გრავიოლა — ეგზოტიკური სამკურნალო მცენარე და მისი გამოყენების ჩვენებები
8 აგვ 2025

მწვანე ქერქითა და რბილი, თეთრი შიგთავსით გამოირჩევა ტროპიკული ხის — გრავიოლას ნაყოფი. მცენარე, რომელიც სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც “სასწაულებრივი ხილი”, ძირითადად სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში მოიპოვება. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები აბორიგენები ამ ნაყოფს ართრიტის, გასტრიტის, თირკმლის, გულისა თუ სხვა ორგანოების დაავადებების დროს მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყენებდნენ.
გრავიოლა საქართველოში კაფსულების ფორმით, როგორც საკვები დანამატი არის ხელმისაწვდომი. პრეპარატის მწარმოებელი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია და იგი სერტიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA-ს მიერ.
გრავიოლა მიეკუთვნება ონკოლოგიური სხვა ჯგუფის პრეპარატების, საკვები ნარევებისა და საკვების მაკორეგირებელი დანამატების, ასევე გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა პრეპარატების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს. გრავიოლას სამკურნალო ეფექტს მისი შედგენილობაც განაპირობებს.
ანოტაციის მიხედვით ეს მცენარე უხვად შეიცავს სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს. მაგალითად გრავიოლას შედგენილობაში შედის: პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ფიტონუტრიენტები, აცეტოგენინი, B, A, D , C ჯგუფის ვიტამინები, მიკროელემენტები: სელენი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, თუთია და სხვა.
ერთი კაფსული შეიცავს გრავიოლა (Annona Muricata) - 650 მგ.ს. ერთ კოლოფში სულ 120 კაფსულია. მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატის დროს, გრავიოლას მიღებამდეც გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. საჭიროებას, ასევე ხანგრძლივობასა და მიღების წესს, სწორედ თქვენს ჯანმრთელობაზე მორგებულად მკურნალი ექიმი გამოგიწერთ. ანოტაციის მიხედვით კი, გრავიოლას მიღება და დოზირება შესაძლოა იყოს 2, ან 4 კაფსული დღეში.
შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, კანის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ღვიძლის დაავადებები,, ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა, ფიზიკური და გონებრივი სტრესი, დაბალი იმუნიტეტი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ონკოლოგია — ანოტაციაში ჩამოთვლილი ჩვენებებია, რა დროსაც შესაძლოა გრავიოლა დაინიშნოს. ნებისმიერი კითხვით მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ანოტაციის მიხედვით გრავიოლას პრეპარატს აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი იმუნომასტიმულირებელი ბუნებრივი საშუალება არის. გრავიოლა სხვა მრავლისმომცველ თვისებებთან ერთად ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც. იგი ცნობილია ასევე, როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, რადგანაც ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აგზნებადობას.
თუმცა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ რატომ არის ეს ნაყოფი ასეთი გახმაურებული და რატომ ტარდება მრავალი კვლევა, არის მოსაზრება, რომ გრავიოლა ეხმარება ორგანიზმს, როგორც სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში, ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ამავდროულად იგი იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან. გრავიოლას კიბოს უჯრედებზე ურთიერთმოქმედების დასადგენად მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან უწყვეტად ატარებენ კვლევებს მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში.
გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება კიბოს ტრადიციული თერაპიის ჩანაცვლება გუანაბანას პრეპარატით. დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა. ანოტაციის მიხედვით, გრავიოლა ძირითად თერაპიასთან ერთად გამოიყენება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან გრავიოლას მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.
სასარგებლო თვისებების მიუხედავად, როგორც ყველა მცენარეს გრავიოლსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებანი. დაუშვებელია პრეპარატის მიღება თუკი გაქვთ ალერგიული რეაქცია, ან აუტანლობა. არ შეიძლება გრავიოლას მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისთვის. ასევე, არ შეიძლება პრეპარატის მიღება კოფერმენტ Q10–თან ერთად.
გაითვალისწინეთ, რომ გრავიოლას მიღება უკუნაჩვენებია ასევე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პარკინსონის დაავადების, ან სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადების დროს. თუკი იღებთ მაო-ინჰიბიტორებს, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, არც ამ შემთხვევაში შეიძლება გრავიოლას მიღება. ყურადღებით იყავით, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე, ანტიდეპრესანტებისა და გრავიოლას ერთდროულად მიღებამდეც საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.
გრავიოლა შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის თვითნებურად, ხანგრძლივად მიღება.
გრავიოლას კაფსულები შესაძლოა დაგეხმაროთ იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, თუმცა იგი არ ცვლის ექიმის დანიშნულებას და ის არ უნდა გამოიყენოთ, როგორც მკურნალობის მთავარი საშუალება.
8 აგვ 2025