იბუპროფენი — რა უნდა ვიცოდეთ ტკივილგამაყუჩებლის შესახებ
19 აგვ 2024

იბუპროფენი ტკივილგამაყუჩებელია, რომლის მთავარი, აქტიური ნივთიერებაც თავად იბუპროფენია. ის შეიძლება შეგხვდეთ როგორც ტაბლეტების, ისე სუსპენზიის ფორმით.
მედიკამენტი სხვადასხვა დოზის ტაბლეტებში გვხვდება - იბუპროფენი 200მგ-იანი, იბუპროფენი 400მგ-იანი და იბუპროფენი 600 მგ-იანი დოზით.
პსპ-ში შესაძლებელია ისეთი ცნობილი წარმოების მედიკამენტების შეძენა, როგორიცაა ესპანური წარმოების იბუპროფენ ნორმონი 400 მგ-იანი და გერმანიაში წარმოებული იბუპროფენ დენკი 400 მგ. წამლის ფასი ცვალებადია.
გარდა ამისა, შესაძლებელია იბუპროფენი სიროფის სახითაც შეიძინოთ - იბუპროფენ ნორმონი 200მლ-იანი.
ეს ტკივილგამაყუჩებელი გამოიყენება სხვადასხვა სახის ტკივილის დროს და გაიცემა ურეცეპტოდ.
იბუპროფენის მიღება შეგიძლიათ ზომიერი ან სუსტი ტკივილის დროს, როგორიცაა თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი გავა-წელის მიდამოში, ძვლების და სახსრების ტკივილი, ნევრალგიური ტკივილები.
მედიკამენტი მიიღება მენსტრუალური ტკივილისა და გრიპის, გაციების და სხვა ინფექციური დაავადებებისას.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იბუპროფენი განურჩევლად იმისა, თუ რა დოზით ან ფორმით იღებთ, დროებითი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუკი მისი მოხმარების დროს ტკივილი ნარჩუნდება, ძლიერდება ან ახალი სიმპტომებიც ჩნდება, რეკომენდირებულია, რომ მიმართოთ ექიმს.
იბუპროფენის ანოტაციის მიხედვით, ტკივილგამაყუჩებლის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ გვერდით მოვლენებს. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მუცლის ტკივილით, გულისრევითა და გულძმარვით, ღებინებით, დიარეით, თავის ტკივილით, ქავილით, გაღიზიანებითა და დაღლილობის გრძნობით და სხვ.
იშვიათად, თუმცა, შეიძლება მაინც გამოვლინდეს მელენა, ჰემატემეზი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანი ანთება, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, თირკმლის უკმარისობა, ანემია, ჰემოგლობინის დაცემა და ა.შ.
აუცილებელია, რომ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს და არ ვცადოთ თვითმკურნალობა.
იბუპროფენის უკუჩვენებები შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტის მიმღებს აქვს:
მედიკამენტი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში არ გამოიყენება, ხოლო მესამე ტრიმესტრში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
რაც შეეხება ძუძუთი ბავშვთა კვების დროს მედიკამენტის მიღებას — ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევები, რომლებიც დედის მიერ პრეპარატის დალევის რაიმე მავნე გავლენას დაადასტურებდა. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ იბუპროფენის მიღება ლაქტაციის დროს უნდა მოხდეს ხანმოკლე მკურნალობისთვის (ტკივილის გასაყუჩებლად, სიცხის დამწევად, ა.შ.)
19 აგვ 2024