აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

აფორი ფორტე — პრეპარატი გონებრივ და ფიზიკურ გადაღლასთან გასამკლავებლად

უკან

აფორი ფორტე — პრეპარატი გონებრივ და ფიზიკურ გადაღლასთან გასამკლავებლად

10 ივნ 2025

აფორი ფორტე წამალი პსპ-ში

 

აფორი ფორტე ესპანეთში წარმოებული მედიკამენტია, რომელიც კაფსულების სახით არის წარმოდგენილი. ეს კომპლექსური პრეპარატი ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის აღდგენისა და გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად არის შექმნილი.

აფორი ფორტეს 2 კაფსული შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ, მათ შორისაა:

  • აცეტილ L-კარნიტინი (500 მგ)
  • L-არგინინის ასპარტატი (100 მგ)
  • კოენზიმ Q10 (20 მგ)
  • ფოლის მჟავა (400 მკგ)
  • სელენი (60.78 მკგ)
  • თუთია (24.9 მგ)

აფორი ფორტე PSP-ში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. პრეპარატის ერთ შეკვრაში 30 კაფსულია.

 

გადაღლილი გოგონა, რომელსაც აფორი ფორტე სჭირდება

როდის და რისთვის იყენებენ აფორი ფორტეს? 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აფორი ფორტე ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური ასთენიის დაძლევას, აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, სისხლის მიმოქცევას და გონებრივ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ეს პრეპარატი დადებითად მოქმედებს გულის კუნთის ენერგომომარაგებაზე და ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციაზე.

შესაბამისად, ექიმები აფორი ფორტეს ხშირად ნიშნავენ ასთენიური სინდრომის დროს, რომელიც ვირუსული ინფექციისას ვლინდება. პრეპარატს მიმართავენ გონებრივი და ფიზიკური გადაღლის შემთხვევაშიც. ის ასევე ეფექტიანია ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერებისა და საერთო აქტივობის დაქვეითების დროს.

ვინაიდან აფორი ფორტე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ექიმი მას ხშირად უნიშნავს გულის იშემიური დაავადებისა და ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებს. პრეპარატი სისხლძარღვების შევიწროებასა და არტერიების დახშობას უშლის ხელს.

პრეპარატს მიმართავენ ჰეპატიტებისა (ღვიძლის ანთებითი დაავადებების) და ჰეპატოზების (იგივე ღვიძლის სტეატოზი ან ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) დროსაც, ასევე სხვადასხვა მიზეზით იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ამ მედიკამენტს ხშირად სპორტსმენებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს იყენებენ. ამასთან, აფორი ფორტე ქრონიკული ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ საბრძოლველადაც გამოიყენება.

აფორი ფორტე ექიმმა პაციენტს შეიძლება დაუნიშნოს კლიმაქტერიულ და პოსტოპერაციულ პერიოდში.

 

აფორი ფორტე მიღების წესი

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება? 

აფორი ფორტეს მიღება შესაძლებელია პირის ღრუს გავლით, სითხის დაყოლებით, საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

სპეციალისტის მიერ, როგორც წესი, ინიშნება აფორი ფორტეს 2 კაფსული დღეში ერთხელ მისაღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ ერთი თვეს შეადგენს.

როდის შევიკავოთ თავი აფორი ფორტეს გამოყენებისგან? 

სპეციალისტები აფორი ფორტეს მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ იმ პაციენტებს, რომლებსაც პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებთ.

გარდა ამისა, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. აფორი ფორტეს მიღებისგან თავის შეკავება მოგიწევთ ლაქტაციის დროსაც.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს მედიკამენტის მიღების შემდეგ? 

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შესაძლოა, აფორი ფორტეს გამოყენების შემდეგაც აღინიშნოს, თუმცა არა - ნებისმიერი პაციენტის შემთხვევაში. პრეპარატის მიღებას ზოგჯერ თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, თუმცა ეს იშვიათად ვლინდება.

ასევე იშვიათად, აფორი ფორტეს გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ალერგიული მოქმედება.



10 ივნ 2025