აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბლიკოლი — თვალის წვეთები დამცავი და აღმდგენი ეფექტით

უკან

ბლიკოლი — თვალის წვეთები დამცავი და აღმდგენი ეფექტით

7 ივლ 2025

ბრიკოლი თვალის წვეთი ინსტრუქცია

ბლიკოლი არის სტერილური, ფიზიოლოგიური pH-ის მქონე ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც განკუთვნილია თვალის ლორწოვანი გარსის დასაცავად, დასატენიანებლად და აღსადგენად. მისი შედგენილობა მოიცავს ისეთ აქტიურ და ბუნებრივ ნივთიერებებს, როგორიცაა ნატრიუმის ჰიალურონატი და გინგკო ბილობას, მოცვის, ცერეცოსა და აზიური ცენტელას დისტილირებული წყლები. კომპონენტების ეს უნიკალური კომბინაცია ხელს უწყობს თვალის ზედაპირის ლუბრიკაციას, ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებასა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვას.

პრეპარატი ხელმისაწვდომია პრაქტიკულ, 10 მლ-იან მულტი-დოზის ფორმაში, რომელიც აღჭურვილია თავისუფალი დახურვის სპეციალური სისტემით და არ შეიცავს კონსერვანტებს. ეს ხანგრძლივი და ხშირი გამოყენებისას მის უსაფრთხოებას განაპირობებს. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ბლიკოლის თვალის წვეთი კონტაქტურ ლინზებთან თავსებადია — მისი გამოყენება შესაძლებელია მათი მოხსნის გარეშეც, რაც განსაკუთრებულად მოსახერხებელია, როცა ლინზებს რამდენიმე საათის განმავლობაში ყოველდღიურად ატარებთ.

ბლიკოლის თვალის წვეთის ანოტაცია — როდის ინიშნება პრეპარატი 

ბლიკოლის წვეთები განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული თვალის გაღიზიანების, სიმშრალისა და დისკომფორტის შესამსუბუქებლად. მისი რეგენერაციული, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი მოქმედება ეფექტიანია იმ შემთხვევაში, როდესაც თვალის ლორწოვანი გარსი ზიანდება ან შრება.

პრეპარატი განსაკუთრებით სასარგებლოა გარემო ფაქტორების გავლენით გამოწვეული გაღიზიანების დროს. ასეთებია: ჰაერის კონდიცირება, მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, ქარი, კვამლი და ატმოსფერული დაბინძურება. ეს პირობები ხშირად თვალის სიმშრალეს, წვას ან ქავილს იწვევს, რაც ყოველდღიურ საქმიანობას ართულებს.

გარდა ამისა, ბლიკოლის წვეთები მიზანშეწონილია გადაჭარბებული ვიზუალური დატვირთვით გამოწვეული დაღლილობის დროს. ხანგრძლივი მუშაობა კომპიუტერთან, ტელეფონთან ან კითხვა ხელოვნურ განათებაში — ყველა ეს ფაქტორი უარყოფით გავლენას ახდენს თვალის ლორწოვან გარსზე და ხშირად სიმშრალისა და დაღლილობის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში ბლიკოლი თვალს ამშვიდებს, მის ზედაპირს ატენიანებს და დისკომფორტს ამცირებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბლიკოლი ოფთალმოლოგიური სტრესის დროსაც გამოიყენება: თვალის ზედაპირული ოპერაციები ან მკურნალობა, რის შემდეგაც ლორწოვანი გარსი გაძლიერებულ დაცვასა და დატენიანებას საჭიროებს. პრეპარატი ეფექტიანია კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ტარების ფონზე განვითარებული გაღიზიანების შესამსუბუქებლადაც.

როგორ მიიღწევა ბლიკოლის თერაპიული ეფექტი

ბლიკოლის ანოტაციაში მნიშვნელოვანია მისი მოქმედების მექანიზმიც. თვალის წვეთების ეფექტიანობა განპირობებულია მისი კომპონენტების ერთმანეთთან ჰარმონიული შერწყმით, რაც თვალის ზედაპირის დაცვას, დატენიანებასა და გაჯანსაღებას უზრუნველყოფს. ძირითადი მოქმედი ნივთიერება ნატრიუმის ჰიალურონატია, რომელსაც მუკომიმეტიკური და ვისკოელასტიკური თვისებები გამოარჩევს. ეს თვალის ლუბრიკაციასა და ხახუნისგან დაცვას უწყობს ხელს. 

ნივთიერება ასევე რქოვანას ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის და თვალს ბუნებრივი სითხის შენარჩუნებაში ეხმარება. ეს გამოშრობის სიმპტომებს მნიშვნელოვანწილად ამცირებს და საცრემლე აპკის სტაბილურობას აუმჯობესებს. შედეგად, ბლიკოლი თვალის ზედაპირს იცავს როგორც მექანიკური გაღიზიანებისგან, ისე გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

გინგკო ბილობა თვალის სისხლძარღვების ტონუსზე მოქმედებს და შორ მანძილზე მხედველობის სიმახვილეს აუმჯობესებს. მისი დახმარებით მცირდება თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლე და გადაღლის შეგრძნება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ხანგრძლივი ვიზუალური დატვირთვის შემდეგ.

მოცვის დისტილირებული წყალი ფორმულაში მისი ბუნებრივი აღმდგენი და დამამშვიდებელი თვისებების გამოა დამატებულია. ის თვალის ლორწოვან გარსს მზის სხივების, მტვრის, ბოლისა და სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს. ამასთან, ამშვიდებს გადაღლილ თვალებს და ამცირებს სიმშრალით გამოწვეულ დისკომფორტს.

ცერეცო (სხვების მსგავსად ისიც დისტილირებული წყლის სახით) ანთების შემამსუბუქებელი მოქმედებითაა ცნობილი. ის განსაკუთრებით ეფექტიანია თვალში წვის შეგრძნებისას და სხვა მსუბუქი გაღიზიანების ფონზე. 

დამატებითი კომპონენტები — ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი და ნატრიუმის ქლორიდი — ხსნარის ფიზიოლოგიურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეს ბუფერული სისტემები ხსნარის მჟავატუტოვან ბალანსს არეგულირებს და თვალის ლორწოვანი გარსისთვის მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოს ქმნის.

 

ბრიკოლი ფასი

ბლიკოლის ინსტრუქცია — როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი

ბლიკოლის წვეთების ფლაკონს მოსახერხებელი დისპენსერი აქვს, რომელიც მრავალჯერად მოხმარებაზეა გათვლილი. 

წვეთების გამოყენების წესი შემდეგია:

  • მოხსენით ბლიკოლის ბოთლზე არსებული დამცავი ლუქი და თავსახური;
  • თითოეული გამოყენებისას ჩაიწვეთეთ 1–2 წვეთი თითოეულ თვალში;
  • წვეთების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური.

პროდუქტის უნიკალური დისპენსერის სისტემის გამო ბოთლის დაცლასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო გახდეს ოდნავ უფრო ძლიერი დაჭერა ხსნარის გამოსასვლელად. პირველი გახსნიდან ბოთლის შიგთავსი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.

ბლიკოლის თვალის წვეთები განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, ამიტომ უსაფრთხოებისა და მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად მისი სწორად მოხმარებაა აუცილებელი. თითო ფლაკონიდან მხოლოდ ერთმა პაციენტმა უნდა ჩაიწვეთოს, რითაც ინფექციის გადადების რისკს აიცილებთ თავიდან.

რა უნდა გაითვალისწინოთ თვალის წვეთების გამოყენებამდე

წვეთების გამოყენებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კონტეინერი არ არის დაზიანებული და შეფუთვა სრულად და უსაფრთხოდ იხსნება. დაზიანებული ან არასრული შეფუთვის შემთხვევაში ბლიკოლის გამოყენება არ შეიძლება. ასევე, ჩაწვეთებისას არ არის რეკომენდებული კონტეინერის დისპენსერის შეხება თვალთან ან სხვა ზედაპირთან, რათა ხსნარი არ დაბინძურდეს.

თუ პაციენტს ბლიკოლის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია ან აუტანლობა აქვს, მისი გამოყენება დაუშვებელია. მიუხედავად პროდუქტის ნატურალური შედგენილობისა და კონსერვანტების არქონისა, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ინდივიდუალური მგრძნობელობა. ასეთი პრობლემისას ბლიკოლი აღარ უნდა ჩაიწვეთოთ და სასურველია, მიმართოთ ოფთალმოლოგს ან ოჯახის ექიმს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, არსებული კლინიკური და პრაქტიკული მონაცემების მიხედვით, ბლიკოლი კარგად გადაიტანება. მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერი ოფთალმოლოგიური საშუალების შემთხვევაში, ინდივიდუალური რეაქცია მაინც არ უნდა გამოირიცხოს.

7 ივლ 2025