აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გულის ელექსირი – ბუნებრივი საშუალება გულისა და ნერვული სისტემის დასაბალანსებლად

უკან

გულის ელექსირი – ბუნებრივი საშუალება გულისა და ნერვული სისტემის დასაბალანსებლად

5 აგვ 2025

გულის ელექსირი 50მლ

 

გულის დაავადებები დღესდღეობით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოს მოსახლეობისთვის. მათთან ასოცირებული პრობლემები ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ, კომბინირებულ თერაპიას, რაც გულისა და ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. ამ პროცესში ისეთი ჰომეოპათიური პრეპარატი, როგორიც არის, მაგალითად, გულის ელექსირი, განიხილება კლასიკური მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხო და ბუნებრივ ალტერნატივად.

გულის ელექსირი წარმოადგენს კომპლექსურ ჰომეოპათიურ საშუალებას, რომელიც შედგება მცენარეული წარმოშობის კომპონენტებისგან — არნიკა, კაქტუსი, შროშანა, კუნელი და სპიგელია. ამ პრეპარატის სამკურნალო თვისებები საკმაოდ მრავალმხრივია — ის კარდიოპროტექტორული და ანტიარითმიული მოქმედებით გამოირჩევა. მედიკამენტის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც გულის ქრონიკული და ფუნქციური დარღვევების დროს, ისე პროფილაქტიკური მიზნებისთვის, მათ შორის მოზარდებისთვის გარდატეხის პერიოდში.

გულის ელექსირი ხელმისაწვდომია პსპ-ს აფთიაქებში და მისი ფასი დაახლოებით 16 ლარს შეადგენს.

როგორია გულის ელექსირის მიღების წესები და დოზირება? 

გულის ელექსირის ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტი მიიღება პერორალურად — წვეთები ერთ ჩაის კოვზ წყალში უნდა გაიხსნას. სითხის წყალში განზავებამდე ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ და პრეპარატი კვებამდე 20-30 წუთით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის ინტერვალში უნდა მიიღოთ. 

დოზირების რეჟიმი განსხვავდება მდგომარეობის სერიოზულობის მიხედვით:

  • ქრონიკული დაავადებებისას: რეკომენდებულია 5-7 წვეთი დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
  • მწვავე შემთხვევებში: 5 წვეთი უნდა მიიღოთ ყოველ 15-20 წუთში ერთხელ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი მიღებების სიხშირე მცირდება — 2-3 საათში ერთხელ.
  • პროფილაქტიკისთვის: საკმარისია დღეში ორჯერ 5 წვეთის მიღება. 

გულის ელექსირი გამოყენება

რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს?

გულის ელექსირის ანოტაციის თანახმად, პრეპარატის მოხმარებისას უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი. ისეთი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში კი, რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. 

გარდა ამისა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მითითებით.

მედიკამენტის მოხმარების პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ამ მედიკამენტს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას რაიმე შეზღუდვა არ აქვს დადასტურებული.

დოზის გადაჭარბება: ამ დროისთვის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

გავლენა ტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე: მედიკამენტი არ იწვევს გავლენას ავტომობილის მართვის უნარსა და იმ ადამიანების მუშაობაზე, რომლებიც ურთიერთობენ მექანიკურ ან პოტენციურად სახიფათო ტექნიკასთან.

შენიშვნა:მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს, შესაძლოა მან შენახვისას განიცადოს მცირე ცვლილება — სუნისა და გემოს დასუსტება ან სიმღვრივის მომატება, რაც არ ზემოქმედებს მედიკამენტის მოქმედების ხარისხსა და ეფექტიანობაზე.

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ გულის ელექსირის გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, უმჯობესია ის მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, სასარგებლო იქნება, თუ, გულის ელექსირის მიღებამდე, ექიმს გააცნობთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სიას, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.



5 აგვ 2025