კანქვეშა სისხლჩაქცევები
21 მაი 2024

სარჩევი:
რა არის კანქვეშა სისხლჩაქცევები?
ვის შეიძლება განუვითარდეს კანქვეშა სისხლჩაქცევა?
რა იწვევს კანქვეშა სისხლჩაქცევას?
კანქვეშა სისხლჩაქცევების სიმპტომები
როგორ ხდება კანქვეშა სისხლჩაქცევის დიაგნოსტიკა?
კანქვეშა სისხლჩაქცევების მკურნალობა
კანქვეშა სისხლჩაქცევები ვითარდება მაშინ, როდესაც წვრილი სისხლძარღვები სკდება კანის ზედაპირის ქვეშ. გასკდომის შემდგომ სისხლძარღვები გამოიყურება, როგორც პატარა წითელი წერტილები. ან შეიძლება უფრო დიდი მეწამული, ლურჯი ან შავი ლაქების ფორმა მიიღონ. ჩვეულებრივ, კანქვეშა სისხლჩაქცევა უმნიშვნელოა და დაახლოებით ორ კვირაში გადის.
როგორც აღვნიშნეთ, კანქვეშა სისხლჩაქცევა ხდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი სისხლძარღვი სკდება და ჟონავს მიმდებარე ქსოვილში. ადამიანის სისხლძარღვი არის მილი, რომელიც გადააადგილებს სისხლს მთელ სხეულში. მიუხედავად იმისა, რომ კანქვეშა სისხლჩაქცევა შეიძლება სერიოზულად ჟღერდეს, ჩვეულებრივ ის არ იწვევს მძიმე სიმპტომებს. ის ხშირად იწვევს სისხლნაჟღენთს, რომელიც რამდენიმე დღეში ან კვირაში განიკურნება.
სისხლნაჟღენთი კანქვეშა სისხლჩაქცევის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ისინი ჩვეულებრივ წითელი, ლურჯი, შავი ან მეწამული ლაქების სახით ჩნდება რაიმე ტრავმის შემდეგ. სისხლნაჟღენთი შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე განსხვავებული გზით:
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სისხლნაჟღენთი ან უმნიშვნელო კანქვეშა სისხლჩაქცევა. ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტად აქვს მიდრეკილება სისხლნაჟღენთის წარმოქმნისკენ, მათ შორის ადამიანებს, რომლებიც:
ზოგიერთ ადამიანს აქვს მდგომარეობები, რაც იწვევს უფრო მარტივ სისხლნაჟღენთებს ან სისხლდენას, როგორიცაა:
კანქვეშა სისხლჩაქცევა შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც კანის მოწითალო ლაქა. თუ თქვენ გაქვთ კანქვეშა სისხლჩაქცევა, ეს ადგილი არ გახდება ღია ფერის როდესაც მას დააწვებით. საპირისპიროდ, ერითემა, კანის გამონაყარის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც იწვევს სიწითლეს, ფერმკრთალდება როდესაც დააწვებით დაზიანებულ ადგილს.
ტრავმა კანქვეშა სისხლჩაქცევების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. შეიძლება შეეჯახოთ საგანს, დავარდეთ ან დაგარტყათ სპორტის დროს.
კანქვეშა სისხლჩაქცევის სხვა მიზეზებია:
ზოგჯერ კანქვეშა სისხლჩაქცევის ერთადერთი სიმპტომია კანის ფერის ცვლილება. თქვენ შეიძლება გქონდეთ ლაქა, რომელიც ა წითელი, შავი, ლურჯი ან მეწამული ფერისაა.
სისხლნაჟღენთები შეიძლება ასევე იყოს:
ექიმი დიაგნოზს დაზიანებული ადგილის ფიზიკური შემოწმებით ადგენს. მან შეიძლება გკითხოთ:
თუ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს მიაჩნია, რომ შეიძლება გქონდეთ საფუძვლად არსებული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლჩაქცევებს, მან შეიძლება დაგინიშნოთ ტესტები, როგორიცაა:
კანქვეშა სისხლჩაქცევების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში, სახლის პირობებშია შესაძლებელი. მცირე სისხლნაჟღენთებისთვის, თქვენ შეგიძლიათ:
თუ კანქვეშა სისხლჩაქცევა არ გადის, თქვენმა ჯანდაცვის პროვაიდერმა შეიძლება სხვა მკურნალობის მეთოდები სცადოს. მათ შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები ან გირჩიონ შეწყვიტოთ გარკვეული მედიკამენტების მიღება. შესაძლოა, ასევე დაგჭირდეთ მკურნალობა იმ მდგომარეობის სამართავად, რომელიც იწვევს კანქვეშა სისხლჩაქცევას.
21 მაი 2024