აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბრეიზინი — ყველაფერი, რაც გონებრივი გადაღლის საწინააღმდეგო მცენარეულ პრეპარატზე უნდა იცოდეთ

უკან

ბრეიზინი — ყველაფერი, რაც გონებრივი გადაღლის საწინააღმდეგო მცენარეულ პრეპარატზე უნდა იცოდეთ

5 აგვ 2025

რა არის ბრეიზინი

 

ცხოვრების თანამედროვე წესის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, არ არის მოულოდნელი, რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გონებრივი გადაღლის, კონცენტრაციის გართულების, მეხსიერების დაქვეითებისა და შემცირებული პროდუქტიულობის სიმპტომებით იტანჯება. 

ეს არ ეხებათ მხოლოდ ხანშიშესულ ადამიანებს — ამ პრობლემების წინაშე ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დადგეს, რადგან ქრონიკული სტრესი, გადატვირთული გრაფიკი, ძილის ნაკლებობა და გონებრივი დაძაბულობა უცხო, ფაქტობრივად, არავისთვისაა.

ამასთანავე, მზარდია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც, შესაბამისად, იმატებს ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური დაქვეითების გამოვლენის რიცხვიც. ტვინს, როგორც ნებისმიერ ორგანოს კვება, აღდგენა და მხარდაჭერა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაბერებასა და სტრესთან გამკლავება ერთდროულად უწევს. 

სწორედ აღნიშნულ კონტექსტში, ბრეიზინი მნიშვნელოვანი პრეპარატია — მცენარეული საშუალება, რომელიც ტვინის ჯანმრთელობის მხარდასაჭერადაა შექმნილი. ბრეიზინი კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება ინსულტის შედეგებთან, ვასკულარულ დემენციასა და ტვინის ტრავმებთან საბრძოლველად.  

რა არის ბრეიზინი — ანოტაცია და მიღების წესი

ბრეიზინის ერთი კაფსული შეიცავს 50მგ გინგკო ბილობას ექსტრაქტს, 125 მგ ფოსფატიდილსერინის კომპლექსს, 50მგ L-კარნიტინს, 250მგ ჩვეულებრივ კრაზანას, 150მგ გლუტამინს, 50მგ დიმეთილამინოეთანოლს, 100მგ ბაკოპა მონიერს, 2მგ ვინპოცეტინსა და 10მკგ ჰუპერზინ-A-ს. 

გინგკო ბილობას  ფოთლების ექსტრაქტი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ზრდის დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს,  ხელს უწყობს ნერვული სიგნალების გადაცემის სიჩქარის ზრდას და ამით უზრუნველყოფს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების  გაუმჯობესებას.

ფოსფატიდილსერინი ასევე აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და გამოიყენება ყურადღების დეფიციტის დროს.

L-­კარნიტინი აუმჯობესებს ენერგიის გამომუშავებას, ამტანობას მძიმე ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ააქტიურებს სხვადასხვა გენეზის სტრესით გამოწვეული უარყოფითი რეაქციების შედეგების კორექტირებასა და აღდგენით პროცესებს. L-­კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობასა და მის ენერგომომარაგებას. როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას.

კრაზანა მედიცინაში ფართოდ გამოყენებადი მცენარეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. მისი მიღება რეკომენდებულია შფოთვის, დაძაბულობისა და სტრესის დროს. კრაზანა 15-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის — ქოლინს, ვალერიანის მჟავას, საპონინებს და ა.შ. 

გლუტამინი ამინომჟავაა, რომელიც ორგანიზმის ჰიპოქსიისადმი (ჟანგბადის ნაკლებობა) ამტანობას ზრდის. გლუტამინის მჟავა მონაწილეობს თავის ტვინის ნერვული ქსოვილის ცილის, ნახშირწყლებისა და ცხიმის ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცნს-ის ნორმალურ ფუნქციონირებაში. 

დიმეთილამინოეთანოლი თავის ტვინში რნმ-ის კონცენტრაციას ზრდის. ასევე, ხელს უწყობს ქოლინის კუმულაციას და აცეტილქოლინის კონცენტრაციის ზრდას. ეს ანტიოქსიდანტია, რომელიც ტვინის ფუქნქციას ასტიმულირებს.

ბაკოპა მონიერა, ისევე როგორც კრაზანა, კარგად ცნობილი სამკურნალო მცენარეა, რომელიც  მეხსიერების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ბაკოპა მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის ინტელექტუალურ და მენტალურ შესაძლებლობებს. 

ვინპოცეტინი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალებაა.

ბოლოს კი, ჰუპერზინი-A წარმოადგენს აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბიტორს. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას, რის გამოც აქტიურად გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების კვლევებში.

სწორედ აღნიშნული შემადგენლობის დამსახურებით, ბრეიზინი აქტიურად გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:

  • მეხსიერების დაქვეითებისას;
  • გონებრივი გადაღლის მოსახსნელად;
  • გამოცდების წინა პერიოდში, როცა აქტიურად გიწევთ დიდი ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება;
  • მენეჯერის სინდრომის არსებობისას — ეს ნეიროცირკულარული დისტონიაა, რომელიც უმთავრესად ვლინდება მამაკაცებში ფსიქიკური, იშვიათად ფიზიკური გადაძაბვის შედეგად;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათისას. ეს შეიძლება იყოს ინსულტით, ქალა-ტვინის ტრავმით ან ხანდაზმული ასაკით გამოწვეული ყურადღებისა და მეხსიერების, ასევე ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შფოთვა და ძილის დარღვევა.;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევისას.

რაც შეეხება პრეპარატის მიღების წესს, როგორც წესი, ინიშნება დღეში 1-2 კაფსული, რომელიც უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. მიუხედავად გვერდითი ეფექტების ნაკლებობისა, ნუ მიიღებთ ბრეიზინს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რათა თავიდან აირიდოთ ნებისმიერი გართულება.

 

ბრეიზინი პსპ აფთიაქში

გვერდითი ეფექტები და სიფრთხილის ზომები

მიუხედავად იმისა, რომ ბრეიზინი საკმაოდ უსაფრთხო პრეპარატია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სიფრთხილე ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას გმართებთ, რადგან გვერდითი ეფექტების განვითარება გამორიცხული არასდროს არის.

პირველ რიგში, ნუ მიიღებთ ბრეიზინს, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ — წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოთ ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ქავილით, შეშუპებით (სახის, ტუჩების, ყელის), უკიდურეს შემთხვევაში კი სუნთქვის გაძნელებით. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

ბრეიზინის მიღებისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევები, მოუსვენრობა, სისხლის წნევის დავარდნა და გულის აჩქარება. 

ბრეიზინის მიღების დაწყებამდე, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს, თუ გქონიათ წარსულში ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული პრობლემები (დაბალწნევიანობა), გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები და თუ გაქვთ გადატანილი ინსულტი ან ტვინის მძიმე ტრავმა.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ბრეიზინის მიღება არ შეიძლება. ასევე, არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ბავშვებში, რადგან არ არსებობს კვლევებით დადასტურებული შესაბამისი გამოცდილება. 

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

ბრეიზინი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ბრეიზინს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

გამოიყენეთ ბრეიზინი, გადადგით ნაბიჯი გაუმჯობესებული კონცენტრაციისკენ, მეხსიერებისკენ და დატოვეთ გონების გადაღლასთან დაკავშირებული ყველა დისკომფორტი წარსულში.

5 აგვ 2025