კამელოტი - ყველაფერი, რაც ამ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის შესახებ უნდა ვიცოდეთ
13 დეკ 2024

კამელოტი (CAMELOT) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი ძირითადად, ინიშნება: ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და ანკილოზური სპონდილიტის დროს. გარდა ანთების საწინააღმდეგო თვისებისა, მას ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებაც გააჩნია.
კამელოტის აქტიური ნივთიერება არის მელოქსიკამი, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება. ორგანიზმში მელოქსიკამი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეფექტიანად უმკლავდება პრობლემას.
სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია პრეპარატის ორი ფორმა ესენია: კამელოტის ტაბლეტები და ამპულები.
ბლოგში დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას კამელოტის მოქმედებისა და თვისებების შესახებ.
როგორც წესი, კამელოტის კაფსულები და ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი შემთხვევების დროს:
სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები
რაც შეეხება კამელოტის მოქმედების მექანიზმს, იგი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. პრეპარატის აქტიური ნივთიერება მელოქსიკამი მოქმედებს ციკლოოქსიგენაზას (COX) ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ პროსტაგლანდინების სინთეზში.
COX-1 და COX-2 ფერმენტები სხვადასხვა ფუნქციებით ხასიათდებიან:
COX-1 (ციკლოოქსიგენაზა-1) ფერმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში პროსტაგლანდინების ნორმალური დონის შენარჩუნებაში. ის იცავს კუჭის ლორწოვანს და უზრუნველყოფს თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას.
COX-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) არის ფერმენტი, რომელიც ძირითადად ანთებითი პროცესების და დაზიანების საპასუხოდ აქტიურდება. მის მთავარ როლს პროსტაგლანდინების მომატებული სინთეზი წარმოადგენს, რაც ანთებითი რეაქციის გამძაფრებას და აღდგენის პროცესის რეგულირებას უწყობს ხელს.
მელოქსიკამი უფრო COX-2-ის ინჰიბიტორია, ანუ იგი ეფექტიანად ამცირებს ანთებას, ტკივილს და შეშუპებას, მაგრამ ნაკლებად ახდენს გავლენას COX-1-ზე, რაც ამცირებს კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების რისკს, სხვა NSAIDs-თან შედარებით.
მელოქსიკამი თრომბოციტების აგრეგაციაზე გავლენას არ ადენს, შესაბამისად არ თრგუნავს COX-1-ს ისე, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს თრომბოქსანის წარმოება. თუმცა ამას კარგად უმკლავდება: ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და ნაპროქსენი; ისინი მნიშვნელოვნად თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებდნენ სისხლდენის დროს.
პერორალური მიღების დროს, მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციის ხარისხსა და სისწრაფეზე საკვები არ ახდენს გავლენას. იგი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად და ორგანიზმიდან თირკმელების და ნაწლავის გზით, თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატი არ ახდენს გავლენას მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე. რაც ნიშნავს, რომ ამ პაციენტთა ჯგუფში მისი დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.
ჩვეულებრივ, კამელოტის მიღების დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ასაკსა და პრეპარატის ფორმაზე. თუმცა დოზირების ზოგად წესებს აქვე გიზიარებთ:
ამპულები განკუთვნილია ზრდასრული პაციენტებისთვის, პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ინიექციის სახით კუნთში, მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში.
შემდგომი ძირითადი თერაპიული მკურნალობა გრძელდება პერორალური ფორმის (ტაბლეტები) მიღების სახით. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.
როგორც წესი, გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკიდან გამომდინარე, კამელოტით მკურნალობას 7.5 მგ-ით იწყებენ.
კამელოტის ტაბლეტები ინიშნება რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს. სასურველია პაციენტმა პრეპარატის მიიღება დაიწყოს დღეში 15 მგ-ით. დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ კი შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე.
ოსტეოართროზის შემთხვევაში დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაზრდა დღეში 15 მგ-მდე. მაქსიმალური დღიური დოზა წარმოადგენს 15 მგ.
ისევე როგორც ამპულების, კამელოტის ტაბლეტების მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის გამო, უმჯობესია, მკურნალობა დაიწყოს 7.5 მგ-ით დღეში.
რაც შეეხება პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის უკმარისობა ან უტარდებათ ჰემოდიალიზი, ამ დროს პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში.
თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზა კორექციას არ საჭიროებს.
ჩვეულებრივ, ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.
კამელოტის ამპულები და ტაბლეტები, მიუხედავად იმისა, რომ ის COX-2-ის სელექტიური ინჰიბიციის გამო შედარებით უსაფრთხოდ ითვლება, გარკვეულ გვერდით მოვლენებს მაინც იწვევს. ქვემოთ გიზიარებთ მათ :
კუჭ-ნაწლავის სისტემა:
ცენტრალური ნერვული სისტემა:
ალერგიული რეაქციები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
ინექციის ადგილზე რეაქციები:
იშვიათად, მაგრამ მაინც, შეიძლება გამვლინდეს ისეთი სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა:
კუჭ-ნაწლავის სერიოზული დარღვევები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
გულ-სისხლძარღვთა გართულებები:
ალერგიული რეაქციები:
ექიმები ხაზს უსვამენ კამელოდის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უკუჩვენებას. შესაბამისად, პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს აკრძალულია.
რაც შეეხება კამელოტის ურთიერთქმედებას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, არსებობს გარკვეული პრეპარატები, რომელთან ერთადაც კამელოტის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან იგი მკვეთრად ამცირებს მათ მოქმედებას. ქვემოთ გამოვყოთ ისინი:
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები
დიურეტიკები და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები
ლითიუმის პრეპარატები
სელექციური სეროტონინის უკუპიპვის ინჰიბიტორები (SSRI)
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ სხვა გართულებები და დროულად აღმოიფხვრას პრობლემა.
13 დეკ 2024