აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლაქსატერი — როდის იღებენ ეფექტიან საფაღარათო საშუალებას

უკან

ლაქსატერი — როდის იღებენ ეფექტიან საფაღარათო საშუალებას

10 ივნ 2025

ლაქსატერი ფაღარათის სამკურნალოდ

 

ყაბზობა (შეკრულობა) მეტია, ვიდრე უბრალო დისკომფორტი — მას შეუძლია, თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უარყოფითისკენ მნიშვნელოვნად შეცვალოს. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს — ჯანმრთელობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული სპეციფიკური მკურნალობა, არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სტრესი, შესაბამისად, ამ კონდიციით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იტანჯება. 

ტრადიციული სამედიცინო საშუალებები ხშირად დროებით შვებას გგვრიან, თუმცა გვერდითი ეფექტები ახასიათებთ, რაც ძალიან ზრდის ისეთი მედიკამენტის მნიშვნელობას, როგორიც ეფექტიანობისა და ნაკლები რისკის კომბინაციას გვთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ლაქსატერია.

ლაქსატერი ყაბზობასთან ბრძოლის საქმეში გარღვევას წარმოადგენს — ეს არის პრეპარატი, რომელიც ყოველგვარი რთული ქიმიური ელემენტებისა და შემდგომი დამოკიდებულების გარეშე აწესრიგებს ნაწლავურ მოქმედებას. თუ დაიღალეთ სიმპტომების სწრაფი, თუმცა დროებითი გადაფარვით და ეძებთ სანდო, მეცნიერულ საშუალებას მომნელებელი სისტემის ბალანსის აღსადგენად, ლაქსატერს თქვენი დახმარება შეუძლია.

 

ფაღარათის წამალი

რისგან შედგება ლაქსატერი და ლაქსატერი ფორტე — ანოტაცია

როგორც აღინიშნა, ლაქსატერი საფაღარათო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებაა. პრეპარატი შეიცავს ფსილიუმის ბოჭკოებს, ცელულოზას (უჯრედისი), კასკარა საგრადას ექსტრაქტს, სენას ფოთლების ექსტრაქტს, სელის თესლის მშრალ ექსტრაქტს, ალოე ვერას მშრალ ექსტრაქტსა და L.Acidophilus-ს (Lactobacillus acidophilus). ფსილიუმის ბოჭკოები მრავალძარღვას თესლისგან მიიღება და საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს.

რაც შეეხება ცელულოზას, ის ხელს უწყობს კუჭნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, გეხმარებათ წონაში დაკლებაში და ყაბზობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. კიდევ ერთი აქტიური ნივთიერება, კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს პერისტალტიკას (ნაწლავების რხევა) და ამცირებს ნაწლავებში ლპობისა და გაზების წარმოქმნის პროცესს.

სელის თესლი ორგანიზმიდან ტოქსინებსა და სხვა შხამიან ნივთიერებებს გამოდევნის, წონის რეგულაციაზე დადებითად მოქმედებს. სენას ფოთლები შეიცავენ ანტრაგლიკოზიდებს, რომლებიც მსხვილ ნაწლავში იშლებიან და აღიზიანებენ მსხვილი ნაწლავის ინტერორეცეპტორებს, აძლიერებენ პერისტალტიკას, რაც ნაწლავების დაცლას აჩქარებს.

ცნობილია ალოე ვერას არაერთი სასარგებლო თვისების შესახებაც — ის საჭმლის მომნელებელ სისტემას აჯანსაღებს და აწესრიგებს. აძლიერებს ლორწოვანი გარსის აღდგენით პროცესებს, აქვს ბაქტერიციდული და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.

Lactobacillus acidophilus აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებსა და ნაწლავების პერისტალტიკას. 

ჩამოთვლილი ნივთიერებების დამსახურებით, ლაქსატერი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ნაწლავებში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებს, ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს, შესაბამისად, აქვს ნაღველმდენი და საფაღარათო მოქმედება. 

აფთიაქებში ვხვდებით ლაქსატერს როგორც აშშ-ის, ისე ესპანური წარმოებით (სახელწოდებით ლაქსატერი ფორტე). 

 

ლაქსატერი და ყაბზობა

როდის უნდა მიიღოთ პრეპარატი — ინსტრუქცია

ყაბზობის გარდა, ლაქსატერი მიიღება ნაწლავების ატონიისასაც, რომელიც ხშირად სწორედ შეკრულობის მიზეზია. ეს მდგომარეობაა, როცა ნაწლავის ნაწლავის კუნთები სუსტდება ნორმალური შეკუმშვის უნარს კარგავს, რაც გამოიხატება ყაბზობით, მუცლის შებერილობითა და სხვა სიმპტომებით.

ასევე, ლაქსატერი უნდა მიიღოთ მეტეორიზმისა და სპასიტური კოლიტის დროსაც (ნაწლავის ლორწოვანზე ანთებითი პროცესის ერთ-ერთი ფორმა). ასევე, ლაქსატერი ინიშნება ექიმის დანიშნულებითაც მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ კუჭნაწლავის გაწმენდის მიზნით. 

 

რაც შეეხება ლაქსატერის მიღების წესს, ის საკმაოდ მარტივია — მოზრდილებში მიიღება დღეში 2 კაფსულა ერთ ჭიქა წყალთან ერთად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 1-2 კვირას შეადგენს.

როგორც წესი, ლაქსატერი არ ინიშნება 10 წლამდე ბავშვებში. რაც შეეხებათ მოზარდებს 10 წლიდან, მათ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს. 

ასევე, პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის დროს. 

მოერიდეთ ლაქსატერის მიღებას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი შემადგენელი რომელიმე ნივთიერების — ფსილიუმის, კასკარა საგრადას, სელის, სენასა და ალოე ვერას მიმართ. 

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

 

ლაქსატერი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა და მისი სტანდარტული შეფუთვა ფლაკონისა და მასში მოთავსებული 20 კაფსულისგან (ლაქსატერი ფორტეს შემთხვევაში, 30 კაფსულისგან) შედგება, რომლებშიც პრეპარატია მოთავსებული.

მედიკამენტი შეინახეთ 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ლაქსატერს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ყაბზობა, არ აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს მას, მნიშვნელოვანი საფრთხეა, რომელიც ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ. ასეთ შემთხვევაში, ლაქსატერი თქვენ გვერდით იქნება.



10 ივნ 2025