აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დოპელჰერც სისტემი - Doppelherz System ომეგა-3 ლიმნის 60 კაფსულა

#85039_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაomega-3
მოკლე აღწერა

იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.

70.00₾
100.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 საღეჭი გელ ტაბლეტები

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის!

• მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით

• დღიური დოზა ორი გელ-ტაბლეტი შეიცავს 180 მგ DHA-ს - ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

•  საღეჭი გელ-ტაბლეტები ლიმონის სასიამოვნო არომატით

•  არ აქვს თევზის გემო და სუნი

•  მიიღება 4 წლის ასაკიდან

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით DHA და EPA, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით.

ომეგა-3-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველაზე ეფექტური გზა ცხიმიანი ზღვის თევზის (ორაგული, სკუმბრია, თინუსი, სარდინები)  რეგულარული მიღებაა, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია EPA და DHA-თი და ითვლება ამ გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო ბუნებრივ წყაროდ. 

ბავშვებმა, ისევე როგორც ბევრმა ზრდასრულმა, შესაძლოა ვერ მიიღონ საკმარისი ოდენობის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები საკვებით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიკროწყალმცენარეების ზეთსა და თევზის ქონზე დამზადებული დიეტური დანამატების მიღება.

დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 არამარტო ეფექტურია, არამედ გემრიელიც: ბავშვებისთვის განკუთვნილი ომეგა-3  გემრიელი საღეჭი გელ-ტაბლეტები უყვართ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს, ამასთან საუკეთესო ალტერნატივაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესავსებად.

დოპელჰერცი სისტემი ომეგა-3 საბავშვო რეკომენდებულია:

იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.

შემადგენლობა:

2 გელ-ტაბლეტი შეიცავს: ომეგა 3 - ის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები 540 მგ, საიდანაც  EPA - 276 მგ, DHA - 180 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დამატებითი ინგრედიენტები: თევზის ქონი 40%, დამატკბობლები ქსილიტოლი და სორბიტოლი, წყალი, ჟელატინი (ცხოველური), არაბული ფისი, არომატიზატორი, ანტიოქსიდანტი ლიმონმჟავა, საღებავი კაროტინი.

გაფრთხილება:

- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

- საკვები დანამატია, არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

დოზირება:

მიიღება 4-5 წლის ასაკის ბავშვებში 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში,6 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში 2 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში.

გამოშვების ფორმა:

№ 60 საღეჭი გელ-ტაბლეტები ლიმონის არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლ