კეტოკონაზოლი — სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება
12 სექ 2025

სოკოვანი ინფექციები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თანამედროვე მედიცინაში. იგი შეიძლება შესამჩნევი იყოს როგორც კანზე და ფრჩხილებზე, ასევე შინაგან ორგანოებში და ლორწოვან გარსებზე თვალისგან უხილავად. შესაძლოა სოკოვან დაავადებებს თან ახლავს ქავილი, გაღიზიანება, ან დისკომფორტი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სოკოს საწინააღმდეგო ეფექტიანი, პაციენტის მდგომარეობასა და საჭიროებაზე მორგებული, უსაფრთხო საშუალებების გამოყენება.
სოკოვან დაავადებათა საწინააღმდეგო საშუალებების ფარმაკოლოგიური ჯგუფიდან ერთ-ერთი პრეპარატია — კეტოკონაზოლი (Ketoconazol) — სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება როგორც სისტემურად (ტაბლეტების სახით), ასევე ადგილობრივად (გელის ან შამპუნის სახით).
კეტოკონაზოლი (Ketoconazol) არის ანტიმიკოზური, ანუ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც ანოტაციის მიხედვით, ანტიფუნგინალური და მიკოსტატური მოქმედება ახასიათებს. პრეპარატის ქიმიურ-ფარმაკოლოგიური მახასიათებლების თანახმად, კეტოკონაზოლის მთავარი ამოცანაა სოკოს უჯრედის კედლის დაზიანება. იგი ბლოკავს ერგოსტეროლის წარმოქმნას – ნივთიერებას, რომელიც სოკოს მემბრანის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მემბრანის სტრუქტურის დარღვევის შემდეგ სოკო ვერ ახერხებს გამრავლებას და ნელ-ნელა ნადგურდება.
კეტოკონაზოლის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ პრეპარატი ეფექტურია სხვადასხვა პათოგენების მიმართ, მათ შორის:
კეტოკონაზოლი გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.
სისტემური ფორმა (კეტოკონაზოლის ტაბლეტები, 200 მგ) გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ადგილობრივ ფორმას (კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2%/ კეტოკონაზოლის გელი) იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:
კეტოკონაზოლის ტაბლეტების დოზირება და მიღების წესი ექიმმა უნდა დაგინიშნოთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩივილების გათვალისწინებით. ანოტაციაში კი, შემდეგი სქემაა მოცემული:
მკურნალობის ხანგრძლივობა შემდეგია სხვადასხვა მდგომარეობის გათვალისწინებით:
პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების შემთხვევაში, მოზრდილებში დღეში კეტოკონაზოლის 400 მგ-ის მიღეებაა რეკომენდებული, ხოლო ბავშვებში – 4–8 მგ/კგ.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს.
რაც შეეხება კეტოკონაზოლის გელს, ის გამოიყენება გარეგანად. ის დაზიანებულ უბანზე უნდა დაიტანოთ, დატოვოთ 3–5 წუთით და შემდეგ ჩამოიბანოთ. ფერადი ლიქენის შემთხვევაში ის გამოიყენება – დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში, ხოლო ქერტლის დროს – კვირაში ორჯერ, 2–4 კვირის განმავლობაში.

როგორც ყველა პრეპარატს, კეტოკონაზოლსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები. ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატი ექიმის დანიშნულებით მიიღოთ და ახალი ჩივილის გაჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს.
ანოტაციის მიხედვით, კეტოკონაზოლის ტაბლეტების მიღებისას, შესაძლოა შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდეს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, უძილობა. იშვიათად – ჰორმონალური ცვლილებები (მენსტრუაციის დარღვევა, გინეკომასტია მამაკაცებში). გელის გამოყენებისას კი, შემდეგი: ადგილობრივი გაღიზიანება, ქავილი, წვის შეგრძნება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თმის დროებითი ცვენა ან ფერის ცვლილება.
ამ სიმპტომების შემთხვევაში სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
კეტოკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება 50 წელზე მეტი ასაკის ქალებში, ასევე პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ღვიძლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და სამკურნალო საშუალებებზე ალერგიული რეაქციები უფიქსირდებათ. გახსოვდეთ, თუ პრეპარატით 2 კვირის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნით მკურნალობთ, საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მუდმივი კონტროლი.
რეკომენდებული არ არის კეტოკონაზოლისა და ციკლოსპორინის, ანტიკოაგულანტების, მეთილპრედნიზოლონის, ლოვასტატინის ერთდროული გამოყენება. რიფამპიცინი და იზონიაზიდი ამცირებენ სისხლის პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კი, კეტოკონაზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერი ეჭვისა და კითხვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს,
შეინახეთ კეტოკონაზოლის ტაბლეტები 10–25 °C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენიანობისგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ. კეტოკონაზოლის გელი კი, ინახება 30 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
კეტოკონაზოლი არის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატი სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ. მისი მრავალფეროვანი ფორმები (ტაბლეტები და გელი) საშუალებას იძლევა, როგორც ზედაპირული, ასევე უფრო რთული ინფექციების ეფექტური მკურნალობა. კეტოკონაზოლის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით, რადგან სწორი დოზის და კურსის დაცვა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ეფექტიანობას, ასევე უსაფრთხოებას.
12 სექ 2025