აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ზეტორი — პრეპარატი მაღალი ქოლესტერინის დასარეგულირებლად

უკან

ზეტორი — პრეპარატი მაღალი ქოლესტერინის დასარეგულირებლად

8 ივლ 2025

ზეტორი ქოლესტერინის მაღალი დონის დასარეგულირებლად

ქოლესტერინის მაღალი დონე ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევაა მსოფლიოში, რაც თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარებას. ერთი მხრივ, ქოლესტერინი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, თუმცა ამავდროულად მისი ჭარბი ოდენობა საფრთხის შემცველია.

როცა ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად ცხოვრების წესის შეცვლა, ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება არ არის საკმარისი, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შესაბამისი პრეპარატი დაგინიშნოთ. სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომი ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც ქოლესტერინის დონეს არეგულირებს — ზეტორია. 

ზეტორის ანოტაცია — როდის ნიშნავენ ამ პრეპარატს?

ზეტორი 10 მგ, ზეტორი 20 მგ — სააფთიაქო ქსელებში ეს მედიკამენტი ზეტორი სხვადასხვა დოზირებით გვხვდება. თუმცა შედგენილობა, რა თქმა უნდა, მსგავსია: გარსით დაფარული თითო ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით — როზუვასტატინს (კალციუმის მარილის სახით) 10 მგ-ს, 20 მგ-ს ან 40 მგ-ს. 

თუ სხვა მეთოდები სასურველ შედეგებს ვერ აღწევს, სწორედ როზუვასტატინი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, B აპოლიპოპროტეინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციების შემცირების მიზნით. 

აუცილებელია ზეტორი მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. აქ, თავს მოვუყრით იმ ჩვენებებს, რაც ანოტაციაში არის აღწერილი; ესენია: 

  • ჰიპერტრიგლიცერიდემია (დიეტასთან ერთად);
  • ათეროსკლეროზის პროგრესირების შესაჩერებლად (დიეტასთან ერთად);
  • თუ პაციენტს უფიქსირდება ოჯახური ჰომოზიგოტური;
  • ჰიპერქოლესტერინემია (დიეტასთან და ჰიპოლიპიდემიურ თერაპიასთან ერთად);
  • პირველადი, ან შერეული ტიპის ჰიპერქოლესტერინემია (ამ შემთხვევაშიც ინიშნება დიეტასთან ერთად, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტური მკურნალობის მეთოდები არ არის საკმარისი).

ზეტორი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორია პრეპარატის მიღების წესი 

ზეტორის დოზირება და მიღების წესი უნდა გაგიწეროთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა ინდივიდუალურად, ჩვენებებისა და მკურნალობის კურსზე რეაგირების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებმადე და მის შემდეგაც მნიშვნელოვანია დაიცვათ სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური (ლიპიდების შემცირების) დიეტა. 

ანოტაციის მიხედვით, ზეტორი შეგიძლიათ მიიღოთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი წყლის მიყოლებით უნდა გადაყლაპოთ. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა, ან დაქუცმაცება. თუ გამოწერილი გაქვს ზეტორი 5 მგ, ამ შემთხვევაში ზეტორის 10 მგ ტაბლეტი უნდა გაყოთ 2 ნაწილად. 

ანოტაციის მიხედვით, პაციენტებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ მკურნალობას, ან შეიძლება სხვა მედიკამენტიდან გადადიან ზეტორზე, მედიკამენტის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5-10 მგ დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ქოლესტერინის რაოდენობა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკი, ასევე გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. თუ საჭირო გახდა დოზის კორექტირება, ანოტაციის მიხედვით, დოზის გაზრდა შესაძლებელია 4 კვირის შემდეგ. 

ზეტორის დოზის გაზრდა 40 მგ-მდე დაშვებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ჰიპერქოლესტერინემიისა და მძიმე ფორმა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკი აქვთ (განსაკუთრებით პაციენტებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით) და თუ სასურველი შედეგის მიღწევა 20 მგ დოზის მიღებისას ვერ მოხერხდა. ამ ჩვენებებით პაციენტები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე, პაციენტები, რომლებიც არიან ზეტორის 40 მგ დოზაზე მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ, რადგან უფრო დიდია შანსი გვერდითი ეფექტების განვითარების.

პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მიოპათია, ან მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობილება, არ შეიძლება ზეტორი 40მგ-ის დანიშვნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5მგ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ზეტორის 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ სპეციალისტისთვის და არ ჩაუტარებიათ მკურნალობის კურსი. 

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატით მკურნალობის კურსის დაწყებიდან  2-4 კვირის შემდეგ, ასევე ზეტორის დოზის მომატების შემთხვევაში, აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექცია.

 

ზეტორი: მაღალი ქოლესტერინის რეგულირება ტკივილის შესამცირებლად

როგორია ზეტორის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები 

პირველ რიგში, დაუშვებელია ზეტორის დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ასევე, პაციენტისთვის, რომელსაც აქვს თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ღვიძლის დაავადებები, მიოპათია, იღებს ციკლოსპორინს, არის ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, აქვს ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზის დეფიციტი, ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბაცია, აქვს მიოტოქსიკური გართულებებისადნმი წინასწარგანწყობა. 

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, ზეტორის კურსის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მიიღონ კონტრაცეფციის ადეკვატური მეთოდები.

გაითვალისწინეთ, რომ თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში ზეტორის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს შემდგომი რეკომენდაციისთვის.

ასევე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის, ან სპაზმების დროს, განსაკუთრებით თუ ეს სიმპტომები ცხელების და შეუძლოდ ყოფნის ფონზე ვითარდება. ასევე თუ ზეტორის მიღების შემდეგ აღგენიშნებათ შეშუპება, ქავილი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სხვა. თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდათ, შესაძლოა, თქვენს შემთხვევაში, პრეპარატის გვერდითმა მოვლენებმა იჩინა თავი. ამ დროს უნდა შეწყვიტოთ ზეტორის მიღება და მიმართოთ ექიმს. 

ასევე, ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან სამი თვის შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების შემოწმება. გამოკვლევის პასუხის შესაბამისად, შესაძლოა, საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

8 ივლ 2025