ისმიჟენი – იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი რესპირატორული ინფექციების წინააღმდეგ
10 ივნ 2025

ისმიჟენი საქართველოში ტაბლეტების სახით იწარმოება. ის ბაქტერიული წარმოშობის კომბინირებული იმუნომასტიმულირებელი პრეპარატია, რომელიც მიკრობული უჯრედების მექანიკური ლიზისით მიიღება.
მედიკამენტის თითოეულ ტაბლეტში ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 50 მგ შედის, რომელთაგან 7 მგ შეესაბამება შემდეგ ბაქტერიებს (თითოეული 6 მილიარდი):
დარჩენილ 43 მგ-ს გლიკოკოლი წარმოადგენს, რომელიც ლიოფილიზაციის პროცესს უზრუნველყოფს. დამხმარე ნივთიერებების სახით ისმიჟენი 7 მგ ასევე შეიცავს: მიკროკრისტალურ ცელულოზას, კალციუმის ორფუძიან ფოსფატს, მაგნიუმის სტეარატს, ამონიუმის გლიცერიზინატს, სილიციუმის დიოქსიდსა და მენთოლის ესენციას.
ისმიჟენი PSP-ში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. აფთიაქების ქსელში ხელმისაწვდომია ისმიჟენი 10- და ისმიჟენი 30-ტაბლეტიანი შეფუთვით.

ისმიჟენი გამოიყენება ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქოპულმონალური ტრაქტის მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციების დროს, როგორიცაა:
პრეპარატი აღნიშნული მდგომარეობების დროს ზრდის ორგანიზმის თავდაცვით თვისებებს მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ბრონქოპულმონალური ტრაქტის ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ. ისმიჟენი ასტიმულირებს როგორც სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსში ადგილობრივ უჯრედულ და ჰუმორულ იმუნურ პასუხს, ასევე - სისტემურ იმუნურ რეაქციას.
იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად, აღნიშნული მედიკამენტი რესპირატორული დაავადებების სიხშირისა და ინტენსივობის შემცირებას უზრუნველყოფს.

პრეპარატის მიღებამდე სასურველია, ისმიჟენის ანოტაციასა და ინსტრუქციას გულდასმით გაეცნოთ. მედიკამენტი პერორალური გზით, სითხის დაყოლებით მიიღება. საყურადღებოა, რომ, როგორც მედიკამენტების დიდი ნაწილის შემთხვევაში, ისმიჟენის საბავშვო და მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზა ერთმანეთისგან განსხვავებულია. პრეპარატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ინიშნება შემდეგნაირად:
გარდა ასაკობრივი ჯგუფებისა, განსხვავებულია ისმიჟენის დოზები სხვადასხვა მიზნით გამოყენების შემთხვევაშიც, მათ შორის:
მწვავე მდგომარეობების დროს ექიმის მიერ, როგორც წესი, ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ენის ქვეშ გასაწუწნად. მიღების შემდეგ, 30 წუთით, კვებისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ყოველდღიურად, მინიმუმ 10 დღის განმავლობაში, ვიდრე დაავადების სიმპტომები არ გაქრება. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის სრული კურსი ისმიჟენის 10 ტაბლეტის მიღებას მოიცავს.
პროფილაქტიკური და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ენის ქვეშ გასაწუწნად, 10 დღის განმავლობაში. თუმცა, ამ შემთხვევაში, 20-დღიანი შესვენების შემდეგ, რეკომენდებულია მკურნალობის კურსი გამეორება, მედიკამენტის მსგავსი რეჟიმით მიღების გზით. მკურნალობის სრული კურსი 3 თვე გრძელდება და ისმიჟენის 30 ტაბლეტის მიღებას მოიცავს, რაც მაქსიმალურ იმუნოთერაპიულ ეფექტს უზრუნველყოფს.

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისმიჟენის მიღება არ არის რეკომენდებული პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ისმიჟენის ტოქსიკური ეფექტები ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის, ორსულობის ან მოსალოდნელი ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში სპეციალისტები პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავების რეკომენდაციას გასცემენ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ისმიჟენი არ ინიშნება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
იმ შემთხვევაში, თუ მოგიწიათ პერორალური ვაქცინის მიღება, ისმიჟენის გამოყენებამდე 4-კვირიანი ინტერვალის დაცვაა საჭირო.
უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს, ვინაიდან შესაძლოა, ამან მისი ეფექტიანობის შემცირება გამოიწვიოს.
ისევე, როგორც მედიკამენტების დიდი ნაწილის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება ისმიჟენის მიღების შემდეგაც აღინიშნოს, თუმცა არა – ნებისმიერ შემთხვევაში. პრეპარატის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იშვიათად ვლინდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები, მათ შორის ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება ან დიარეა.
ისმიჟენის მიღებამ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევებში შეიძლება სხეულის ტემპერატურის მატება და კანის ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
გარდა ამისა, ისმიჟენის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი პარალელურად გამოყენება. მათ შორის ისმიჟენის დანიშვნა შესაძლებელია ისეთ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა ანტიბიოტიკები და მუკოლიზური პრეპარატები.
10 ივნ 2025