გათავისუფლდი დიარეისგან — ყველაფერი, რაც რეფურილის შესახებ უნდა იცოდეთ
5 აგვ 2025

მწვავე დიარეამ შეიძლება ძალიან მოულოდნელად შემოგიტიოთ — თუ ეს გამოგიცდიათ, გეცოდინებათ, რამხელა დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია მას. დიარეას შეუძლია აგირიოთ გეგმები, ყოველდღიური გრაფიკი და მეტიც, თუ ის ქრონიკულია, შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენს თავდაჯერებულობაზე.
ნაწლავის ბაქტერიული ინფექციების მიერ გამოწვეული დიარეა ხშირად განსაკუთრებით მძიმეა, რადგან დიდხანს გრძელდება, იწვევს ტკივილს, დეჰიდრატაციას (გაუწყლოება) და, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ნაკლებად საშიშად ჟღერს, მნიშვნელოვანი ზიანი შეუძლია მიაყენოს სუსტი იმუნიტეტის მქონე პიროვნებებსა და ბავშვებს. ასეთ შემთხვევებში, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტიანი მედიკამენტის მიღება, რომელიც არამხოლოდ დიარეის სიმპტომებისგან, არამედ მისი გამომწვევი მიზეზისგანაც გაგათავისუფლებთ.
ასეთი წამალია რეფურილი — ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება, რომელიც ბაქტერიულ პათოგენებს ებრძვის ისე, რომ არ არღვევს ორგანიზმის სისტემურ მიკრობიომს. შესაბამისად, ბაქტერიულ დიარეასთან და საკვებით მოწამვლასთან დაკავშირებული ნაწლავური ინფექციებისას ექიმები ხშირად სწორედ რეფურილს გვირჩევენ.
რეფურილის აქტიური ნივთიერება ნიფუროქსაზიდია, ხოლო დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით ლიმონის მჟავას მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, ნატრიუმის საქარინს, ნატრიუმის პროპილპარაბენს, ნატრიუმის მეთილპარაბენს, ნატრიუმის ბენზოატს, ბანანის თხევად არომატიზატორს, პოლისორბატ 80-ს, აეროსილ 200-სა და გასუფთავებულ წყალს.
ნიფუროქსაზიდი ნიტროფურანის წარმოებულია, რომელიც გასტროინტესტინალური ტრაქტიდან არ შეიწოვება და გააჩნია ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება მთელ ნაწლავურ ტრაქტში. ნიფუროქსაზიდის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus pyogenes და Staphylococcus pyogenes, ისევე როგორც გრამუარყოფითი ენტერობაქტერიები E. coli, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნიფუროქსაზიდის მიმართ ისევე, როგორც გრამუარყოფითი ენტერობაქტერიები — კოლი-ბაქტერია, სალმონელა და შიგელა, რომლებიც დიარეას იწვევენ.
რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი ანტიმიკრობული ეფექტები ვლინდება ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი არ აღწევს ორგანულ სისტემასა და ქსოვილებში. ის სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე. თუმცა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გამოყოფა მიმდინარეობს ნელა და ნიფუროქსაზიდი საკმაოდ დიდხანს რჩება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
აფთიაქებში რეფურილის სუსპენზიის გარდა, ხელმისაწვდომია ნიფუროქსაზიდი ტაბლეტების სახითაც, ენტეროფურილის საერთაშორისო დასახელებით.

მიუხედავად იმისა, რომ რეფურილი უსაფრთხო პრეპარატია, მისი მიღებისას სიფრთხილე მაინც გმართებთ, რათა თავიდან აირიდოთ ზედოზირება ან ნებისმიერი სხვა გართულება, რომელიც ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას შეიძლება ახლდეს თან. ამიტომ, უმჯობესია, რეფურილით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
მოზრდილებსა და ბავშვებში 10 წლის შემდეგ, პრეპარატის რეკომენდებული დოზაა სუსპენზიის 2-4 მზომი კოვზი დღეში.
რეფურილი საბავშვო მოხმარებისთვისაც უსაფრთხო პრეპარატია, ამიტომ ექიმები ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირად სწორედ მას ენდობიან. თუ ექიმის მიერ არ არის მოცემული სხვაგვარი დოზირება, რეფურილის სუსპენზია გამოიყენება ბავშვებში შემდეგი რეჟიმით, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში (მკურნალობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს):
მიუხედავად იმისა, რომ ნიფურილს სხვა პრეპარატებისგან სწორედ კარგი ატანადობა და უსაფრთხოება გამოარჩევს, მაინც უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული მითითებები, რათა ნებისმიერი რისკი გამორიცხოთ.
პირველ რიგში, ნუ მიიღებთ ნიფურილს, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ — ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოთ მწვავე ალერგიული რეაქცია.
გაითვალისწინეთ, რომ დიარეა შესაძლებელია გართულდეს ორგანიზმის გაუწყლოვნებით, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში — დეჰიდრატაციას თან ახლავს სისუსტე და დაღლა, ცნობიერების დარღვევა. შესაბამისად, ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის აღსადგენად შესაძლებელია დიდი რაოდენობით სითხის ან ელექტროლიტური ბალანსის აღმდგენი შესაბამისი სამედიცინო საშუალებების მიღება.
ნიფურილის მოხმარების შემდგომ გამოვლენილი ხშირი ან მძიმე გვერდითი ეფექტების შესახებ მონაცემები, ფაქტობრივად, არ არსებობს, თუმცა განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, შესაძლოა განვითარდეს ღებინება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისას, რადგან ამ მიმართულებით საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული — ეს გადაწყვეტილება რისკების შეფასების შემდეგ მხოლოდ პროფესიონალმა უნდა მიიღოს. ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ასევე, რეფურილის მოხმარებას უნდა მოერიდონ პაციენტები ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.
თუ დაგავიწყდათ რეფურილის დოზის მიღება, ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას, გააგრძელეთ პრეპარატის მოხმარება განსაზღვრული გრაფიკით, რათა არ გამოიწვიოთ ზედოზირება, რომელიც შეიძლება მძიმე რეაქციით გამოიხატოს — ასეთ შემთხვევაში კი აუცილებელია კუჭის ამორეცხვა.
გაითვალისწინეთ, რომ რეფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ეს პრეპარატის მოქმედებას აფერხებს და, ამასთანავე, ამწვავებს დიარეის მიერ გამოწვეულ დეჰიდრატაციას.

რეფურილი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ რეფურილს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ნუ მოეკიდებით დიარეას გულგრილად, რადგან მას თქვენთვის მნიშვნელოვანი ზიანისა და დისკომფორტის მოტანა შეუძლია — მიიღეთ რეფურილი დაიბრუნეთ კონტროლი ყოველდღიურობაზე.
5 აგვ 2025