კრონიზონი – ნაწლავთა ანთებითი დაავადებების თანამედროვე სამკურნალო საშუალება
17 სექ 2025

ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები ხშირად ახალგაზრდა ასაკში ვლინდება და მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. მათ განვითარებას უმეტესად არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორთა ერთობლიობა განაპირობებს. მათ შორისაა გენეტიკური წინასწარგანწყობა, იმუნური სისტემის დისფუნქცია, დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი კვება, მწეველობა, სტრესი, მედიკამენტთა გარკვეული ჯგუფი, ინფექციები და მიკრობიომის დისბალანსი.
ამ ტიპის ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს მიეკუთვნება წყლულოვანი კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება და კრონის დაავადება, რომელსაც ნაწლავის უფრო სიღრმისეული დაზიანება და რთული მიმდინარეობა ახასიათებს. ისინი, როგორც წესი, სრულად არ იკურნება და ახასიათებს პერიოდული გამწვავებები და რემისიები. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ სწორად მართვას, რაც თანამედროვე მედიკამენტებით დღეს შედარებით გამარტივებულია.
ერთ-ერთი წამყვანი პრეპარატი, რომელსაც გასტროენტეროლოგიაში ამ ტიპის დაავადებათა სამართავად იყენებენ კრონიზონია. ქვემოთ მედიკამენტს უფრო დეტალურად გაგაცნობთ.
კრონიზონის მთავარი აქტიური ნივთიერებაა მესალაზინი, რომელიც მიზნობრივად მოქმედებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე და ამცირებს ანთებას, ტკივილსა და ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებებისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს. ნივთიერება არ მოქმედებს სხვა ორგანოებსა თუ ქსოვილებზე, რის გამოც მედიკამენტი მიიჩნევა უსაფრთხოდ გრძელვადიანი მკურნალობისთვის.
კრონიზონი ინიშნება:
ართრიტი ანუ სახსრების ანთება – ვლინდება სახსრების ტკივილით, შეშუპებითა და მოძრაობის შეზღუდვით. ართრიტი ხშირად ვითარდება ხელის, მუხლის, მხრის ან ზურგის სახსრებში. ის შეიძლება იყოს დროებითი ან ქრონიკული.
თვალის ანთებითი პროცესები – პაციენტების გარკვეულ ნაწილს შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა სახის ანთება, როგორებიცაა ირიტი – გუგის გარშემო არსებული ფერადი გარსის ანთება და კონიუნქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება.
კანის პრობლემები – ნაწლავის ქრონიკული ანთება ზოგჯერ იწვევს კანის გაღიზიანებასაც, რაც ვლინდება გამონაყარით ან/და წითელი ლაქებით. ისინი ხშირად ჩნდება მკერდზე, ზურგზე ან კიდურებზე. გართულების შედეგად ასევე პაციენტი შეიძლება შეაწუხოს შეშუპებამ და კანის დაჭიმულობამ, მსუბუქმა ან ინტენსიურმა ქავილმა.
კრონის დაავადების ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა ეს გართულება სისტემური ანთებით არის გამოწვეულია ანუ ვლინდება მაშინ, როდესაც პროცესი სცდება ნაწლავის ერთ ლოკალიზაციას და მოიცავს ორგანიზმის სხვა ნაწილებს.
წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადებების დროს კრონიზონი ხელს უშლის ანთებითი პროცესის განვითარებას ან უზრუნველყოფს მის შემსუბუქებას, ამცირებს ტკივილსა და ფაღარათს. მედიკამენტი ასევე ხელს უწყობს ნაწლავის დაზიანებული ქსოვილის აღდგენას. პრეპარატი ეფექტიანია როგორც მწვავე შეტევების დროს, ისე გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის.
მესალაზინი – კრონიზონის აქტიური ნივთიერება ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებების მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა, რადგან მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება მრავალწლიანი პრაქტიკითა და კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული.

პრეპარატი მიმართულია იმუნური სისტემის ჰიპერაქტიურობის დარეგულირებაზე, რათა ანთება არ გავრცელდეს და არ დააზიანოს ნაწლავის ქსოვილები.
მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმები მოიცავს:
გამოდის, რომ კრონიზონი არ მხოლოდ ანთებას ამცირებს, არამედ გვეხმარება სხვა სიმპტომების მართვასა და აღდგენითი პროცესების გააქტიურებაში.
კრონიზონის მიღების სქემა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, სიმძიმესა და ანთების ლოკაციაზე. პრეპარატი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით:
ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს კრონიზონის კომბინირებული ფორმით – ერთდროულად ორალურად და რექტალურად მიღება. პრეპარატის მიღების ფორმა და დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე, ინდივიდუალურია მკურნალობის ხანგრძლივობაც.
გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული დოზის ცვლილება ან მკურნალობის შეწყვეტა თვითნებურად, რადგან შესაძლოა კიდევ ურო გამწვავდეს ანთებითი პროცესი ან მოხდეს დაავადების პროგრესირება.
მიუხედავად იმისა, რომ კრონიზონი უსაფრთხო პრეპარატად მიიჩნევა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მათი სიმძიმე და სიხშირე განსხვავებულია, დამოკიდებულია დოზაზე, მკურნალობის ხანგრძლივობასა და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები:
აუცილებელია დაუყოვნებლად მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება ისეთი ძლიერი ან უჩვეულო სიმპტომები, როგორებიცაა:
გაითვალისწინეთ, რომ გვერდითი მოვლენები ზოგჯერ გამოწვეულია პრეპარატის ჭარბი დოზით, ამიტომ ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სქემა.

არსებობს გარკვეული მდგომარეობები, როდესაც პრეპარატი არ არის რეკომენდებული ან საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
ძირითად უკუჩვენებებს მიეკუთვნება:
17 სექ 2025