
| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Abbot / აბოტი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | ademetionine |
ჩვენება: ქრონიკული არაკენჭოვანი ქოლეცისტიტი,ქრონიკული ჰეპატიტი , ღვიძლის ციროზი.
ჰეპტრალი ®
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება : ადემეთიონინი
ქიმიური დასახელება : ( S- ადენოზილ - L- მეთიონინის 1,4- ბუტანდისულფონატი ( SAMe 1,4ბუტანდისულფონატი ).
სამკურნალო ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები .
კუნთში შესაყვანი და ინტრავენური ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი .
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს :
ბირთვი – აქტიური კომპონენტი : ადემეთიონინ 1,4- ბუტანდისულფონატი 760 მგ ( შეესაბამება 400 მგადემეთიონინს ). დამხმარე ნივთიერებები : ( მგ - ში 1 ტაბლეტში ): კოლოიდური უწყლო კაჟბადისდიოქსიდი – 4,4; ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი – 17,6; მაგნიუმის სტეარატი – 4,4;მიკროკრისტალური ცელულოზა – 93,6.
ნაწლავში ხსნადი გარსი – პოლიმეტაკრილატი – 15,06; პოლიეთილენგლიკოლი 6000 – 4,41; ტალკი – 10,05;სიმეთიკონი – 0,24; პოლისორბატი – 0,24; გასუფთავებული წყალი .
ერთი ფლაკონი ლიოფილიზატით შეიცავს :
აქტიური კომპონენტი : ადემეთიონინ 1,4- ბუტანდისულფონატი 760 მგ ( შეესაბამება 400 მგ ადემეთიონინს).
დამხმარე ნივთიერებები : ყოველი ამუპლა გამხსნელით შეიცავს : L- ლიზინი 342,4 მგ , ნატრიუმისჰიდრატი 11,5 მგ . საინიექციო წყალი 5 მლ - მდე .
აღწერილობა
გარსით დაფარული ტაბლეტები , მოთეთრო , ოვალური ფორმის ნაჭდევის გარეშე .
ლიოფილიზირებული ფხვნილი – თეთრი ლიოფილური მასა .
იხილეთ ბლოგი: ჰეპტრალი — პრეპარატი, რომელიც ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ჰეპატოპროტექტორული საშუალება .
კოდი ATC: A16AA02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰეპტრალი მიეკუთვნება ჰეპატოპროტექტორების ჯგუფს ანტიდეპრესიული აქტივობით . ავლენსქოლერეზულ და ქოლეკინეტიკურ მოქმედებას , გააჩნია დეტოქსიკაციური , მარეგენერირებელი ,ანტიოქსიდანტური , ანტიფიბროზული და ნეიროპროტექტორული თვისებები .
აღადგენს ადემეთიონინის დეფიციტს და ასტიმულირებს ორგანიზმში მის გამომუშავებას , პირველ რიგშიღვიძლსა და ტვინში . მონაწილეობს ტრანსმეთილირების ბიოლოგიურ რეაქციებში ( მეთილის ჯგუფისდონატორი ) – S- ადენოზილ - L- მეთიონინის მოლეკულა ( ადემეთიონინი ) ცილების , ჰორმონების ,ნეირომედიატორების და სხვ . უჯრედული მემბრანების ფოსფოლიპიდების მეთილირების რეაქციებშიგასცემს მეთილის ჯგუფს ; ტრანსსულფატირების – ცისტეინის , ტაურინის , გლუტათიონის წინამორბედი( უზრუნველყოფს უჯრედული დეტოქსიკაციის ჟანგვა - აღდგენით მექანიზმს ), აცეტილირების კოენზიმი .ზრდის გლუტამინის შემცველობას ღვიძლში და ტაურინის პლაზმაში ; აქვეითებს მეთიონინისშემცველობას შრატში , აწესრიგებს რა მეტაბოლურ რეაქციებს ღვიძლში . დეკარბოქსილირების შემდეგმონაწილეობს ამინოპროპილირების პროცესებში , როგორც რიბოსომების სტრუქტურაში შემავალიპოლიამინების – პუტრესცინის ( უჯრედების რეგენერაციისა და ჰეპატოციტების პროლიფერაციისსტიმულატორი ), სპერმიდინისა და სპერმინის წინამორბედი . ავლენს ქოლერეზულ მოქმედებას ,რომელიც განპირობებული ჰეპატოციტების მემბრანების პოლარიზაციისა და მოძრაობის მომატებით ,მათში ფოსფატიდილქოლინის სინთეზის სტიმულაციის შედეგად . ეს აუმჯობესებს ნაღვლის მჟავასტრანსპორტული სისტემების ჰეპატოციტების მემბრანებთან ასოცირებულ ფუნქციას და ხელს უწყობსსანაღვლე გზებში ნაღვლის მჟავას პასაჟს . ეფექტურია ქოლესტაზის ინტრაწილაკოვანი ვარიანიტის დროს (ნაღვლის სინთეზისა და დინების დარღვევა ). ხელს უწყობს ნაღვლის მჟავას დეტოქსიკაციას ,ჰეპატოციტებში ზრდის კონიუგირებული და სულფატირებული ნაღვლის მჟავ შემცველობას . ტაურინთანკონიუგაცია ზრდის ნაღვლის მჟავას ხსნადობას და მათ გამოყოფას ჰეპატოციტიდან . ნაღვლის მჟავებისსულფატირების პროცესი ხელს უწყობს თირკმლების მიერ მათი ელიმინაციის შესაძლებლობას ,აუმჯობესებს ჰეპატოციტის მემბრანაში გასვლას და ნაღველთან ერთად გამოყოფას . გარდა ამისა ,სულფატირებული ნაღვლის მჟავები იცავენ ღვიძლის უჯრედების მემბრანებს არასულფატირებულინაღვლის მჟავეების ( მაღალი კონცენტრაციებით არსებული ჰეპატოციტებში ღვიძლის ქოლესტაზის დროს )ტოქსიკური მოქმედებისაგან . პაციენტებში ღვიძლის დიფუზური დაავადებებით ( ციროზი , ჰეპატიტი )ღვიძლის ქოლესტაზის სინდრომით ამცირებს კანის ქავილის გამოხატულებას და ბიოქიმიურიმაჩვენებელების ცვლილებებს , მათ შორის პირდაპირი ბილირუბინის დონეს , ტუტე ფოსფატაზის ,ამინოტრანსფერაზის და სხვ . აქტივობას . ქოლერეტული და ჰეპატოპროტექტორული ეფექტინარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში . ნაჩვენებია ეფექტურობაჰეპატოტოქსიური პრეპარატებით განპირობებული ჰეპატოპათიების დროს . გამოიყენება პაციენტებშიოპიოიდური ნარკომანიით , ღვიძლის დაზიანების თანხლებით , იწვევს აბსტინენციის კლინიკურიგამოვლინებების რეგრესიას , ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის და მიკროსომალური ჟანგვითიპროცესების გაუმჯობესებას . ანტიდეპრესიული აქტივობა თანდათანობით გამოვლინდება , პირველიკვირის ბოლოდან დაწყებული 2 კვირის განმავლობაში . ეფექტურია რეკურენტული ენდოგენური დანევროზული დეპრესიების დროს . გააჩნია უნარი შეწყვიტოს დეპრესიის რეციდივები . ოსტეოართრიტებისდროს დანიშვნა ამცირებს ტკივილის სინდრომის გამოხატულებას , ზრდის პროტეოგლიკანების სინთეზსდა იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ნაწილობრივ რეგენერაციას .
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების დროს ბიოშეღწევადობა – 5%, კუნთში შეყვანის დროს – 95%. 400 მგ - ისერთჯერადი პერორალური მიღების დროს მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში ( Cmax ) – 0.7 მგ / ლ .Cmax(TCmax) მიღწევის დრო – 2-6 სთ . პლაზმის ცილებთან შეკავშირება – უმნიშვნელოა , აღწევსჰემატოენცეფალურ ბარიერში . გამოყოფის გზისგან დამოუკიდებლად , აღინიშება მისი კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება თავზურგტვინის სითხეში . მეტაბოლიზდება ღვიძლში . ნახევრადდაშლის დროა- 1,5 სთ . გამოიყოფა თირკმლებით .
პრეპარატის ტაბლეტები დაფარულია სპეციალური გარსით , რომელიც მხოლოდ ნაწლავში იხსნება , რისიწყალობითაც ადემეთიონინი თორმეტგოჯა ნაწლავში გამონთავისუფლდება .
ქრონიკული არაკენჭოვანი ქოლეცისტიტი , ქოლანგიტი , ღვიძლის ქოლესტაზი , თირკმლების ტოქსიკურიდაზიანებები ალკოჰოლით , ვირუსული , წამლისმიერი ( ანტიბიოტიკები , სიმსივნის საწინააღმდეგო ,ანტიტუბერკულოზური , ანტივირუსული პრეპარატები , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ,პერორალური კონტრაცეპტივები ) დაზიანებების ჩათვლით , ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია ,ქრონიკული ჰეპატიტი , ღვიძლის ციროზი , ენცეფალოპათია მათ შორის ღვიძლის უკმარისობასთან (ალკოჰოლური და სხვ .) ასოცირებული . დეპრესია ( მათ შორის მეორადი ), აბსტინენციის სინდრომი (ალკოჰოლური და სხვ .).
ჰიპერმგრძნობელობა , ორსულობა (II-III ტრიმესტრი ), ლაქტაციის პერიოდი , 18 წლამდე ასაკი .
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება
ორსულობის I-II ტრიმესტრებში და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული .
გამოყენების მეთოდები და დოზები
პერორალურად , კუნთში ან ვენაში წვეთოვნად . ინტენსიური თერაპიის დროს – მკურნალობის პირველი2-3 კვირის განმავლობაში ინიშნება 400-800 მგ / დღეში ვენაში ( ძალიან ნელა ) ან კუნთში : ფხვნილიიხსნება მხოლოდ სპეციალურ თანდართულ გამხსნელში ( L- ლიზინის ხსნარი ). შემანარჩუნებელითერაპიისათვის – პერორალურად 800-1600 მგ / დღეში ჭამის შუალედებში . ტაბლეტები მთლიანად უნდაგადაიყლაპოს , დაუღეჭავად , სასურველია დღის პირველ ნახევარში მიღება . შემანარჩუნებელიმკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-4 კვირას შეადგენს .
გვერდითი მოვლენები
გასტრალგია , დისპეფსია , გულძმარვა , ალერგიული რეაქციები .
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების კლინიკური შემთხვევები არ აღინიშნება .
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები არ აღინიშნებოდა .
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატის მატონიზირებელი ეფექტის გათვალისწინებით , მისი გამოყენება ძილის წინ არ არისრეკომენდებული . ჰიპერაზოტემიის ფონზე ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტებისმკურნალობისას საჭიროა აზოტემიის დონის კონტროლი . ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელიასისხლის შრატში შარდოვანისა და კრეატინინის დონეების განსაზღვრა . ჰეპტრალის ხსნარი მზადდებაუშუალოდ გამოყენების წინ , თუ ლიოფილიზატის ფერი ნორმალურისაგან განსხვავდება – თეთრი , უნდამოვერიდოთ მის გამოყენებას .
გამოშვების ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები 400 მგ . 10 ტაბლეტი ( პა / პვქ / ალ ) ფოლგისკონტურულ შეფუთვაში . 1 ან 2 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოსკოლოფში .
ლიოფილიზატი შეფუთულია უფერო , I ტიპის შუშისაგან დამზადებულ ფლაკონებში , დაცობილიარეზინის , ბუთილკაუჩუკისაგან დამზადებული საცობით და შემორტყმული აქვს ალუმინის თავსახურავი .
გამხსნელი – 5 მლ - იანი I ტიპის ჰიდროლიზური შუშის ამპულები , მოსატეხი წერტილით .
5 ფლაკონი და 5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .
სია ბ . არა უმეტეს +25° C ტემპერატურის პირობებში .
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობა
3 წელი . ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით