ზაფხულის სუნამოები — გზამკვლევი იდეალური არომატის შესარჩევად
6 ივნ 2025

ზაფხული ყველაზე მგრძნობიარე დროა სუნამოების სამყაროში. მზე, ზღვა, თბილი ქარი და სიცხე აჩენს არა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს, არამედ ქმნის სპეციფიკურ გარემოს, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იგრძნობა სუნამო ჩვენს კანზე.
ამიტომაც, ბლოგში განვიხილავთ, რომელი არომატებია აქტუალური ზაფხულში, როგორ უნდა გამოვიყენოთ სუნამო სწორად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შერჩევისას.
ზაფხულის ცხელ ამინდებში ჩვენი კანის ტემპერატურა მატულობს, რაც იწვევს არომატის მოლეკულების უფრო აქტიურ ურთიერთქმედებას კანის ზედაპირთან. ამ პროცესში სუნამოს არომატული ნაერთები უფრო ინტენსიურად იხსნება და დიფუზირდება ჰაერში, რაც განაპირობებს სურნელის უფრო მძაფრ და სრულყოფილ გამოვლენას.
სწორედ ამიტომ, ზაფხულში ოპტიმალურია:
ეს არომატები მსუბუქი და გამაგრილებელია, რაც იდეალურად ერწყმის ზაფხულის ატმოსფეროს; შესაბამისად, მეტისმეტად არ გვამძიმებს ცხელ ამინდში.
ზაფხულში სუნამოს მოხმარება განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს:
1. გამოიყენეთ ნაკლები რაოდენობა — ზაფხულში არომატი უფრო ინტენსიურად იგრძნობა, ამიტომ საკმარისია 1-2 შესხურება;
2. სხეულის სტრატეგიული წერტილები — სუნამო მიიპკურეთ შემდეგ პულსის წერტილებზე, სადაც კანი უფრო თბილია და ხელს უწყობს არომატის უკეთესად გამოვლენას:
არ გაისრისოთ სუნამო კანზე მიპკურების შემდეგ, რადგან ასე არომატის; მოლეკულები იცვლება.
3. დრო — მნიშვნელოვანია, სუნამო დილას ან საღამოს მიიპკუროთ; ანუ მაშინ, როცა მზე ძალიან აქტიურ ფაზაში არ იმყოფება, რადგან UV სხივებს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს არომატის შემადგენლობაზე.
4. განმეორებითი აპლიკაცია — ზაფხულში სუნამო უფრო სწრაფად ორთქლდება კანიდან, ამიტომ შესაძლოა დაგჭირდეთ მისი განმეორებითი მიპკურება დღის განმავლობაში.
5. დატენიანებული კანი — სუნამოს დასხურებამდე, დაიტენიანეთ კანი უპარფიუმო ლოსიონით. ასე არომატს უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებთ.
სუნამოს შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
არომატის შლეიფი — ზაფხულისთვის იდეალურია მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის შლეიფის მქონე სუნამოები.
ევოლუციის ტემპი — ზაფხულში სუნამოს ევოლუცია უფრო სწრაფად მიმდინარეობს სიცხის გამო. შესაძლოა, ზედა ნოტები სწრაფად აორთქლდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია შუა და საბაზისო ნოტების ხარისხი, რომლებიც არომატის ხანგრძლივობას განსაზღვრავს.
ტალღური გამოვლენა — ხარისხიანი სუნამოები ხასიათდება „ტალღური ეფექტით“, როდესაც არომატი პერიოდულად იხსნება დღის განმავლობაში და იცვლის ინტენსივობას სხეულის ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად.

ნოტები:
ზედა: ციტრუსები;
შუა: ყვავილოვანი ნოტები;
საბაზისო: მუშკი, ხის ნოტები.
IMPERIUM — ეს არის ცოცხალი ჰარმონია, სადაც ციტრუსების გამჭოლი სიმკვეთრე და ყვავილოვანი ელფერების სიფაქიზე ერთმანეთს ხვდება. მისი სუფთა, ელეგანტური არომატი ზუსტად ისე ერწყმის კანს, როგორც დილის სასიამოვნო ნიავი.
რატომ ზაფხულისთვის: IMPERIUM სწორედ ამ სეზონისთვისაა შექმნილი, რადგან ციტრუსების მჟავე სითამამე და ყვავილების სინაზე სუნამოს მსუბუქ და ჰაეროვან ბუნებას ქმნის. ის იდეალურად ერწყმის ყოველდღიურობას, მაგრამ ყოველ ჯერზე განსხვავებულ და დახვეწილ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ნოტები:
ზედა: ციტრუსები;
შუა: არომატული ნოტები;
საბაზისო: ხის ნოტები.
TRAJAN — ეს არის სურნელი, რომელიც ენერგიით გავსებს… სუფთა და ცოცხალი, როგორც პირველი ნაბიჯები მზიან დილას. ციტრუსების გამძაფრებული სიმკვეთრე და არომატული ნოტების სინაზე ერთმანეთს ერწყმის ისე, რომ თითოეული შესუნთქვა ახალი ენერგიის ტალღას ქმნის.
რატომ ზაფხულისთვის: ზაფხული TRAJAN-ის ბუნებრივი გარემოა. მის კომპოზიციაში ჩაქსოვილი ციტრუსები სუნამოს ჰაეროვნებას, სიგრილესა და სიცოცხლისუნარიანობას მატებს. არომატული ნოტების გამჭვირვალე სისუფთავე კი მას ყოველდღიური დინამიკის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

ნოტები:
ზედა: კალაბრიული ბერგამოტი, გრეიპფრუტი, ვარდისფერი პილპილი, როზმარინი;
შუა: პიტნა, გერანიუმი, ზღვის აკორდი, ჟასმინი;
საბაზისო: სანდალოზი, ამბროქსანი, მუშკი.
Eau Libre — ეს არის თავისუფლების სურნელი. წარმოიდგინეთ მზიანი სანაპირო, ზღვის ნოტები და ციტრუსების გამაცოცხლებელი სიმკვეთრე… ეს იდეალური სინთეზი ქმნის არომატს, რომელიც სასიამოვნო განწყობით გვავსებს.
რატომ ზაფხულისთვის: ზაფხულში, როცა ტემპერატურა მატულობს, სწორედ ასეთი სურნელი გჭირდება — ციტრუსების მკვეთრი შთაბეჭდილება სიცოცხლით გავსებს, ხოლო ზღვის აკორდის ჰაეროვანი სინაზე არომატს გრილ და ენერგიულ ხასიათს ანიჭებს.

ნოტები:
ზედა: მწვანე ნოტები, გალბანუმი, ლიმონის ვერბენა;
შუა: ია;
საბაზისო: თეთრი მუშკი, ჰელიოტროპი, ხის ხავსი.
Tindrer — ეს არის სურნელი, რომელიც სუფთა დილის მსგავსად იწყება — ცოცხალი მწვანე ნოტებით, გალბანუმისა და ლიმონის ვერბენას მკვეთრი, გამაცოცხლებელი შტრიხებით. მისი შესხურებისას, თითქოს, პირდაპირ ბუნების წიაღში ეშვები — სინაზითა და ენერგიით ერთდროულად გავსებს. თითოეული კომპონენტის დაბალნსებული სინთეზი კი ქმნის მდგრად, დახვეწილ სურნელს.
რატომ ზაფხულისთვის: ზაფხულის სიცხეში Tindrer იქცევა სიგრილის წყაროდ. ეს არ არის უბრალოდ არომატი, არამედ ყოველდღიური განწყობის წყაროა, რომელიც ცხელი დღეების ფონზე სიგრილისა და შინაგანი სიმშვიდის შეგრძნებას იძლევა.

კოლექცია: Top Notes Collection - ზედა ნოტების კოლექცია
(AFFINESSENCE-ის ხაზი, რომელიც ფოკუსირდება არა საბაზისო, არამედ ზედა ნოტების სიმკვეთრესა და ცოცხალ ეფექტზე).
შემადგენლობა:
კაფირის ლაიმი (Combava);
ლაიმი;
პიტნა;
კარდამონი;
ხის ნოტები.
Combava-Cedrat — ეს არის ნათელი სურნელი, რომელიც სუფთა შთაბეჭდილებებს პირველივე შესუნთქვით აღძრავს. ციტრუსოვან კომპოზიციაში კაფირის ლაიმის ეგზოტიკურობა, თითქოს, ტროპიკულ ბრიზად იფრქვევა; პიტნის გამაცოცხლებელი სიცივე კი სურნელს მყისიერად მატებს გამჭვირვალე, გრილ ტონს. მის ფონზე ხის ელემენტები სუნამოს სტაბილურობასა და დახვეწილ მდგრადობას ანიჭებს.
რატომ ზაფხულისთვის: ზაფხულის ცხელი დღეებისთვის Combava-Cedrat იდეალური კომპანიონია. ეს არის სუნამო მათთვის, ვისაც ენერგია, სიცხადე და სტილი ერთ მოცემულობად სურს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მწირი ჩამონათვალია სუნამოების იმ ასორტიმენტიდან, რომელსაც ჩვენთან აღმოაჩენთ. სრული ჩამონათვალის სანახავად, შეგიძლიათ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს ან გვესტუმროთ პეკინის ქ. №14-ში. აქ დაგხვდებათ ექსკლუზიური ბრენდები და პროფესიონალი კონსულტანტები, რომლებიც თქვენთვის იდეალური არომატის შერჩევაში დაგეხმარებიან.
და ბოლოს, ზაფხულის სეზონი საუკეთესო დროა მსუბუქი და გამაგრილებელი არომატების გამოსაყენებლად. მიაქციეთ ყურადღება სუნამოს კონცენტრაციას, გამოყენების დროსა და ადგილს. გახსოვდეთ, რომ ზაფხულში სუნამო უფრო სწრაფად ორთქლდება, ამიტომ შესაძლოა დღის განმავლობაში მისი განმეორებით გამოყენება დაგჭირდეთ.
ჩვენი ნიში სუნამოების კოლექციიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ტიპის არომატი, რომელიც სრულყოფილად შეერწყმება ზაფხულის ატმოსფეროს და თქვენს პირად სტილს.
6 ივნ 2025