ვარიკოზი — რა უნდა ვიცოდეთ ვენების ამ გავრცელებული პრობლემის შესახებ
11 ივნ 2025

ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად იგნორირებადი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურებზე ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ვენების გაფართოება სხეულის თითქმის ყველა ზონაში შეიძლება დაფიქსირდეს, მათ შორის სხეულის ზედა ნაწილშიც, ყველაზე ხშირად ეს პათოლოგია სწორედ ფეხებზე გვხვდება. ამის მიზეზია ადამიანის ფეხზე დგომა და სიარული, რაც სისხლძარღვებში წნევას ზრდის და კიდურების ვენურ სისტემას განსაკუთრებით აზიანებს.
ვარიკოზის დროს სისხლი გულისაკენ სუსტად მიედინება, ასევე ვენების სარქველური მექანიზმი ირღვევა, რაც სისხლის დაგროვებას, ვენების დაჭიმვასა და გამობერვას იწვევს. შედეგად კანის ზედაპირზე ვიზუალურად შესამჩნევი, დაკლაკნილი, მეწამული ან მოლურჯო შეფერილობის ვენები ჩნდება, რასაც ვარიკოზული ვენები ეწოდება.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება ადამიანის ყოველდღიურ აქტივობას ხშირად აფერხებს. თავდაპირველად ის, შესაძლოა, ის მხოლოდ ვიზუალურ დისკომფორტს იწვევდეს, თუმცა დროთა განმავლობაში ისეთი სიმპტომები ვითარდება, როგორიცაა ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, დაღლილობა, ტკივილი, ქავილი და სხვ.
ვარიკოზის განვითარებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გენეტიკური მიდრეკილება სახელდება. თუ ოჯახში ერთ-ერთ მშობელს ან ახლო ნათესავს ვარიკოზული ვენები აღენიშნება, ესე იგი ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკი შვილსაც აქვს.
დამატებითი რისკ-ფაქტორებია:

ვენების ვარიკოზული დაავადება ხშირად შეუმჩნევლად იწყება და პირველ ეტაპზე მწვავე დისკომფორტს იშვიათად იწვევს. ამის მიუხედავად, დროთა განმავლობაში მრავალი უსიამოვნო და ზოგჯერ მტკივნეული სიმპტომი ვლინდება.
ასეთია, მაგალითად:
ცხელ ამინდში, როგორც წესი, ეს სიმპტომები უფრო მძაფრდება. ტემპერატურის მატება ვენების გაფართოებასა და სისხლის დინების შეფერხებას იწვევს, რაც ჩივილებს ამძაფრებს. მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია ფეხების სიმაღლეზე აწევით, მოსვენებითა და თერმორეგულაციის დაცვით.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენები ამ პრობლემის ყველაზე ხშირი ფორმაა. დაავადების განვითარების დროს კანქვეშა ზედაპირული ვენების შესამჩნევი გაფართოება შეინიშნება. იმის გამო, რომ ვენების სარქვლები აღარ ასრულებს თავის ფუნქციას, სისხლი უკან ბრუნდება და ვენებში გროვდება.
ფეხებში ვენების ვარიკოზი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

მამაკაცებში კიდურების ვარიკოზის გარდა, სათესლე ჯირკვლების ვარიკოზი გვხვდება, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიით “ვარიკოცელეს” სახელით არის ცნობილი. ეს ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა, რომელიც, ძირითადად, სათესლე პარკის არეში ფიქსირდება.
ჩვეულებრივ, ვენური სისხლი სათესლეებიდან გულისკენ სარქვლოვანი სისტემის მეშვეობით მოძრაობს. ამ სარქვლების დაზიანების ან სისუსტის შემთხვევაში სისხლის უკუმიმოქცევა მიმდინარეობს, რაც ვენებზე დატვირთვას ზრდის და მათ პათოლოგიურ გაგანიერებას იწვევს. სწორედ ეს მდგომარეობა იწვევს ვარიკოზს სათესლე ჯირკვალზე — პრობლემას, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ახალგაზრდებში, ხშირად სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ვარიკოზი სასქესო ორგანოზე განსაკუთრებით მარცხენა სათესლეზე ვლინდება, თუმცა შესაძლებელია ორმხრივიც იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ვარიკოზი მამაკაცებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მისი ამოცნობა რიგ შემთხვევებში მაინც შესაძლებელია. პაციენტები უჩივიან სიმძიმის შეგრძნებას, ყრუ ტკივილს ან დაქაჩვას სათესლე პარკში, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სიცხეში, ფიზიკური დატვირთვის ან ხანგრძლივი დგომისას. გარეგნულად შესაძლებელია შეინიშნოს გაგანიერებული ვენები, რომლებიც ხელითაც ისინჯება. მდგომარეობა უმჯობესდება წოლით. დიაგნოსტიკისთვის ეფექტიანი მეთოდი სათესლეების ულტრაბგერითი კვლევაა.
სათესლე ჯირკვლის ვარიკოზი მკურნალობას ყოველთვის არ საჭიროებს. თუ ტკივილი იჩენს თავს ან კლინიკური დათვალიერებით გაგანიერებული ვენები იკვეთება, უროლოგი, როგორც წესი, ანთების საწინააღმდეგო თერაპიას ან სიმპტომური მკურნალობის სხვა ფორმას ნიშნავს. მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა — ვარიკოცელექტომია, რომლის დროსაც დაზიანებული ვენები იკვეთება ან იბლოკება.
ვარიკოცელესა და უშვილობას შორის კავშირი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ამის მიუხედავად, სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფიერების ხარისხზე ზეგავლენა მოახდინოს, რის გამოც სათესლე ჯირკვლის ვარიკოზი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
განსაკუთრებით ხშირად ვარიკოზი ქალებში გვხვდება, რაც ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. სქესობრივი მომწიფება, ორსულობა, მენოპაუზა, ასევე ჰორმონალური პრეპარატების მიღება (მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) — ეს ყველაფერი ვენების ტონუსსა და ფუნქციონირებაზე უარყოფითად მოქმედებს.
ორსულობის დროს ვარიკოზის განვითარება ხშირია პირველივე ტრიმესტრში. ამ დროს ჰორმონების დონის მატება და სისხლის მოცულობის ზრდა ვენების გაფართოებას განაპირობებს. ბევრი ქალისთვის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ უმჯობესდება, თუმცა მომდევნო ფეხმძიმობისას პრობლემები უფრო ღრმავდება.
ჰორმონალური ცვლილებების მხრივ პროგესტერონის როლია აღსანიშნავი. ის ორივე სქესის ორგანიზმში წარმოიქმნება, მაგრამ ქალებში უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ეს მათ რისკის ქვეშ უფრო მეტად აყენებს. პროგესტერონი ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების მოდუნებას, რაც მათ ტონუსს მნიშვნელოვნად ამცირებს. შედეგად ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვითარდება, რაც უპირატესად ქვემო კიდურებს, მენჯის არესა და საშვილოსნოს ეხება. სწორედ ამიტომ, ქალებში ვარიკოზი გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
ორსულობისას პროგესტერონის გამომუშავება აქტიურდება, ქსოვილებში უფრო მეტი სითხე გროვდება და სისხლის საერთო მოცულობაც იზრდება. ამას ვენების კედლებზე დამატებითი დატვირთვა მიაქვს. ნაყოფის ზრდასთან ერთად, საშვილოსნო მცირე მენჯის ვენებზე უფრო მეტ ზეწოლას ახდენს, რაც სისხლის ნორმალურ გადინებას არღვევს და მის შეგუბებას იწვევს. შედეგად ვითარდება საშვილოსნოს ვარიკოზი, რომლის დროსაც მენჯისა და საშვილოსნოს ვენების კედლები მოდუნებულია და თავის ფუნქციას ნორმალურად ვერ ასრულებს.
როცა ვარიკოზი საშვილოსნოზეა, ქალი შეიძლება უჩიოდეს მენჯის არეში სიმძიმეს, დისკომფორტს, ტკივილს ან დაბუჟებას, განსაკუთრებით კი დღის მეორე ნახევარში ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
კიდევ ერთი მდგომარეობაა ვაგინალური ვარიკოზია რომელიც ვულვის გარშემო ამობურცული, მოლურჯო ან მეწამული ვენების სახით ვლინდება. ეს ხშირად იწვევს ტკივილს, წვასა და დისკომფორტს, თუმცა ზოგჯერ სიმპტომები მსუბუქია და მკურნალობა არ არის საჭირო. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისას ექიმს მიმართოთ.

საყლაპავის ვენების ვარიკოზი მაშინ ვითარდება, როცა საყლაპავის ქვედა ნაწილში ვენები განიერდება. ეს უმეტესად ღვიძლის სერიოზული პათოლოგიების ფონზე ხდება. ღვიძლთან საყლაპავი მილის ვარიკოზის კავშირი იმითაა განპირობებული, რომ სხეულის ეს ნაწილი ყელსა და კუჭს აერთებს.
ასეთი ვარიკოზისას ღვიძლისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი ნაწიბუროვანი ქსოვილის ან თრომბის მიერაა ბლოკირებული. შედეგად, სისხლი მცირე ზომის ვენების სახით ალტერნატიულ გზებს პოულობს, მაგრამ მათი სუსტი კედლები მაღალ წნევას ვერ უმკლავდება და იბერება. ამ დროს დაზიანებული ვენებიდან, შესაძლოა, ძლიერი სისხლდენა დაიწყოს.
საყლაპავის ვარიკოზის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ციროზია — ღვიძლის დაავადება, რომელიც ხშირად ვითარდება ქრონიკული ჰეპატიტის, ალკოჰოლური დაზიანების, ცხიმოვანი დეგენერაციის ან პირველადი ბილიარული ციროზის ფონზე. სხვა რისკ-ფაქტორებს შორისაა პორტულ ვენაში ან ელენთის ვენაში განვითარებული თრომბოზი, პარაზიტული ინფექცია შისტოსომიაზით და ბუდ-ქიარის სინდრომი — იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ღვიძლიდან სისხლის გამტარი ვენების ბლოკირებას იწვევს.
საყლაპავის ვენების ვარიკოზი უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვიდრე სისხლდენა განვითარდება. სისხლდენის პირველი ნიშნებია: სისხლის ღებინება, შავი ან სისხლიანი განავალი და მძიმე შემთხვევებში შოკის განვითარება. თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება ან საყლაპავის ვარიკოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია.
ვარიკოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ანგიოლოგს უნდა მიმართოთ, რომელიც სისხლძარღვების პათოლოგიების სპეციალისტია. სასქესო ვენური გაგანიერების დიაგნოსტირება უროლოგსა და გინეკოლოგსაც შეუძლია, ხოლო ღვიძლის პრობლემებისას საყლაპავის ვარიკოზის რისკს ექიმი ჰეპატოლოგი განსაზღვრავს.
რაც შეეხება ვარიკოზის მკურნალობას, კიდურების ვარიკოზის შემთხვევაში სახლის პირობებში მდგომარეობის შესამსუბუქებლად ხშირად სპეციალური წინდის გამოყენებაა შესაძლებელი. ხელმისაწვდომია ანტივარიკოზული კოლგოტიც, რომელიც საშუალო სიმძიმის პაციენტებში გამოიყენება. არსებობს საორსულე კოლგოტიც, რომელიც ვენებში სისხლის დინებას აუმჯობესებს.
პრეპარატული მკურნალობისას შეიძლება დაინიშნოს სერაზა, რომელიც ანთებით და შეშუპებით პროცესებს ეწინააღმდეგება. ვარიკოზული ვენების წამალია ვარიქსინალიც, რომელიც ფეხებში სიმძიმესა და ტკივილს ხსნის. სიმპტომური მკურნალობისთვის ხელმისავწვდომია ვარიკოზის მალამო და გელიც, მაგალითად, ვეგატონი.
ზოგ შემთხვევაში ვარიკოზული ვენების მკურნალობა მოიცავს ლაზერულ პროცედურებს, ფლებექტომიას, რადიოსიხშირულ პროცედურებსა და სკლეროთერაპიას. ამის საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს.
11 ივნ 2025