კურკუმა — საკვები დანამატი ანთების, ინფექციებისა და სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად
9 ივნ 2025

ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება კურკუმა ამივილაბის ბრენდის ქვეშ ამერიკის შეერთებულ შტატებში კაფსულების ფორმით იწარმოება. საკვები დანამატი კურკუმინის 95%-იან ექსტრაქტსა (250 მგ) და კურკუმინის ფხვნილს (250 მგ) შეიცავს. იგი დამზადებულია ინოვაციური ლიპოსომური ტექნოლოგიით, რაც კურკუმინის მაღალ ბიოშეღწევადობასა და ორგანიზმის მიერ მის სრულ ათვისებას უზრუნველყოფს.
PSP-ის აფთიაქების ქსელში ასევე ხელმისაწვდომია სოლგარის კურკუმას კაფსულები. ეს არის სრული სპექტრის კურკუმინის ექსტრაქტი, რომელიც ჯამურად გვაძლევს 48 მგ კურკუმინოიდებსა და 40 მგ კურკუმინს. მასში დამატებითი ინგრედიენტების სახით შედის: ტურმერიკის ექსტრაქტი, ჟელატინი და მცენარეული გლიცერინი.
კურკუმინს მძლავრი ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული და ანტიკანცეროგენული მოქმედება გააჩნია.
როგორც სოლგარის, ისე ამივილაბის კურკუმა PSP-ის აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ორივე შემთხვევაში, პრეპარატის ერთ ბოთლში 30 კაფსულია მოთავსებული.

კურკუმა, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების და მდგომარეობის დროს სამკურნალოდ. მისი მძლავრი იმუნომასტიმულირებელი და ბაქტერიციდული თვისებები განსაკუთრებით ეფექტიანია ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების გაძლიერებას და ინფექციებთან ბრძოლაში ბუნებრივ რესურსებს აუმჯობესებს.
გარდა ამისა, კურკუმას ხშირად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ონკოლოგიური პაციენტების კომპლექსურ მკურნალობაში. მას მიმართავენ ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს, ნებისმიერი წარმოშობის სიმსივნური დაავადებების მკურნალობისა და ონკოდაავადებების პრევენციის მიზნით.
კურკუმა გამოიყენება დაქვეითებული იმუნიტეტის, ასევე დეპრესიის, დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების დროს. ექიმები მას ხშირად უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიისა და არტერიული ჰიპერტენზიისას.
საკვები დანამატი გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროსაც. გარდა ამისა, მას მიმართავენ ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას.
კურკუმა ეფექტიანია კანის დაავადებების, მათ შორის ფსორიაზის, დერმატომიკოზის, კანის ქავილის, გამონაყარისა და წითელი ბრტყელი ლიქენის დროს. ამასთან, მას იყენებენ პირის ღრუს დაავადებების, მაგალითად გინგივიტის შემთხვევაში. აღნიშნული საკვები დანამატი ებრძვის ინტოქსიკაციასა და ალერგიას.
კურკუმას იყენებენ შაქრიანი დიაბეტითა და ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. ის ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
საკვები დანამატი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებთან საბრძოლველადაც. მას ხშირად უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტით, დიარეით, მეტეორიზმით, დისპეფსიით, წყლულოვანი კოლიტით, კრონის დაავადებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით შეწუხებულ პაციენტებს.

კურკუმინი – კურკუმას ძირითადი აქტიური ნივთიერება – მრავალი მნიშვნელოვანი თერაპიული მოქმედებით გამოირჩევა. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიკანცეროგენული ეფექტი.
ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი - კურკუმინი ეფექტიანად აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. შესაბამისად, მისი მიღება რეკომენდებულია იმუნიტეტის დაქვეითების დროს.
ანტიოქსიდანტური მოქმედება - კურკუმინი იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან უჯრედულ დონეზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკობრივი და ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის.
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება - კურკუმინი აფერხებს ანთებითი მედიატორების – პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების – წარმოქმნას, რითაც ხელს უწყობს ანთების შემცირებას. ის წარმატებით გამოიყენება რევმატოლოგიაში, განსაკუთრებით ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის დროს, როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ბუნებრივი ანტიბიოტიკი - კურკუმინი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც არ აზიანებს ნაწლავის მიკროფლორას და ღვიძლს, რაც მას, სინთეზურ ანტიბიოტიკებთან შედარებით, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. იგი აქტიურად გამოიყენება ჰელიკობაქტერიით გამოწვეული დაავადებებისა და პარაზიტული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.
კუჭ-ნაწლავის სისტემაზე დადებითი მოქმედება - კურკუმინი ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს კუჭის მჟავიანობას და ხასიათდება მსუბუქი ნაღველმდენი მოქმედებით. ამასთან, იგი აღადგენს და იცავს ღვიძლის ფუნქციებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტოქსინების მავნე ზემოქმედებისას.
ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - კურკუმინი თავის ტვინში სეროტონინისა და დოფამინის დონის ზრდას უწყობს ხელს. შედეგად, ის დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს, ასევე მეხსიერებასა და შრომისუნარიანობას აუმჯობესებს. ამის გამო, კურკუმინი აქტიურად გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების კომპლექსურ თერაპიაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვა - კურკუმინი სისხლში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს ამცირებს, ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას აფერხებს და სისხლძარღვებს იცავს. მას გააჩნია თრომბოლიზური მოქმედება – ხელს უშლის თრომბების განვითარებას, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის ფუნქციას და სისხლის შედედებას.
ანტიკანცეროგენული მოქმედება - კურკუმინი ბლოკავს კანცეროგენების ზემოქმედებას და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს. ის შერჩევით მოქმედებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე, არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს და ამით განსხვავდება ქიმიოთერაპიისგან. მისი მიღება ქიმიოთერაპიის დაწყებამდე რეზისტენტული უჯრედების წარმოქმნის რისკს ამცირებს და მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის, ხოლო პარალელურად ამცირებს გვერდით ეფექტებს – ინტოქსიკაციას, გულისრევას, თმის ცვენას, წონაში კლებას და სხვ.
ამ ყოველივეს გარდა, კურკუმინი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და უჯრედების რეგენერაციას. იგი გამოიყენება ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ვინაიდან კურკუმინი რკინითაა მდიდარი, იგი ეფექტიანია ანემიის დროს. კურკუმინი ასევე სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ამცირებს.

კურკუმას მიღების წესი მარტივია – ის ორგანიზმში პერორალური გზით აღწევს, ამიტომ კაფსულისთვის მცირე რაოდენობით სითხის დაყოლება საკმარისია. აღსანიშნავია, რომ დღეში საკვები დანამატის 1 კაფსულის გადაყლაპვაა რეკომენდებული. ამასთან, სასურველია, კურკუმა საკვებთან ერთად მიიღოთ.
გასათვალისწინებელია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაციაა რეკომენდებული.
კურკუმა გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ.
9 ივნ 2025