ალტაფლორა — მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატი
7 აგვ 2025

ქრონიკულ სტრესი, დაუბალანსებელი კვება, ანტიბიოტიკები, ან სხვა ძლიერი მედიკამენტები, ნაწლავური ინფექციები — ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რამაც შესაძლოა ნაწლავურ მიკროფლორაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს. რადგანაც ნაწლავური მიკროფლორა ჩვენი იმუნური სისტემის დაცვასა და საკვების მონელების პროცესში მონაწილეობს, უდავოდ მნიშვნელოვანია მისი მოწესრიგებული მუშაობა. თუ მიკროფლორა დარღვეულია და სახეზეა ისეთი ჩვენებები, როგორიცაა: მუცლის ტკივილი, შებერილობა, დარღვეული ნივთიერებათა ცვლა, ან კუჭის მოქმედება, აუცილებელია ექიმს მიმართოთ შესაბამისი სამკურნალო კურსისთვის და რეკომენდაციისთვის. სააფთიაქო ქსელებში კი ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალება — ალტაფლორაა.

ალტაფლორას ანოტაცია — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატზე
ალტაფლორა ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის საკორექციო საშუალებების, ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.
ალტაფლორას ელექტროლიტი პაკეტების ფორმით იყიდება აფთიაქებში. ერთი პაკეტი შეიცავს 650 მილიარდ UF ფლორას. ანოტაციის მიხედვით, ეს საშუალება დიარეისა და გაუწყლოვნების მკურნალობისთვის აუცილებელ ნაწლავურ ფლორასა და ელექტროლიტებს ერთად შეიცავს. პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ალტაფლორას მიღების წესებსა და დოზებს სწორედ თქვენი მკურნალი ექიმი გაგიწერთ.
ხოლო რაც შეეხება ანოტაციაში მოცემულ რეკომენდებულ დოზირებას, ალტაფლორას მიღება ბავშვებში, ერთი წლიდან, დღეში 1-2 პაკეტის ოდენობით. გაითვალისწინეთ, რომ პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 200მლ წყალში, ან რძეში, რა თქმა უნდა, თუ პაციენტს არ აქვს დიარეა.
რაც შეეხება მოზარდებს, რეკომენდებულია 1-2 პაკეტის მიღება დღეში, 200 მლ წყალში გახსნის შემდეგ. დამატებითი კითხვებით, დისკომფორტის, ან ახალი ჩივილების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
7 აგვ 2025