აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოლინი — შებერილობის წამალი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის

უკან

კოლინი — შებერილობის წამალი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის

10 ივნ 2025

კოლინი მიღების წესები და რჩევები პსპ-სგან

 

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, მუცლის შებერილობა და გაზების ჭარბი დაგროვება ხშირი პრობლემაა როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს კოლინი, რომელიც მეტეორიზმის საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებაა. 

იგი ორი სახითაა ხელმისაწვდომი: კოლინი სუსპენზია და კოლინი კაფსულა (კოლინი ტაბლეტის სახით არ იწარმოება). ეს სხვადასხვა ასაკის პაციენტებისთვის დოზისა თუ მედიკამენტის ფორმის ინდივიდუალურად მორგებას ხდის შესაძლებელს.

 

როგორია პრეპარატის ანოტაცია

კოლინის აქტიური ნივთიერება სიმეთიკონია, რომელიც ნაწლავში გაზების დაგროვებას ფიზიოლოგიურად უსაფრთხოდ ამცირებს. კოლინი ქიმიურად აქტიური ნივთიერება არაა, არამედ სიმეთიკონი სრულიად ინერტულია — კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ არ შეიწოვება და ორგანიზმიდან უცვლელი სახით გამოიყოფა. მისი უნიკალური მოქმედების მექანიზმი გაზის ბუშტუკების ზედაპირული დაჭიმულობის შემცირებას ეფუძნება, რაც მათ წარმოქმნას ხელს უშლის, ხოლო არსებულ ბუშტუკებს ეფექტიანად შლის. შედეგად, ნაწლავებში აირების საერთო რაოდენობა მცირდება ისევე, როგორც წნევა, რომელიც ხშირად მუცლის შებერილობასა და დისკომფორტს იწვევს.

კოლინი მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებით არ შემოიფარგლება. სიმეთიკონი კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე დამცავ შრეს აყალიბებს, რაც მას აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს — იქნება ეს არასათანადო კვება, სტრესი, თუ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების მიღება. განსაკუთრებით გამოსადეგია კოლინი ჩვილებში, რადგან მათში კუჭ-ნაწლავის სისტემის მოუმწიფებლობა გაზების დაგროვებას ხშირად განაპირობებს. სწორედ ამიტომ, კოლინი საბავშვო გამოყენებისაცაა და პატარებში არსებულ ამგვარ პრობლემას წარმატებით უმკლავდება.

კოლინი საბავშვო, კოლინი ტაბლეტი და კოლინი წვეთები მუცლის შებერილობისთვის

 რა პრობლემებს შველის კოლინი

კოლინი გაზების წამალია, მაგრამ მსგავს პრობლემას სხვადასხვა რამ იწვევს. ექიმები ამ პრეპარატს ხშირად ნიშნავენ შემდეგ შემთხვევებში:

  • მეტეორიზმი — კუჭ-ნაწლავში გაზების ჭარბი წარმოქმნა, რასაც ხშირად ახლავს მუცლის შებერილობა და დისკომფორტი;
  • დისპეფსია — საჭმლის მონელების დარღვევა, რომელსაც ხშირად თან სდევს გაზების დაგროვება;
  • აეროფაგია — ჰაერის გადაყლაპვით გამოწვეული დისკომფორტი;
  • რემჰელდის სინდრომი — გულმკერდის არეში სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება, რომელიც ხშირად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაზების დაგროვებას უკავშირდება;
  • პოსტოპერაციული გაზების წარმოქმნა — განსაკუთრებით აღდგენითი პერიოდების განმავლობაში.

როგორ გამოიყენება კოლინი 

კოლინის მიღების წესი პრეპარატის ფორმასა და პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული. იგი პერორალურად მიიღება, ჩვეულებრივ საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ძილის წინ მიღებაც, რაც ღამით სიმშვიდის შენარჩუნებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ჩვილებში.

კოლინის წვეთები, რომლებიც სუსპენზიაშია, მცირე ასაკის ბავშვებისთვის მეტად მოსახერხებელია. წვეთოვანი დოზირება ადვილად კონტროლდება. გამოყენების წინ სუსპენზია აუცილებლად უნდა შეინჯღრეს, რათა აქტიური ნივთიერების თანაბარი განაწილება გარანტირებული იყოს.

კოლინი სუსპენზიის სახით ჩვილებსა და ექვს წლამდე ასაკის პატარებში დღეში 2-3-ჯერ ინიშნება — თითო ჯერზე 10-15 წვეთი. ექვს წელზე მეტი ასაკის ადამიანებს 20-25 წვეთის მიღება შეუძლიათ, დღეში 3-5-ჯერ. რაც შეეხება პრეპარატის მეორე ფორმას, ექვს წელზე მეტი ხნის ადამიანებში 1-2 კაფსული დღეში 3-5-ჯერ მიიღება. კაფსულის სახით კოლინი ჩვილებისთვის მისაცემად მოუხერხებელია.

კოლინი ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ მეტეორიზმისა და შებერილობის დროს, არამედ რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული კვლევებისთვის მოსამზადებლადაც. სიმეთიკონი გამოსახულების ჩრდილებით ან ბუშტუკებით გადაფარვას უშლის ხელს, რაც დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

სანამ გამოკვლევას ჩაიტარებთ, კოლინის 2 კაფსული ერთი დღით ადრე უნდა მიიღოთ, დღეში 3-ჯერ. უშუალოდ დიაგნოსტიკის დღეს მედიკამენტის იგივე რაოდენობა უზმოზე მიიღება. სუსპენზიის შემთხვევაში გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში 50 წვეთი ინიშნება, დღეში 3-ჯერ. 50 წვეთი უნდა დალიოთ პროცედურის წინაც. 

უნდა აღინიშნოს, რომ კოლინი გამოიყენება მოწამვლების დროსაც, როცა საქმე სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით ინტოქსიკაციასთან გვაქვს. ასეთ შემთხვევებში დოზა სიმძიმის მიხედვით, ინდივიდუალურად განისაზღვრება.

 

კოლინი ფასი პსპ

როგორია კოლინის უკუჩვენებები და რა განსაკუთრებული მითითებები უნდა გავითვალისწინოთ

კოლინის გამოყენებისას, შესაძლოა, პაციენტს მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებოდეს. პრეპარატი უკუნაჩვენებია ნაწლავების გაუვალობისა და კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციული პათოლოგიების დროსაც.

გვერდით მოვლენის სახით შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი. ნებისმიერი სხვა საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისას მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კოლინის გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია. ვინაიდან სიმეთიკონი კუჭ-ნაწლავის მიერ არ შეიწოვება და სისხლში არ აღწევს, მას ნაყოფსა და დედის რძეზე გავლენა არ აქვს.

კოლინის სუსპენზია არ შეიცავს საქაროზას, რაც მას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის უსაფრთხოს ხდის. რაც შეეხება სხვა წამლებთან ურთიერთქმედებას, რეკომენდებულია, ანტაციდებთან ერთად კოლინის მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისგან თავი შეიკავოთ. ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისას კოლინს ყურადღებაზე ან რეაქციის უნარზე გავლენა არ აქვს.

კოლინის სხვადასხვა ფორმას განსხვავებული შენახვის პირობები გააჩნია. კაფსული მაქსიმუმ 25°C ტემპერატურაზე ინახება, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას. სუსპენზია მაქსიმუმ 30°C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ გარემოში. გახსნილი ფლაკონი ვარგისია 30 დღის განმავლობაში და გამოყენებამდე მისი ვიზუალური დათვალიერებაა აუცილებელი. ნებისმიერი დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატი არ უნდა მიიღოთ.

კოლინის კაფსულები 2 წელია ვარგისი, ხოლო სუსპენზია — 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.



10 ივნ 2025