კალციმესი — საკვები დანამატი, რომელიც ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციონირებას აუმჯობესებს
30 ივნ 2025

კალციმესი (Calcimes) წარმოადგენს კომბინირებულ საკვებ დანამატს, რომელიც მიზნად ისახავს ძვლოვანი სტრუქტურის გამაგრებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას. მისი უნიკალური შედგენილობა — კალციუმი, მაგნიუმი, ვიტამინი K2 და ვიტამინი D3 — ერთად უზრუნველყოფს ორგანიზმში მინერალური ბალანსის შენარჩუნებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპაუზის პერიოდში, ასაკობრივ ცვლილებებთან და გარკვეულ ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული მდგომარეობების დროს.
კალციუმი (500 მგ) — პრეპარატში არსებული კალციუმი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში და მინერალიზაციაში. ის საჭიროა ფოსფორის ბალანსის შესანარჩუნებლად და ჰორმონების გამომუშავებისთვის. კალციუმი ასევე დადებითად ზემოქმედებს ენერგეტიკული ცვლისა და ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესებზე. ის სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტადაც გვევლინება.
მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზმში კალციტონინის გამომუშავების სტიმულირება — ეს ჰორმონი ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან ძვლოვან ქსოვილში, რაც ძვლებს სიმტკიცეს და ელასტიკურობას სძენს.
ვიტამინი D3 (10 µg / 400 IU) — უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის სწორად შეწოვას და ათვისებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მისი დეფიციტი იწვევს ძვლოვანი სიმკვრივის შემცირებას, რაც ოსტეოპოროზსა და მოტეხილობების რისკს ზრდის. D ვიტამინს ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმის ვირუსებისადმი რეზისტენტობის ამაღლებაში.
ვიტამინი K2 (50 µg) — კრიტიკულად მნიშვნელოვანია კალციუმის სწორად განაწილებისთვის, კერძოდ, მისი ტრანსპორტირებისთვის ძვლებში და არა სისხლძარღვებში. ეს კომპონენტი ასევე ხელს უშლის არტერიების კალციფიკაციას GLA ცილის კარბოქსილირების გზით და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას. ვიტამინი K2 ამავდროულად მონაწილეობს სისხლის შედედებაში და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გართულებების რისკს.
მაგნიუმი (150 მგ) — აუცილებელია უჯრედულ დონეზე ენერგიის გამომუშავებისთვის და მეტაბოლიზმის პროცესების მართვისთვის. ის მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაში, ხელს უწყობს კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. მაგნიუმი ამცირებს კუნთოვან სპაზმებს, ამყარებს გულის რიტმს და ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური და მენტალური სიმშვიდის შენარჩუნებაში.
კალციმესის მიღება მიზანშეწონილია შემდეგ შემთხვევებში:

კალციმესის ანოტაციის თანახმად, მისი მიღება რეკომენდებულია დღეში ორჯერ — თითო ტაბლეტი კვების დროს. ეს უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის საჭირო კომპონენტების თანმიმდევრულ მიწოდებას და გაუმჯობესებულ შეწოვას. ტაბლეტი წყალთან ერთად უნდა მიიღოთ მთლიანად, დაღეჭვის გარეშე.
საკვები დანამატის ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ კალციმესი არ არის რეკომენდებული იმ პირებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კი პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გაითვალისწინეთ: მართალია, კალციმესი აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, კალციმესის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
რაც შეეხება კალციმესთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებს, ამ საკითხთან დაკავშირებით საკვები დანამატის ანოტაციაში ინფორმაცია არ გვხვდება.
30 ივნ 2025