გინოტრანი — როდის და როგორ გამოიყენება ეს ვაგინალური სუპოზიტორია
8 აგვ 2025

ვაგინალური ინფექციები — სოკოვანი, ბაქტერიული ან შესაძლოა შერეული ეტიოლოგიის ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ და არასასიამოვნო პრობლემად გვხვდება. ასეთი მდგომარეობების დროს ხშირია დისკომფორტი, ქავილი, წვა, უსიამოვნო სუნი ან გამონადენი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს.
ერთ-ერთი პრეპარატი, რომელსაც გინეკოლოგები ხშირად ნიშნავენ ასეთ დროს არის გინოტრანი (გინოტრანის სანთელი).
გინოტრსნი სოკოს საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ, ანტიპროტოზოულ საშუალებათა ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. პრეპარატის მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია და სააფთიაქო ქსელებში იგი ხელმისაწვდომია სანთლის ფორმით.
ანოტაციის მიხედვით, ერთი სუპოზიტორია შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით მეტრონიდაზოლს, რომელსაც ანტიბაქტერიული და ანტიტრიქომონადული მოქმედება გააჩნია, მიკონაზოლის ნიტრატს, რომელსაც გააჩნია ანტიფუნგალური მოქმედება და ასევე ვიტეფსოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებას.
როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატის შემთხვევაში, გინოტრანის გამოყენებამდეც აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. გინოტრანი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. ანოტაციაში კი, შემდეგი ჩვენებებია გაწერილი, თუ როდის გამოიყენება გინოტრანი:
გაითვალისწინეთ, რომ გინოტრანის გამოყენების წესი და დოზირება მოცემულია ანოტაციის მიხედვით, თუმცა მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის დანიშნულებას მიჰყვეთ.
ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ თუ ექიმის დანიშნულებით სხვა მეთოდი არ არის გაწერილი, მაშინ ერთი ვაგინალური სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოში, საღამოს საათებში. კურსი შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღე, ან შესაძლოა, ექიმმა დაგინიშნოთ ერთი ვაგინალური სუპოზიტორია 7 დღის განმავლობაში დილას და საღამოს.
გინოტრანის გამოყენების წინ კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. მოთავსდით ჰორიზონტალური მდგომარეობაში, ოდნავ წამოწიეთ ქვედა კიდურები და შეიყვანეთ სანთელი საშოში ღრმად. სასურველია, რომ მწოლიარე მდგომარეობაში დარჩეთ ნახევარი საათის განმავლობაში. სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ კვლავ დაიბანეთ ხელები.
მიღების მსგავსი რეკომენდაციაა, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე პაციენტებისთვის 65 წლის ზევით. გაითვალისწინეთ, რომ გინოტრანი არ ინიშნება ბავშვებისთვის. არ შეიძლება გინოტრანის გადაყლაპვა, ან სხვა გზით მიღება.

ორსულობის დროს განოტრანი ინიშნება მხოლოდ გამოუვალი აუცილებლობის შემთხევაში პირველი ტრიმესტრის დროს და მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ. რაც შეეხება გინოტრანის ლაქტაციის დროს გამოყენებას, მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება, რადგანაც მეტრონიდაზოლის რძეში გადასვლის შანსია. ლაქტაციის პროცესი შესაძლოა აღდგეს მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათში. ნებისმიერი კითხვითა და ჩივილით მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა გინოტრანის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ შეიძლება მისი გამოყენება. ორსულობის პირველი ტრიმესტრის, პორფირიის, ეპილეფსიის, ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევის დროს ასევე უკუნაჩვენებია გინოტრანის მიღება.
გაითვალისწინეთ, რომ გინოტრანით მკურნალობის დროს:
გაითვალისწინეთ, რომ გინოტრანის გამოყენებას შეიძლება, გვერდითი მოვლენების სახით, თან ახლდეს წვა, ქავილი, საშოს გაღიზიანება, გამონადენი, ვაგინიტი, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, იშვიათად-გამონაყარი კანზე. ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ საშოს ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. ნებისმიერი წუხილისა და ჩივილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ერთ კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი, თითო ბლისტერზე სულ 7 ცალი ვაგინალური სუპოზიტორია არის, ჯამში 14 ცალი. გამოყენებამდე კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ცხადია, პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
8 აგვ 2025