დიცინონის ანოტაცია მარტივად: როდის გამოიყენება, როგორ მივიღოთ და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს
10 ივნ 2025

დიცინონი პრეპარატია, რომელიც ორგანიზმს სისხლდენის პრევენციაში ან შეჩერებაში ეხმარება. მის მოქმედ ნივთიერებას ეტამზილატი ჰქვია. იგი ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სისხლდენა მეტად მოსალოდნელია და სხეულს ამისათვის შემზადება (ან მასთან შებრძოლება) სჭირდება.
პრეპარატი არაერთი ფორმით არის ხელმისაწვდომი. ქართულ ბაზარზე შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც დიცინონის ამპულა, ასევე ტაბლეტებიც. წამალს ექიმი ნიშნავს, თუმცა მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ინფორმაცია თავადაც გვქონდეს. სწორედ ამიტომ, პრეპარატის ანოტაცია მიმოვიხილოთ, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ამ პრეპარატის ჩვენებები, გამოყენების წესები და შესაძლო გვერდითი მოვლენები.
თავად პრეპარატის შეძენას PSP-ს ფიზიკურ ფილიალებში ან ონლაინ აფთიაქიდან შეძლებთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პრეპარატი — დიცინონის ტაბლეტი იქნება ეს თუ ამპულა — სისხლდენის შეჩერების ან პრევენციის მიზნით გამოიყენება. სისხლდენა შეიძლება არაერთმა მდგომარეობამ ან სიტუაციამ გამოიწვიოს, ამიტომ ამ წამლის მიღების ჩვენებებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ძირითადად იგი შემდეგი მიზნებით გამოიყენება:
დიცინონს უკუჩვენებები არ აქვს. სხვა სიტყვებით, არაა გამოვლენილი ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში სიფრთხილე და ექიმის მეთვალყურეობაა საჭირო. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ეს წამალი მხოლოდ მაშინ უნდა მივიღოთ, როცა მისი საჭიროება მკაფიოა და ექიმი გვირჩევს. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მაშინაც, როცა პაციენტს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული რაიმე დაავადება აქვს — დიცინონმა ზოგჯერ შეიძლება სისხლის შედედება გააძლიეროს.

ამ წამლის მიღების ფორმა, წესები და დოზირება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობის საკმურნალოდ იღებს პაციენტი მას. მაგალითად, ინიექციას (სწორი ნათქვამია არა დიცინონის ინექცია, არამედ ინიექცია) უფრო მეტად საჩქარო სიტუაციებში მიმართავენ, რადგან ტაბლეტებზე სწრაფად მოქმედებს.
როცა ეს წამალი პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება, დიცინონი ნემსით შეჰყავთ ვენაში ან კუნთებში ოპერაციამდე 1 საათით ადრე 1-2 ამპულის ოდენობით; ამის ალტერნატივაა 2-3 ტაბლეტის მიღება ოპერაციამდე 3 საათის წინ. თუკი აუცილებელი გახდება, ექიმებს ზოგჯერ დიცინონი ოპერაციის დროსაც შეჰყავთ ვენაში 1-2 ამპულის ოდენობით.
თუკი სისხლდენის საშიშროება არსებობს, ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტს ვენაში 2-4 ამპულა პრეპარატს უკეთებენ ან 2-8 ტაბლეტს თანაბრად აძლევენ 24 საათის განმავლობაში.
სასწრაფო შემთხვევაში ექიმები პაციენტს 1-2 ამპულას უკეთებენ ვენაში ან კუნთებში, ამის შემდეგ კი ყოველ 4-6 საათში ერთხელ თითო ამპულას (ან 2-2 ტაბლეტს) აძლევენ.
მაშინ, როცა საქმე დიაბეტურ მიკროანგიოპათიებთან გვაქვს (მდგომარეობები, როცა დიაბეტის შედეგად სისხლძარღვების კედლები ზიანდება, მათ შორის თვალებშიც) დიცინონი კურსების სახით ინიშნება. თითო კურსის დროს 2-3 თვის განმავლობაში იღებენ: 1-2 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ ან კუნთებში თითო ამპულა შეჰყავთ დღეში 2-ჯერ.

ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქია. ისინი მალევე ქრება, როცა სხეული მედიკამენტთან ადაპტირდება. ამ გამოვლინებებს შორისაა: გულისრევა, მუცლის დისკომფორტი, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე და სისხლის წნევის მცირედი ვარდნა.
სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, როდის დაგვჭირდება სამედიცინო დახმარება. ასეთი შემთხვევებია: დასივება, ქავილი, ძლიერი თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება. არსებობს მინიმალური რისკი იმისა, რომ სისხლის შედედება გაძლიერდება — განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე აქვთ.
დიცინონს სხეული საკმაოდ მარტივად იტანს — ეს პრეპარატი არატოქსიკურია. იგი სხვა მედიკამენტებთან არ ურთიერთქმედებს, ანუ შეგვიძლია, იგი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოვიყენოთ ან საინფუზიო ხსნარებს დავამატოთ. ამის მიუხედავად, არ შეიძლება, რომ იგი შპრიცში შევურიოთ სხვა პრეპარატებს.
როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, უმჯობესია, რომ დიცინონი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გამოიყენოთ. თუკი რაიმე უჩვეულო ან სახიფათო სიმპტომს შენიშნავთ, მნიშვნელოვანია, სამედიცინო დახმარებას დროულად მიმართოთ.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, სინათლისგან დაცულ ადგილას. იგი ბავშვებისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს.
თუკი წამალს ინსტრუქციის შესაბამისად მიიღებთ და უსაფრთხოების ამ ზომებსაც გაითვალისწინებთ, პრეპარატის მიღე
10 ივნ 2025