აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გლუკოგიმი — საკვები დანამატი, რომელიც სხეულის წონის კონტროლში დაგეხმარებათ

უკან

გლუკოგიმი — საკვები დანამატი, რომელიც სხეულის წონის კონტროლში დაგეხმარებათ

10 ივნ 2025

გლუკოგიმი საკვები დანამატი , რომელიც სხეულის წონის კონტროლში დაგეხმარებათ.

 

თანამედროვე ცხოვრებაში ჭარბი წონა, არარეგულარული კვება და სისხლში შაქრის დონის არასტაბილურობა მილიონობით ადამიანს აწუხებს. ამ პრობლემებთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს, არამედ სწორად შერჩეულ დანამატებსაც. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება გლუკოგიმი (Glucogim) — თანამედროვე და დაბალანსებული ფორმულა, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების სტიმულაციას, სისხლში შაქრის დონის რეგულაციას და წონის კონტროლს.

გლუკოგიმი შეიცავს სხვადასხვა მცენარეულ ექსტრაქტს და აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს მადასთან და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პროცესების სტაბილიზაციას.

ეს საკვები დანამატი შედგება რამდენიმე ბუნებრივი კომპონენტისგან, მათ შორის არის:

  • თეთრი თუთის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი;
  • ტყის ჯიმნემას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი;
  • დარიჩინის ქერქის მშრალი ექსტრაქტი;
  • თუთია;
  • ვიტამინი B6;
  • ქრომი.

ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები ცნობილია მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციის ხელშეწყობის უნარით. 

გლუკოგიმი კლასიფიცირდება, როგორც ჭარბი წონის საწინააღმდეგო პრეპარატი და პსპ-ს აფთიაქებში ხელმისაწვდომია ურეცეპტოდ. გლუკოგიმის შეფუთვაში მოთავსებულია 30 ტაბლეტი და მისი ფასი დაახლოებით 38.5 ლარს შეადგენს.

 

გლუკოგიმი დაგეხმარებათ წონის კონტროლში, როგორც სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატები. იპოვეთ Glucogim PSP-ში.

როგორია გლუკოგიმის მიღების წესები და დოზირება? 

საკვები დანამატის გამოყენება მარტივია: როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროდუქტი წარმოდგენილია 30-ტაბლეტიან შეფუთვაში, რაც სტანდარტულად ერთთვიან კურსს შეესაბამება. გლუკოგიმის ინსტრუქციის თანახმად, რეკომენდებული დოზა დღეში ერთ ტაბლეტს შეადგენს. რეკომენდებულია მისი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებამდე 15-30 წუთით ადრე დალევა წყლის მიყოლებით.

მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ საჭიროებებზე: ზოგ შემთხვევაში გლუკოგიმს იღებენ წონის რეგულაციის მიზნით, ხოლო სხვებისთვის პრიორიტეტულია სისხლში შაქრის დონის დაბალანსება. ორივე შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება ექიმის მეთვალყურეობით.

გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული პროდუქტის დღიური დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატები ვერ ასრულებს სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების ფუნქციას, ამიტომ მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი კვების ჩანაცვლების მიზნით. ასევე, არ გამოიყენოთ, თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია ან გამონაკლისი მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელ ნივთიერებაზე.

 

გლუკოგიმი წონის დასაბალანსებლად, ნახეთ Glucogim-ის ფასი და ინსტრუქცია სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების სექციაში.

როგორია ამ საკვები დანამატის უკუჩვენებები?

მიუხედავად იმისა, რომ გლუკოგიმი მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებით არის შექმნილი, მისი მიღება გარკვეულ შემთხვევებში მაინც არ არის რეკომენდებული. 

პირველ რიგში, თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომელთაც ალერგია აქვთ პრეპარატის რომელიმე შემადგენელ ინგრედიენტზე. გარდა ამისა, ის პირები, რომლებიც იღებენ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ — გლუკოგიმმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ ეფექტიანობაზე.

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ გლუკოგიმი საკვები დანამატია, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა, გარკვეულ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საკვები დანამატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, გლუკოგიმის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

საგულისხმოა, რომ გლუკოგიმის ანოტაციაში ვერ ვხვდებით ინფორმაციას მედიკამენტის გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით.

10 ივნ 2025

პროდუქცია