ვიტამინი B კომპლექსი - საკვები დანამატი B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის სამკურნალოდ
13 დეკ 2024

ვიტამინი ბ-კომპლექსი (Vitamin B Complex) არის კომბინირებული მედიკამენტი და საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. B ჯგუფის ვიტამინები და ნიკოტინამიდი მონაწილეობას იღებენ ორგანიზმის ფუნქციონირებისას ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაში.
ვიტამინი B კომპლექსი გამოიყენება იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინებისა და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
В ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია თმის სიჯანსაღისა და ზრდის სტიმულირებისთვის. ისინი ააქტიურებენ თმის ფოლიკულებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, უზრუნველყოფენ თმის ძირებისთვის მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდებას, ხელს უწყობენ უჯრედების ინტენსიურ დაყოფას და შემაერთებელი ქსოვილის ელემენტების წარმოქმნას.
ვიტამინი B კომპლექსი არის მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი გარსით დაფარული ჟოლოსფერ-მოწითალო ფერის ტაბლეტები, რომელთაც აქვთ სპეციფიკური სუნი.
ვიტამინი B კომპლექსის 1 ტაბლეტის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერებები - ვიტამინი B1 (თიამინი) - 10 მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 10მგ, ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) - 25 მგ, ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) - 5.5მგ, ვიტამინი B6 (პიროქსიდინი HCI) - 2მგ, ვიტამინი B7 (ბიოტინი) - 30მკგ, ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - 400მკგ, ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) - 12მკგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 150მგ, ნიკოტინამიდი - 50მგ და დამხმარე ნივთიერებები - ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სტეარინის მჟავა, ტალკი, კრემნიუმის კოლოიდური და უწყლო დიოქსიდი.
გარდა კლასიკური B კომპლექსის ვიტამინისა, არსებობს Solgar-ის მიერ წარმოებული B კომპლექსი სტრეს ფორმულა C ვიტამინთან ერთად, რომელიც გამოიყენება ნერვული უჯრედების ზრდისა და რეგენერაციის გაძლიერებისთვის და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
B კომპლექსს იღებენ დღეში ერთხელ, 1 ტაბლეტის ოდენობით, საკვებთან ერთად, სითხის დაყოლებით. რეკომენდებულია B კომპლექსის მიღების კურსი გაგრძელდეს 2-3 თვე.
თუმცა ვიტამინ B კომპლექსის მიღებამდე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ არ მიიღოთ იგი:
სხვა მედიკამენტების მსგავსად, B კომპლექსმაც შესაძოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს:
ამ საკვები დანამატის დასაშვებზე მაღალი დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აღგზნებადობა, შიში, ტრემორი (კანკალი), უძილობა, თავის ტკივილი, სპაზმი.
მედიკამენტი ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ის მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტები III ჯგუფს, შესაბამისად აფთიაქიდან მისი გაცემა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.
13 დეკ 2024