კატრექსინი – ბუნებრივი მხარდაჭერა ძლიერი იმუნიტეტისთვის
12 სექ 2025

თანამედროვე ცხოვრების სტილი, სტრესი და არასრულფასოვანი კვება ხშირად იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს, რაც ორგანიზმს ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ უფრო დაუცველს ხდის. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც ორგანიზმს თავდაცვის უნარის აღდგენასა და გაძლიერებაში დაეხმარება.
ერთ-ერთ მსგავს პროდუქტს წარმოადგენს კატრექსინი – ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც პსპ-ის აფთიაქებში 60-კაფსულიანი შეფუთვით არის ხელმისაწვდომი.
როგორც აღვნიშნეთ, კატრექსინი არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც თხევადი კაფსულების სახით არის წარმოდგენილი. ეს ტექნოლოგია ორგანიზმში აქტიური ნივთიერებების სწრაფად შეწოვას და მათ დაჟანგვისგან დაცვას უზრუნველყოფს.
კატრექსინი ზვიგენის ღვიძლის ქონს, ვიტამინებს (A, D, E), თუთიასა და ნიორის ექსტრაქტს აერთიანებს. ეს კომპონენტები იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი თვისებებით ხასიათდება.
კატრექსინის უნიკალური ფორმულა აერთიანებს რამდენიმე აქტიურ ინგრედიენტს: ზვიგენის ღვიძლის ქონს 1000 მგ დოზირებით – იგი მდიდარია ალკიგლიცეროლით (200 მგ) და სქუალენით (20 მგ). ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივადაც არსებობს. ისინი ხელს უწყობს იმუნური უჯრედების აქტივობას და ორგანიზმის თავდაცვის უნარს აუმჯობესებს.
პრეპარატში ასევე შედის ნიორის ექსტრაქტი 20 მგ დოზირებით, რომელიც თავის მხრივ ალიცინსა (0,4 მგ) და ალინს (0,7 მგ) შეიცავს. ისინი ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგ ბრძოლას უწყობს ხელს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიულ ბალანსს უზრუნველყოფს, ამასთან დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ქოლესტერინის დონის ნორმალიზებაშიც მონაწილეობს.
კატრექსინის კიდევ ერთი კომპონენტია თუთია (10 მგ), რომელიც უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს, ამასთან იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირების ხელშეწყობაში მონაწილეობს.
პრეპარატის შედგენილობაში გვხვდება ვიტამინი D, რომელიც კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, ასევე ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობასა და იმუნური სისტემის აქტივობას უწყობს ხელს.
კატრექსინი შეიცავს ვიტამინი A-საც, რომელიც უჯრედების სპეციალიზაციისთვის და მხედველობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
გარდა ამისა, პრეპარატში შედის ვიტამინი E – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს.

კატრექსინი რეკომენდებულია როგორც იმუნური სისტემის ბუნებრივი დამხმარე საშუალება, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია დაქვეითებულია – შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული.
პრეპარატი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ინფექციებისა და მავნე მიკროორგანიზმებისგან დაცვას. ის ასევე გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
კატრექსინს მიმართავენ ძვლებისა და კბილების გაძლიერების მიზნითაც და ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
კატრექსინის კაფსულები პერორალურად, გადასაყლაპად საკმარისი წყლის მიყოლებით მიიღება. რეკომენდებული დოზა დღეში 2 კაფსულს შეადგენს. გაითვალისწინეთ, რომ დღიური დოზის გადაჭარბება არ არის სასურველი.
აღნიშნული დანამატი მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად არ უნდა ჩაითვალოს. მასთან ერთად, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესსა და დაბალანსებულ დიეტას მიჰყვეთ.
12 სექ 2025