აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z პლუს იმუნი 20 პაკეტი

#85031_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაvitamins and minerals
მოკლე აღწერა

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

26.27₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი აქტივი A-Z

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

დოპელჰერცი აქტივი A-Z იმუნ დაირექტი ლუთეინთან ერთად შექმნილია იმუნური სისტემის და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, ავსებს ვიტამინების და მინერალების დეფიციტს არასრულფასოვანი კვების, სტრესის, მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.

თუთია - ხელს უშლის რინოვირუსების - მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებას. მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ვიტამინი A + E - იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ.

B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D + K - აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების და ქრონიკული ანთების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

• მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

• გრიპი და გაციება

• იმუნიტეტის დაქვეითება

• ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი

• არაბალანსირებული კვება

• ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი

• ხანდაზმული ასაკი

• ფსიქო-ემოციური სტრესი

• მალნუტრიცია

შემადგენლობა:

17 სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის კომპლექსი, ერთი მიკროპალეტი შეიცავს: ვიტამინი A - 400 მკგ, ვიტამინი D - 20 მკგ, ვიტამინი E - 10 მგ, ვიტამინი K - 40 მკგ, ვიტამინი C - 120 მგ, ვიტამინი B1 - 2,8 მგ, ვიტამინი B2 - 3,2 მგ, ნიაცინი - 18 მგ, ვიტამინი B6 - 4 მგ, ვიტამინი B12 - 25 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, ფოლის მჟავა - 400 მკგ, პანტოთენი - 6 მგ, კალციუმი - 150 მგ, მაგნეზია - 80 მგ, თუთია - 10 მგ, სელენი - 30 მკგ, ლუთეინი - 0,5 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 მიკროპალეტი დღეში მოზრდილებში.

გამოშვების ფორმა:

№20 პირში ხსნადი მიკროპალეტები ფორთოხლის არომატით.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ: Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z შუშხუნა 15 ტაბლეტი