| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Doppelherz / დოპელჰერცი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | melatonin+melissa+Mg+vit.B6+B3 |
ჩვენება: გაძნელებული ჩაძინება,ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა.
დოპელჰერცი აქტივი მელატონინი
ჯანსაღი და მშვიდი ძილისთვის
ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღდგენას, უძილობა აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის და სწრაფად აზროვნების უნარს, რაც აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე. ძილის დროს ტვინი ახდენს მიღებული ინფორმაციის გაღრმავებას და დამახსოვრებას, ძილის ქრონიკული უკმარისობა ზრდის ისეთი დაავადებების ალბათობას, როგორიცაა: არითმია, ჰიპერტონია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე.
მელატონინი ეპიფიზის მთავარი ჰორმონია, არეგულირებს ცირკადულ რიტმს, ახდენს ფიზიოლოგიური ძილის ნორმალიზებას, შეუძლია შეცვალოს უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, შეამციროს სხვადასხვა სტრესით გამოწვეული შფოთვა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ანტიოქსიდანტური აქტივობა მიმართული უჯრედის დნმ-ის დაცვაზე.
მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. ცნობილია აგრეთვე მისი დამამშვიდებელი თვისებებით, ის დადებით გავლენას ახდენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
მელისას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც დადებითად აისახება ცნს-ზე და უზრუნველყოფს სრულფასოვან ძილს.
ნიაცინი - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, არეგულირებს სისხლში ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს. მისი დეფიციტი იწვევს სეროტონინის და მელატონინის სინთეზის შემცირებას, რაც განაპირობებს დეპრესიას და უძილობას.
ვიტამინი B6 - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
1 პაკეტი შეიცავს: მელატონინი 1მგ, მელისას ექსტრაქტი - 100 მგ, Mg – 150 მგ, ვიტამინი B6 – 1,4 მგ, ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 16 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება მოზრდილებში 1 პაკეტი დღეში, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. იხსნება 150 მლ ცხელ წყალში და მიიღება ცხელი სასმელის სახით, შესაძლებელია მისი ცივი სახით მიღებაც.
გამოშვების ფორმა:
№20 პაკეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი მელატონინი 3მგ 30 საღეჭი ტაბლეტი