
| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Astra Zeneca / ასტრა ზენეკა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | entecavir |
| დოზა | 0.5მგ |
ჩვენებები: B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექციის სამკურნალოდ.
ბარაკლუდი 0.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად.
აქტიური ინგრედიენტი: 0.5 მგ ენტეკავირი თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძიდან), მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრი ვაითი, YS-1-18027-A და დისტილირებული წყალი.
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. გთხოვთ წაიკითხოთ, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ მოგიწევთ ექიმთან მიმართვა ან საავადმყოფოში წასვლა, აცნობეთ ექიმს რომ იყენებთ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ეს გამოყენების ინსტრუქცია. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ბარაკლუდი
2. ბარაკლუდის მიღებამდე
3. როგორ გამოიყენება ბარაკლუდი?
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. როგორ ინახება ბარაკლუდი
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ბარაკლუდი
ბარაკლუდი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით ანტივირუსული პრეპარატები.
ბარაკლუდი გამოიყენება მოზრდილებში B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექციის სამკურნალოდ.
ბარაკლუდი 0.5 მგ თითოეული შემოგარსული ტაბლეტი 0.5 მგ ენტეკავირს აქტიური ინგრედიენტის სახით.
ბარაკლუდი წარმოადგენს სამკუთხედის ფორმის, წარწერით "BMS" ერთ მხარეს და "1611" მეორე მხარეს, თეთრი ან მოთეთრო ფერის, თეთრი გარსით დაფარულ ტაბლეტს. თითოეული კოლოფი შეიცავს 30 ტაბლეტს.
ბარაკლუდი გამოიყენება მოზრდილებში B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექციის სამკურნალოდ. ბარაკლუდის გამოყენება შესაძლებელია ადამიანებში, რომლების ღვიძლიც დაზიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ სათანადოდ ფუნქციონირებს (ღვიძლის კომპენსირებულიდაავადება) და ადამიანებში, რომლების ღვიძლიც დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს სათანადოდ (ღვიძლის დეკომპენსირებული დაავადება).
B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ღვიძლი. ბარაკლუდი ამცირებს ვირუსების რაოდენობას თქვენს ორგანიზმში და აუმჯობესებს ღვიძლის მდგომარეობას.
2. ბარაკლუდის მიღებამდე
არ გამოიყენოთ ბარაკლუდი შემდეგ სიტუაციებში:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ენტეკავირზე ან ბარაკლუდის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე.
გამოიყენეთ ბარაკლუდი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბარაკლუდის მიღებამდე, თუ:
აცნობეთ ექიმს, თუ გქონდათ თირკმელების პრობლემა. შეიძლება საჭირო გახდეს ბარაკლუდის თქვენი დოზის ან დოზირების გრაფიკის შეცვლა, რადგანაც ის თქვენი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.
მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისათვის, რადგანაც ჰეპატიტი შეიძლება გაუარესდეს მკურნალობის შეწყვეტისას.
არ შეწყვიტოთ ბარაკლუდის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ ბარაკლუდით მკურნალობას, ექიმი განახორციელებს დაკვირვებას რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩაატარებს სისხლის ანალიზს.
საჭიროა შემოწმდეს, სათანადოდ ფუნქციონირებს თუ არა თქვენი ღვიძლი, როგორი შეიძლება იყოს თქვენი ბარაკლუდით მკურნალობაზე შესაძლო ეფექტი. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ აივ-ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი), აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
აივ ინფექცია B ჰეპატიტის ინფექციასთან ერთად
თუ გაქვთ აივ, მაშინაც კი, თუ არ იღებთ რაიმე მედიკამენტს მის სამკურნალოდ, არ გამოიყენოთ ბარაკლუდი, რადგანაც ეს შეამცირებს მის ეფექტურობას.
აივ-ის დროს ბარაკლუდი ვერ გააკონტროლებს თქვენს ინფექციას.
თქვენ მიერ ბარაკლუდის გამოყენებისას, სქესობრივი კონტაქტით ან სხეულის სითხეები (სისხლის დაბინძურება) B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) სხვა ადამიანებზე გადაცემას ის ხელს ვერ შეუშლის. ამიტომ აუცილებელია HBV-ის სხვებზე გადაცემის პრევენცია. მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების მიღება.
ვაქცინები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას HBV-ის გადაცემის რისკის წინააღმდეგ.
ბარაკლუდით მკურნალობენ ლაქტოაციდოზს (რძის მჟავის დაგროვებას თქვენს სისხლში და ღვიძლში) ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მისი მომატება. გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი არიან სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ლაქტოაციდოზის განვითარებაზე. ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტი, იშვიათად ლეტალური გამოსავლით. ლაქტოაციდოზი უფრო ხშირია განსაკუთრებით ჭარბწონიან ქალებში. თქვენი ექიმი რეგულარულად შეგამოწმებთ ბარაკლუდის მიღებისას.
თუ თქვენ ადრე მკურნალობდით B ქრონიკული ჰეპატიტის გამო, გთხოვთ მიმართოთ და აცნობოთ ამის შესახებ.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ კონსულტაციისთვის ექიმს.
ბარაკლუდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ბარაკლუდის მიღება უმეტეს შემთხვევაში შეიძლება უზმოზე ან საკვების მიღების შემდეგ.
თუმცა, თუ თქვენ ადრე მკურნალობდით აქტიური ნივთიერების სახით ლამივუდინის შემცველი მედიკამენტით, გაითვალისწინეთ შემდეგი:
ლამივუდინით თერაპიის უშედეგობისას ბარაკლუდი უნდა მიიღოთ უზმოზე დღეში ერთჯერ. თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ძალიან შორსწასული დაავადება, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ მიიღოთ ბარაკლუდი უზმოზე, ჭამიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ ან მომდევნო ჭამამდე დაახლოებით 2 საათით ადრე.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს და აცნობოთ ამის შესახებ. ორსულობის დროს ბარაკლუდუს გამოყენების უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. არ შიძლება ბარაკლუდის გამოყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმმა ჩათვლის მიზანშეწონილად.
მნიშვნელოვანი, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ბარაკლუდით მკურნალობის პერიოდში ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ბარაკლუდით მკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი. თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ენტეკავირი, ბარაკლუდის აქტიური ნივთიერება, დედის რძეში.
მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
გვერდითმა ეფექტებმა, როგორიცაა ძილიანობა, სისუსტე (დაღლილობა) და გაბრუება, შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უნარებზე. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბარაკლუდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბარაკლუდი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა ადრე გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად:
თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებენ თირკმელების ფუნქციას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. გთხოვთ აცნობოთ თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლოდროს იყენებდით რომელიმე რეცეპტურულ ან არა-რეცეპტურულ პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.
3. როგორ გამოიყენება ბარაკლუდი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ყოველთვის გამოიყენეთ ბარაკლუდი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ რამეში დარწმუნებული არ ხართ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმუნური ცილის (ანტისხეულების) ფორმირების შემდეგ დადებითი B ჰეპატიტის e ანტიგენის (HBeAg) მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 12 თვის განმავლობაში (HBe სეროკონვერსიის მიღწევის შემდეგ). ბარაკლუდის ჩვეულებრივი დოზაა 0,5 მგ ან 1 მგ დღეში ერთჯერ, იმის მიხედვით, ადრე მიგიღიათ თუ არა HBV-ს მკურნალობა და მედიკამენტების მიხედვით, რომლებსაც იღებთ, ან გაქვთ თუ არა თირკმელების პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები ან მიიღოთ ბარაკლუდი ნაკლები დროის განმავლობაში, და გადაწყვეტს მისი მიღების სიხშირეს. ასევე განსაზღვრავს დოზა, რომელიც უნდა მიიღოთ, რაც დამოკიდებულია თქვენი ღვიძლის მდგომარეობაზე. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაბამის დოზას. პრეპარატის სრული ეფექტის მისაღებად ყოველთვის მიიღეთ ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის განვითარების შესამცირებლად. მიიღეთ ბარაკლუდი იმ დროის განმავლობაში, როგორც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მკურნალობის საჭირო დროს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
მიიღეთ ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგალითად, ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით). ბარაკლუდის მიღება უმეტეს შემთხვევაში შეიძლება უზმოზე ან კვების შემდეგ.
აქტიური ნივთიერებაა ლამივუდინი. თუ თქვენ მკურნალობდით ამ ნივთიერების შემცველი მედიკამენტით, მაგრამ ეს მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ან თუ გადახვედით ბარაკლუდით მკურნალობაზე, მიიღეთ ბარაკლუდი უზმოზე დღეში ერთჯერ.
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ბარაკლუდის მიღება უზმოზე, კვებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე ან დაახლოებით 2 საათის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში:
ბარაკლუდს უსაფრთხოება და ეფექტურობა 16 წლამდე ასაკის პაციენტებში ცნობილი არ არის. 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ბარაკლუდის დოზის კორექტირება ასაკის მიხედვით საჭირო არ არის.
გამოყენების სპეციალური შემთხვევები
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ბარაკლუდის დოზის შეცვლა. ბარაკლუდის დოზის კორექცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭირო არ არის. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბარაკლუდის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ბარაკლუდს:
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბარაკლუდი, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბარაკლუდის მიღება
მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ დოზის მიღება. თუ დაგავიწყდათ ბარაკლუდის დოზის მიღება, მიიღეთ ეს დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე თქვენი შემდეგი დოზის დროა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ბარაკლუდით მკურნალობის შეწყვეტისას: ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ღვიძლის ძალიან სერიოზული ანთება ბარაკლუდის მკურნალობის შეწყვეტისას. თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას სიმპტომების მხრივ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
არ შეწყვიტოთ ბარაკლუდით მკურნალობა, თუ ამას არ გირჩევთ თქვენი ექიმი; მკურნალობის შეწყვეტისას თქვენი ღვიძლის ანთება შეიძლება გაუარესდეს. თქვენი ბარაკლუდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თქვენი ექიმი გააგრძელებს თქვენი და თქვენი სისხლის ანალიზების მონიტორინგს რამდენიმე თვის განმავლობაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბარაკლუდსაც აქვს გვერდითი ეფექტები მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.
თუ განვითარდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ბარაკლუდის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელი რეაქცია
- გამონაყარი
- ქავილი
- კანზე გამონაყარი.
ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ განგივითარდებათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ბარაკლუდზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში გადაყვანა. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: ის შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ცოტა პაციენტში, და არსებული მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია.
ძალიან ხშირი:
თავის ტკივილი
უძილობა
დაღლილობა, ძილიანობა, საერთო სისუსტე
გულისრევა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება
ღვიძლის ფერმენტების მომატება
არახშირი:
გამონაყარი
თმის ცვენა
იშვიათი:
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები.
მოხსენება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც შედის ან არ შედის გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, ასევე, განვითარებული გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ „მოხსენება გვერდითი ეფექტების შესახებ“ ნიშანზე დაწკაპუნებით საიტზე www.titck.gov.tr, ან პირდაპირ აცნობოთ თურქეთში გვერდითი ეფექტების მოხსენების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08 ფარმაკოვზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი ეფექტების მოხსენებით თქვენ დახმარებას გაუწევთ მეტი ინფრომაციის შეკრებაში იმ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ბარაკლუდი
შეინახეთ ბარაკლუდი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე- არაუმეტეს 30°C-ზე. არ გადააგდოთ მედიკამენტი ჩამდინარე წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბარაკლუდი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
„ვადის გასვლის თარიღი“ არის მითითებული თვის ბოლო დღე. არ გამოიყენოთ ბარაკლუდი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე. დარჩენილი და გამოუყენებელი მედიკამენტების შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!