აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Pure - ფიური ფოლატი 400მკგ 90 კაფსულა

#89019_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაmetafolin
მოკლე აღწერა

ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

84.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Pure - ფიური ფოლატი 400მკგ 90 კაფსულა

ფიური®ფოლატი 400 მკგ - არის ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ფორმა მაღალი ბიოშეღწევადობით, რომლის აქტიურ ფორმად (5 MTHF) გარდაქმნა არ საჭიროებს დამატებით ფერმენტულ რეაქციებს, წვრილი ნაწლავის ლორწოვანზე მოხვედრის შემდეგ სრულად შეიწოვება, განსხვავებით სინთეზურად მიღებული ფოლიუმის მჟავასგან, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა ხდება ფერმენტული რეაქციით ღვიძლში, ფერმენტ დეჰიდროფოლატრედუქტაზას ზემოქმედებით. 

ფოლატი წარმოადგენს წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინს (B9),  რომელიც მონაწილეობს ძირითად მეტაბოლურ პროცესებში, უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა უჯრედის ფიზიოლოგიურ დაყოფას და ნორმალურ ზრდას.

ფიური®ფოლატი:

· უზრუნველყოფს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შევსებას ორსულობამდე და ორსულობის დროს (ნაყოფში ნერვული მილის დეფექტების განვითარების პრევენცია) (1)

· ხელს უწყობს პლაცენტის მომწიფებას და ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან (1-4)

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა

• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

• ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პრევენცია

• პრეეკლამფსია და ეკლამფსია

• არაბალანსირებული, არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პრევენცია

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა:

1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ფოლატი (მეტაფოლინი® L-5-MTHF) - 667 მკგ DFE (L-5-MTHF - 400 მკგ). 

დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან. 

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე. 

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოშვების ფორმა: №90 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.  

დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.  

References:

1.       Gropper SS, Smith JL, Groff JL. Advanced Nutrition and Human Metabolism. 5th ed. Belmont, CA: Wadsworth; 2009.

2.       Prinz-Langenohl R, et al. Br J Pharmacol. 2009 Dec; 158(8): 2014-21.

3.       Seremak-Mrozikiewicz A. Ginekol Pol.2013 Jul;84(7):641-6.

4.       Patanwala I, et al. Am J Clin Nutr. 2014 Aug;100(2):593-9.