აკულიპონი — ნერვული სისტემისა და ენერგეტიკული ბალანსის მხარდამჭერი კომპლექსური პრეპარატი
12 სექ 2025

ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე, დიდი რაოდენობით ენერგიის ხარჯვა და ზედმეტი დატვირთვა, რასაც თან ახლავს სტრესი, არასწორი კვება და გარემოს მავნე ფაქტორები, ორგანიზმის ბუნებრივ რესურსებს მნიშვნელოვნად ასუსტებს. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნივთიერებებს, რომლებიც ენერგიის მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას და უჯრედების დაცვას უწყობს ხელს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება აკულიპონი 600 – საკვები დანამატი, რომელიც ალფა ლიპოის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებსა და თუთიას აერთიანებს. მისი კომპლექსური შედგენილობა ენერგიის სწორ მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის სიჯანსაღეს და ოქსიდაციური სტრესისგან უჯრედების დაცვას უზრუნველყოფს.
პსპ-ის აფთიაქებში წამალი აკულიპონი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ერთ შეფუთვაში პრეპარატის 30 კაფსულია მოთავსებული.
აკულიპონი 600 უნიკალური კომბინაციაა, რომლის თითოეულ კომპონენტს ორგანიზმის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად სპეციფიკური როლი აქვს:
ამ კომპონენტების ერთობლივი მოქმედება ქმნის მძლავრ მულტივიტამინურ კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს აძლევს ენერგიას, იცავს უჯრედებს და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

აკულიპონი 600 რეკომენდებულია B1 და B6 ვიტამინების გაზრდილი საჭიროების დროს. აღსანიშნავია, რომ ეს ვიტამინები ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. თუთიის შემცველობა უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უწყობს ენერგეტიკული და მეტაბოლური პროცესების გამართულ მუშაობას.
პრეპარატის მიღების წესი მარტივია. ის პერორალურად, პირის ღრუს გავლით უნდა მიიღოთ, რის გასამარტივებლადაც შეგიძლიათ წამალს მცირე რაოდენობით წყალი დააყოლოთ. რეკომენდებულია დღეში 1 კაფსული. სასურველია, ის ჭამის წინ, უზმოზე მიიღოთ.
აკულიპონის მიღებისას აუცილებელია შემდეგი მითითებების გათვალისწინება:
იშვიათ შემთხვევებში, ალფა ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ამიტომ მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის კონტროლი დიაბეტური პაციენტებისთვის. პრეპარატი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
აღსანიშნავია, რომ აკულიპონი 600 არ შეიცავს შაქარს, გლუტენსა და ლაქტოზას.
12 სექ 2025