თიოგამა — პრეპარატი დიაბეტური პოლინეიროპათიის სიმპტომების სამკურნალოდ
10 ივნ 2025

პოლინეიროპათია დიაბეტის საკმაოდ ხშირი და საშიში გართულებაა. მას ახასიათებს ნერვული ზიანი და შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება და კუნთების სისუსტე, რაც პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
ვინაიდან დიაბეტის ტრენდი თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ, მზარდია, იზრდება პოლინეიროპათიის საწინააღმდეგო პრეპარატების მნიშვნელობაც — პაციენტები ეძებენ საშუალებას ხანგრძლივი ეფექტით.
ერთ-ერთი ასეთი საშუალება ნეიროპათიული მდგომარეობების კონტროლისათვის ტიოგამმაა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი ექიმი ენდობა. ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში და დაავადებით გამოწვეული დისკომფორტის აღმოფხვრაში ეს პრეპარატი აუცილებლად დაგეხმარებათ.
ტიოგამმა 600მგ-ს ვხვდებით როგორც შემოსაზღვრული ტაბლეტის, ისე საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი 20მლ-იანი ამპულების სახით.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 600 მგ აქტიურ ნივთიერება თიოქტის მჟავას, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ლაქტოზას, ტალკს, სილიციუმის კოლოიდურ ორჟანგს, ჰიპრომელოზას, ლაქტოზა მონოჰიდრატს, კარბოქსიმეთილცელულოზა ნატრიუმს, სიმეტიკონს,მაგნიუმის სტეარატს, მაკროგოლ 6000-ს, ნატრიუმის ლაურელ სულფატს.
1 ამპულა სინფუზიო ხსნარი შეიცავს 600მგ თიოქტის მჟავის შემცველობის ექვივალენტ თიოქტის მჟავის მეგლუმინის მარილს, მეგლუმინს, მაკროგოლი 300-სა და საინექციო წყალს.
თიოქტის მჟავა (ალფა – ლიპოინის მჟავა) ენდოგენური ანტიოქსიდანტია და ორგანიზმში წარმოიქმნება ალფა-კეტოქსილოლის დაჟანგვითი დეკარბოქსილირებით. ის ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ზრდის ღვიძლში გლიკოგენის შემცველობას, ასევე ხელს უწყობს ინსულინორეზისტენტობის დაძლევას. ბიოლოგიური თვისებებით ახლოს დგას ბ ჯგუფის ვიტამინებთან, მონაწილეობს ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლაში. ასტიმულირებს ქოლესტერინის ცვლას, ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. გააჩნია ჰეპატოპროტექტული, ჰიპოლიპიდური, ჰიპოქოლესტერინული, ჰიპოკალემიური მოქმედება. თიოქტის მჟავის მეგლუმინის მარილის შინაგანად შესაყვანი ხსნარის გამოყენება საშუალებას იძლევა, შემცირდეს გვერდითი რეაქციების ალბათობა.
განსხვავებულია ფარმაკოკინეტიკა ტიოგამმას სხვადასხვა ფორმით მიღებისას. პრეპარატის პერორალურად (შიგნით) მიღების შემდეგ, ის სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია, საშუალოდ, 40-60წთ-ში მიიღწევა. ბიოშეღწევადობა 30%-ს შეადგენს. თიოქტის მჟავა და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით(80-90%) . ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 20-50წთ. ხოლო ინტრავენური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 10-11წთ-ში, მაქსიმალური კონცენტრაცია 25-38მკგ/მლ-ში. ფართობი კონცენტრაცია დროის მრუდზე არის 5მკგ სთ/მლ.

პერორალურად მისაღებად, როგორც წესი, ინიშნება 600მგ დღეში ერთხელ, უზმოზე მისაღებად. ტიოგამმას ტაბლეტი უნდა მიიღოთ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. როგორც აღინიშნა, პრეპარატი ასევე შეჰყავთ ვენაში, დღე-ღამეში 600მგ (1 ამპულა კონცენტრატის მოსამზადებელი ხსნარი საინფუზიოდ 3 % ან 1 ფლაკონი საინფუზიო ხსნარი 1,2%) მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ვენაში შეჰყავთ 2-4 კვირის განმავლობაში.
ტიოგამმას გადასხმის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, 50მგ თიოქტის მჟავა წუთში. ხსნარის მომზადების წესი: 1 ამპულა (არის ექვივალენტურია 600 მგ თიოქტის მჟავის) იხსნება 50-250 მლ 0.9%-იან ფიზიოლოგიურ ხსნარში და შეიყვანება ინფუზიის სახით 20-30 წუთის განმავლობაში. ინფუზია წარმოებს ფლაკონიდან, რომელიც მოთავსებულია შუქისაგან დამცავ საკიდ ფუტლიარში, დამზადებულია შავი ფერის პოლიეთილენისგან.

პრეპარატის შიგნით მიღებისას შეიძლება განვითარდეს დისპეფსია, გამოხატული ღებინებითა და გულის რევის შეგრძნებით.
ტიოგამმას ვენაში შეყვანის შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა, დიპლოპია, კანის ლორწოვანში წერტილოვანი სისხლჩაქცევები, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული გამონაყარი (პურპურა) და თრომბოფლებიტი. გადასხმის სწრაფად შეყვანისას შესაძლებელია მოხდეს ქალის შიდა წნევის მომატება, გამოხატული თავში სიმძიმის შეგრძნებით, ასევე სუნთქვის გაძნელება. ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები არ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და აღმოიფხვრება თავისთავად.
შესაძლოა ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარებაც — ჭინჭრის ციება, სისტემური ალერგიული რეაქცია (შესაძლებელია მოხდეს ანაფილაქსიური შოკის განვითარება). სისხლიდან გლუკოზის უკეთესი უტილიზაციის გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა).
ტიოგამმით მკურნალობის დროს კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება. დიაბეტით დაავადებულთათვის საჭიროა სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით კი ალფა-ლიპოინის მჟავით თერაპიის საწყის ეტაპზე. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა ინსულინის ან შიგნით მისაღები შაქრის დამწევი ეფექტის მქონე პრეპრატების დოზის შემცირება.
ზედოზირების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ღებინება, თავის ტკივილი — ასეთი შემთხვევებისათვის პირდაპირი ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ მათი მკურნალობა სიმპტომატურია.
რა თქმა უნდა, უნდა ერიდოთ ტიოგამმის გამოყენებას, თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ პრეპარატის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებას. თიოქტის მჟავის საინფუზიო ხსნარი შეუთავსებელია დექსტროზის, რინგერის ხსნართან და ისეთ ხსნართან, რომლებიც შეიძლება შევიდნენ რეაქციაში SH-ჯგუფებთან ან დისულფიდურ ხიდებთან. ტიოგამმა ერთდროული მიღებისას აძლიერებს ინსულინის ან შიგნით მისაღები დიაბეტური პრეპარატების ეფექტიანობას.
ტიოგამმა აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა და, როგორც აღინიშნა, მას როგორც ხსნარის, ისე ტაბლეტების სახით ვხვდებით.
მედიკამენტი უნდა შეინახოთ 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. შენახვის ვადა ტიოგამმის ტაბლეტებისათვის 3 წელს, ხოლო ხსნარის შემთხვევაში 5 წელს შეადგენს.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ტიოგამმას გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
10 ივნ 2025