)

· თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, მეხსიერების, ყურადღების და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, პოლინეიროპათია, დემენცია (კომპლექსურ თერაპიაში)

· ალცჰაიმერის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება

· ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა. (კომპლექსურ თერაპიაში)

· კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, დერმატიტი, ფსორიაზი

· კუნთების დისტროფია და მიოპათია

· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

· აღდგენითი პერიოდი მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციის შემდეგ პერიოდში

შემადგენლობა:

კოენზიმ Q10 (უბიქინონი) – 120 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული კაფსულა (ჰიპრომელოზა), ბრინჯის ფქვილი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ან სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას, მიმართეთ ექიმს.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინის კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.