აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლეციტინი 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#83192_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაlecithin
მოკლე აღწერა

ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია.

62.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ლეციტინი 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ლეციტინი ესენციური ფოსფოლიპიდების (ქოლინი, ინოზიტოლი, ფოსფატიდქოლინი) ნატურალური წყაროა. ესენციური ფოსფოლიპიდები უჯრედული მემბრანის ძირითადი საშენი მასალაა და მონაწილეობენ უჯრედების დაცვასა და აღდგენაში, ლეციტინი მნიშნელოვანია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის, გულის კუნთის, თავის ტვინის და ნერვული უჯრედებისთვის

თვისებები:

იცავს ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს მათ რეგენერაციას
აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების და ცნობიერების ხარისხს
იცავს ღვიძლს ცხიმოვანი გადაგვარებისგან
არეგულირებს ქოლესტერინის დონეს
ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს
ხელს უწყობს ნერვული და  გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას  
ღვიძლში მეტაბოლური პროცესების დარღვევის დროს ლეციტინის მიღება ამარაგებს ორგანიზმს  ესენციური ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით  შეესაბამება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს, ისინი აღწევენ ღვიძლის უჯრედებში და ახდენენ დაზიანებული უჯრედული მემბრანის  მთლიანობის აღდგენას, შედეგად ლეციტინი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს.

ლეციტინი დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის და ტვინის ფუნქციონირებაზე, იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან. ლეციტინის მიღება ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების აღდგენას, აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, თავის ტვინში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, ლეციტინი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

ლეციტინის მიღება ამცირებს გაფანტული სკლეროზის განვითარებას, პარკინსონის დაავადების და ალცჰაიმერის სინდრომის დროს აუმჯობესებს ტვინის აქტივობას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ცხიმოვანი დისტროფია, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლური, წამლისმიერი)
სიმსუქნე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპია
ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპია: იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება ალცჰაიმერის დაავადება
მეხსიერების დაქვეითება, ყურადღებისა და  კონცენტრაციის უნარის დარღვევა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
ანტიბიოტიკოთერაპის შემდგომი პერიოდი
შემადგენლობა:

სოიოს ლეციტინი (ესენციური ფოსფოლიპიდები) - 1200 მგ.

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში საკვებთან ერთად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა: N90 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.