აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კორეგა – პორთეზისა და პირის ღრუს სრულყოფილი მოვლისათვის

უკან

კორეგა – პორთეზისა და პირის ღრუს სრულყოფილი მოვლისათვის

6 ივლ 2025

პროთეზის მოვლა და პირის ღრუს ჰიგიენა

პროთეზს განსაკუთრებული ყოველდღიური მოვლა სჭირდება – აუცილებელია არა მხოლოდ მისი კარგად გასუფთავება, არამედ სწორად ფიქსაციაც. არასათანადოდ გასუფთავებული თუ არასწორად დამაგრებული პროთეზი შესაძლოა არა მხოლოდ უსიამოვნო სუნის, არამედ ღრძილების ანთების, პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანებისა და ინფექციების მიზეზად იქცეს. 

სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ცდილობს პროთეზის მოვლის საშუალებების წამყვანი მწარმოებელი – კორეგა. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს გამწმენდ ტაბლეტებსა და საფიქსაციო კრემებს, რომლებიც უკვე რამდენიმე ათეული წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. 

ბლოგში კორეგას რამდენიმე პროდუქტს გაგაცნობთ, რომლებიც პროთეზის მოვლაში, მის კომფორტულად ტარებასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაში დაგეხმარებათ. 

კორეგა Max Clean – პროთეზის ყოველდღიური წმენდისათვის 

კორეგა Max Clean შუშხუნა ტაბლეტებს წარმოადგენს, რომელთა მიზანიც პროთეზის დეზინფექციაა. ის ღრმად წმენდს მას ბაქტერიებისგან, მიკრობებისგან, საკვების ნარჩენებისგან, რომლებიც დღის განმავლობაში პროთეზის სხვადასხვა ნაწილებში შეიძლება დაგროვდეს. 

კორეგა Max Clean:

  • კლავს 99.9%-მდე ბაქტერიებსა და სოკოებს, რომლებიც იწვევს პროთეზის უსიამოვნო სუნსა და ანთებას;
  • აშორებს ლაქებს და დაზიანების გარეშე, სიღრმისეულად წმენდს პროთეზის ზედაპირს;
  • უზრუნველყოფს სისუფთავის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში;
  • მოქმედებისთვის სჭირდება მხოლოდ 3-5 წუთი.

როგორ მოვიხმაროთ კორეგა? 

პირველ რიგში, ჩააგდეთ ერთი ტაბლეტი ჭიქა თბილ წყალში, მოათავსეთ შიგნით პროთეზი და დაელოდეთ მინიმუმ 3 წუთი. შემდეგ კი გარეცხეთ პროთეზი სუფთა გამდინარე წყლით. ეს მარტივი პროცედურა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დაიცვათ ჰიგიენა და თავიდან აირიდოთ ანთებითი პროცესები.

 

 Corega Max Clean - პირის ღრუს ჯანმრთელობა

კორეგა Extra Strong — პროთეზის დასამაგრებელი კრემი 

კორეგა Extra Strong პროთეზის დასამაგრებელ კრემს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს მის მჭიდრო და სტაბილურ ფიქსაციას მთელი დღის განმავლობაში, რაც თავიდან აგაცილებთ დისკომფორტს ლაპარაკისა თუ საკვების მიღებისას. 

კორეგა Extra Strong:

  • თანაბრად ნაწილდება პროთეზის ზედაპირზე და ავსებს პროთეზსა და ღრძილებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეებს;
  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროთეზის მოჭიდებას ღრძილთან;
  • უზრუნველყოფს ძლიერ ფიქსაციას 12 საათზე დიდხანს;
  • არ აღიზიანებს ღრძილებსა და ლორწოვან გარსს;
  • არ შეიცავს არომატიზატორებს და არ ცვლის საკვების გემოს;
  • არ შეიცავს საღებავებს;
  • ადვილად ირეცხება წყლით, არ ტოვებს წებოვნებას.

როგორ მოვიხმაროთ კრემი?

წაუსვით საფიქსაციო კრემი პროთეზის სუფთა და მშრალ ზედაპირზე, მოათავსეთ ის პირში და მსუბუქად დააწექით. შემდეგ კი დაელოდეთ რამდენიმე წამი პროთეზის კარგად დასაფიქსირებლად. 

კორეგა Max Hold+Seal — ორმაგი მოქმედება 

კორეგა კრემი Max Hold+Seal ორმაგ მოქმედებას აერთიანებს – ის უზრუნველყოფს მყარ ფიქსაციას და ქმნის დამცავ ბარიერს, პროთეზსა და ღრძილებს შორის საჭმლის ნარჩენების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად. ის განსაკუთრებით გამოსადეგია მგრძნობიარე ღრძილების მქონეთათვის. 

გარდა ამისა, კორეგა Max Hold+Seal:

  • აფიქსირებს პროთეზს მთელი დღის განმავლობაში;
  • აქვს ვიწრო წვერი, რაც ამარტივებს კრემის გადანაწილებას პროთეზის ზედაპირზე;
  • არ შეიცავს თუთიას, არომატიზატორებსა და საღებავებს;
  • არ აღიზიანებს ღრძილს.

გამოყენების ინსტრუქცია 

გარეცხეთ და კარგად გააშრეთ პროთეზი, შემდეგ კი თხელ ზოლად წაუსვით კრემი მის კიდეებზე. ჩაისვით პროთეზი გასუფთავებულ პირის ღრუში და დააწექით რამდენიმე წამით. მოერიდეთ ჭამას ან რაიმეს დალევას 5-10 წუთის განმავლობაში.

კორეგას ძირითადი პროდუქტების გაცნობის შემდეგ, ისღა დაგრჩენიათ შეარჩიოთ ის საშუალება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს. გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული საშუალებები არა მხოლოდ პროთეზის ხანგრძლივად და უსაფრთხოდ გამოყენებაში, არამედ პირის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. იზრუნეთ ჰიგიენაზე და იგრძენით თავი თავდაჯერებულად კორეგას პროდუქტებთან ერთად. 

6 ივლ 2025