აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვალუდორმი — პრეპარატი სიმშვიდისთვის და ძილის პრობლემის აღმოსაფხვრელად

უკან

ვალუდორმი — პრეპარატი სიმშვიდისთვის და ძილის პრობლემის აღმოსაფხვრელად

6 ივლ 2025

ვალუდორმი ფორტეს წვეთები უძილობისა და სტრესის წინააღმდეგ

ვალუდორმი იტალიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც კაფსულებისა და წვეთების ფორმით არის წარმოდგენილი. თითოეულ კაფსულში შედის შემდეგი მოქმედი ნივთიერებები: 3 მგ მელატონინი, 80 მგ ბარამბოს (მელისას) მშრალი ექსტრაქტი (1%), 80 მგ კატაბალახას ექსტრაქტი, 60 მგ მაგნიუმი, 40 მგ პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (0.5%), 40 მგ ცაცხვის ექსტრაქტი, 20 მგ კრაზანას მშრალი ექსტრაქტი, 20 მგ აბზინდას ექსტრაქტი და 10 მგ ვიტამინი B6.

რაც შეეხება ვალუდორმის წვეთებს, 20 წვეთი შეიცავს: 1 მგ მელატონინს, 25 მგ პასიფლორას ექსტრაქტს, ასევე ცაცხვის ყვავილის, გვირილისა და ეშოლციის ექსტრაქტებს, თითოეულს 25 მგ-ს. გარდა ამისა, მასში შედის 22.5 მგ მაგნიუმი.

პსპ-ში მყარი ფორმით წარმოდგენილი პრეპარატი ხელმისაწვდომია ვალუდორმი ფორტეს სახელწოდებით. აფთიაქების ქსელში შეხვდებით ვალუდორმის 30-კაფსულიან შეფუთვას და ვალუდორმის წვეთებს 30-მილიანი დოზირებით ერთ ფლაკონში.          

რისთვის გამოიყენება პრეპარატი? 

ვალუდორმის კაფსულებისა და წვეთების გამოყენება რეკომენდებულია გაღიზიანებადობისა და ნერვული აგზნებადობის მომატებისას, ასევე შფოთვისა და მოუსვენრობის დროს.

გარდა ამისა, პრეპარატი ეფექტიანია ძილის პრობლემების, ნევრასთენიის მსუბუქი გამოვლინებების, სტრესის შემდგომი ემოციური ფონის დასარეგულირებლად, შიშის ან დათრგუნულობის შესამსუბუქებლად.

ვალუდორმს ზოგჯერ უნიშნავენ პაციენტებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მოშლის დროსაც.

აღსანიშნავია, რომ ვალუდორმი ფორტეს კაფსულის მიცემა არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პრეპარატის გამოყენებისგან თავის შეკავებაა საჭირო ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ამასთან, მედიკამენტით მკურნალობას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებთ.

 

მშვიდად მძინარე ადამიანი ვალუდორმის მიღების შემდეგ

როგორ მოქმედებს ვალუდორმში შემავალი ნივთიერებები? 

რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს, მასში შემავალი კომპონენტები შემდეგნაირად მოქმედებს:

მელატონინი — ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც ძილის ციკლის რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ხელს უწყობს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ფაზებს და ეფექტიანია უძილობისას. გარდა დამამშვიდებელი მოქმედებისა, მელატონინი აძლიერებს იმუნურ პასუხს და ერთ-ერთ ძლიერ ბუნებრივ ანტიოქსიდანტად არის მიჩნეული.

პასიფლორა — მცენარეული წარმოშობის კომპონენტია, რომელიც მოქმედებს დამამშვიდებლად, უზრუნველყოფს მსუბუქ საძილე ეფექტს და ამცირებს შფოთვას. ასევე გვეხმარება ორგანოთა სპაზმების შემცირებაში, რაც შესაძლოა ნეიროგენული წარმოშობის იყოს.

ცაცხვის ყვავილი — ის ნერვული სისტემის დამამშვიდებელ თვისებებს აერთიანებს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ისე ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მაგნიუმი — აუცილებელი მიკროელემენტია, რომელიც ნეირონთა მიერ იმპულსების გადაცემაში მონაწილეობს. მაგნიუმის დეფიციტი ხშირად სტრესისადმი მომატებულ მგრძნობელობასა და ნერვულ აგზნებადობას იწვევს.

მელისა (ბარამბო) — მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელსაც ასევე გააჩნია მსუბუქი სპაზმოლიზური ეფექტი. ამცირებს გულისცემის სიხშირეს და ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.

კატაბალახა — ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, ამშვიდებს და ამცირებს სპაზმებს. მისი კომბინაცია სხვა საძილე საშუალებებთან აძლიერებს საერთო სედაციურ მოქმედებას.

აბზინდა — დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ ფუნქციებს, მათ შორის ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას, რითაც საკვების გადამუშავების პროცესს აუმჯობესებს.

კრაზანა — გამოიყენება ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევების დროს, განსაკუთრებით დისკინეზიისა და კენჭოვანი დაავადების საწყის ეტაპზე. ასევე ეფექტიანია მეტეორიზმისა და გასტრიტის შემთხვევაში.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) — აუცილებელია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. იგი აქტიურად მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნასა და ჰემოგლობინის სინთეზში.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ კაფსულები და წვეთები? 

ვალუდორმი ფორტეს კაფსული პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. მისი გადაყლაპვის გასაადვილებლად, წამლისთვის მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებაა შესაძლებელი. სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია პრეპარატის 1 ან 2 კაფსული. ვალუდორმი ფორტე ძილის წინ, დაახლოებით 30 წუთით ადრე უნდა მიიღოთ.

ბავშვების სამკურნალოდ ამავე მედიკამენტის წვეთების ფორმა გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ვალუდორმის შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის პაციენტებისთვის, დოზები განსხვავებულია. მათ შორის, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 10-15 წვეთის მიღება ძილის წინ, დაახლოებით 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ.

რაც შეეხება 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია 15-20 წვეთის მიღება ძილის წინ, 30 წუთით ადრე, დღეში 1-2-ჯერ. წვეთებისთვის მცირე რაოდენობით წყლის დამატებაა შესაძლებელი, ასევე რძეში ჩაწვეთება ან შაქრის ნატეხზე დაწვეთება.



6 ივლ 2025