აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლინკასი — ეფექტიანი საშუალება სასუნთქი გზების პრობლემების მოსაგვარებლად

უკან

ლინკასი — ეფექტიანი საშუალება სასუნთქი გზების პრობლემების მოსაგვარებლად

6 აგვ 2025

ლინკასის სიროფი ფასი

 

სასუნთქი გზების ინფექციებს ხშირად თან სდევს ხველა, ყელის გაღიზიანება და ტკივილი. ამგვარი სიმპტომების შემსუბუქება და ორგანიზმის გაჯანსაღების პროცესის ხელშეწყობა ხშირად ბუნებრივი და ეფექტიანი თერაპიული საშუალებების მეშვეობითაა შესაძლებელი. 

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრეპარატია ლინკასი, რომელიც რამდენიმე ფორმითაა წარმოდგენილი: სიროფის, ჩაისა და საწუწნი ტაბლეტების. ის სასურველ შედეგს მცენარეული წარმოშობის კომპონენტების დახმარებით იძლევა და გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.

ლინკასის სიროფი ხველების საწინააღმდეგო მოქმედებით

ლინკასი სიროფის სახით შექმნილია მცენარეებისგან, რომელთაც ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და სხვა ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის რესპირატორული ტრაქტის ანთებით ზონაში დამცავი ფენის ფორმირებას განაპირობებს, რის შედეგადაც ლორწოვან გარსს დამატებითი გაღიზიანებისგან იცავს, მშრალი ხველის დროს განვითარებულ დისკომფორტს ამსუბუქებს და თავისუფლად სუნთქვას უწყობს ხელს.

სიროფი ეფექტიანად ათხელებს ბლანტ სეკრეტს, სასუნთქი გზებიდან მის ამოღებას ამარტივებს და ხელს უშლის ბაქტერიების ზრდის გაგრძელებას. ამავდროულად, ლინკასის სიროფი ბრონქულ სპაზმსა და ცხვირის არხის შეგუბებას ამსუბუქებს. ეს მას ეფექტიან სამკურნალო საშუალებად აქცევს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ხველისას და ასთმასთან ან ბრონქიტთან დაკავშირებული სიმპტომების მართვისას. 

მცენარეული კომპონენტებისგან შემდგარი ეს პრეპარატი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სიმპტომური მდგომარეობის, არამედ სასუნთქი გზების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. სიროფის შედგენილობაში არსებული მცენარეებია: Glycyrrhiza glabra, Adhatoda Vasica, Piper longum, Hyssopus officinalis, Viola odorata, Alpinia galangal, Onosma bracteatum, Althea officinalis, Zizyphus vulgaris და Cordia latifolia.

ლინკასის სიროფი რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობებისას: გაციებისას განვითარებული ხველა, მშრალი და გაღიზიანებული ხველა, ქრონიკული და მწვავე ასთმისა და ბრონქიტის თანმდევი ხველა, ფარინგიტი, ანგინა და ტრაქეიტი.

სიროფის დოზირება ასაკის მიხედვით განისაზღვრება: მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 10 მლ. (2 ჩაის კოვზი) დღეში 3-4-ჯერ; ლინკასი ბავშვებში 5 მლ. (1 ჩაის კოვზი) 3-4-ჯერ, ხოლო 6 თვიდან 1 წლამდე პატარებისთვის — 2.5 მლ. (1/2 ჩაის კოვზი) დღეში 3-4-ჯერ, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით დოზირების ცვლილებაც.

ლინკასი სიროფის სახით სხვადასხვა გემოთიცაა ხელმისაწვდომი, მაგალითად, ალუბლისა და ჟოლოს არომატით. ამ მხრივ ლინკასი საბავშვო გამოყენებისთვის შესაფერისია, რადგან სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. ასევე, ლინკასის უშაქრო ვარიანტიც არსებობს, რომელიც დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი.

 

ლინკაცი ანოტაცია

ლინკასის საწუწნი ტაბლეტები ხველისა და ყელის ტკივილისთვის

ლინკასის საწუწნი ტაბლეტები კომპლექსური მცენარეული საშუალებაა, რომელიც ხველისა და ყელის ტკივილის შესამსუბუქებლადაა განკუთვნილი. პრეპარატი სამი განსხვავებული გემოთია ხელმისაწვდომი: პიტნის, ფორთოხლისა და თაფლიანი ლიმონის, რაც შესაძლებელს ხდის პაციენტის გემოვნურ პრეფერენციებზე მორგებას. 

ლინკასის ტაბლეტების სამკურნალო მოქმედება მრავალმხრივად მოქმედი მცენარეული კომპონენტების კომბინაციას ეფუძნება. მათ შორი აღსანიშნავია Adhatoda vasica, რომელიც მუკოლიზური და ამოსახველებელი თვისებებითაა ცნობილი. იგი ხელს უწყობს სქელი ნახველის გათხელებასა და სასუნთქი გზებიდან მის გამოყოფას, რითაც ხველის ინტენსივობას ამცირებს.

ლინკასის შედგენილობაში შედის Glycyrrhiza glabra, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი მოქმედება გააჩნია. ამ მცენარეული ექსტრაქტის დამამშვიდებელი ეფექტი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს და ყელის სიმშრალისა თუ ტკივილის ფონზე პაციენტის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს; Piper longum ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელ ეფექტს აძლიერებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხველის შესამსუბუქებლად; Viola odorata, Hyssopus officinalis და Alpinia galanga მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, თუმცა სწორედ ამ მცენარეების კომბინაცია განაპირობებს ლინკასის კომპლექსურ, მრავალმხრივ მოქმედებას — ბრონქულ სპაზმებს ხსნის, ლორწოს სიბლანტეს ამცირებს და ანთებას ამსუბუქებს.

ლინკასი ტაბლეტების ფორმით დამხმარე ნივთიერებებსაც შეიცავს, რომელთა შორის გამორჩეულია მენთოლი. ის სიგრილისა შეგრძნებას ლოკალურად იწვევს, ხოლო ევკალიპტის ზეთი სუნთქვას დამატებით ამსუბუქებს. გემოსთვის გამოყენებული არომატიზატორები და სიტკბოს წყარო, როგორიცაა შაქარი და თხევადი გლუკოზა, ლინკასის საწუწნი ტაბლეტების სასიამოვნო გემოს უზრუნველყოფს. ასევე, ხელს უწყობს მის ნელა ლღობას პირის ღრუში, რაც სამკურნალო კომპონენტების ლოკალურ მოქმედებას ახანგრძლივებს. 

ლინკასის საწუწნი ტაბლეტები სიმპტომურად გამოიყენება მაშინ, როდესაც ხველასთან ერთად გამოხატულია ყელის არეში ტკივილი და ლორწოვანის გაღიზიანება. ერთი ტაბლეტის მოხმარება რეკომენდებულია ყოველ ორ-სამ საათში, რაც დღის განმავლობაში მის თანმიმდევრულ მოქმედებას უზრუნველყოფს. მაქსიმალური დაშვებული დოზა 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტია. 

პრეპარატი არ არის რეკომენდებული იმ პირებისთვის, ვისაც პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა აქვს. ალერგიული რეაქციები შესაძლებელია, თუმცა იშვიათია და უმეტესად მსუბუქად გამოხატული. 

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსა და ჰიპოკალორიულ დიეტაზე მყოფ პირებს, ვინაიდან ტაბლეტები საქაროზასა და გლუკოზას შეიცავს. ამის მიუხედავად ხელმისაწვდომია ლინკასის საწუწნი ტაბლეტების უშაქრო ვარიანტები, როგორც პიტნის, ისე თაფლიანი ლიმონის არომატით.

 

ლინკასი საწუწნი ტაბლეტები

ლინკასის ჩაი გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად

ლინკასის ჩაი (ლინკას ორვი)სწრაფად ხსნადი მცენარეული გრანულების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც სპეციალურადაა  შექმნილი გაციების, გრიპის, ხველის, ყელის ტკივილისა და მაღალი ტემპერატურის დროს გამოსაყენებლად. მის შედგენილობაშია ბუნებრივი წარმოშობის ექსტრაქტები, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევ, ანტიმიკრობულ და ამოსახველებელ თვისებებს ავლენს. გრანულები განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როცა რესპირატორულ ინფექციებს თან ახლავს ცხვირის გაჭედვა, ფიზიკური დისკომფორტი, ტკივილები და ტემპერატურის მატება.

ლინკასი ჩაის ფორმით იმ მცენარეულ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც ზემოხსენებულ პრეპარატულ სახეობებშიც გვხვდება. მათ შორისაა: Adhatoda vasica, Glycyrrhiza glabra და Viola odorata, რომელთაც დამარბილებელი, ამოსახველებელი და ანტიჰისტამინური მოქმედება ახასიათებს. გრანულებში ასევეა: Salix alba, Valeriana officinalis, Foeniculum vulgare და Thea sinensis, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელ, ანტიმიკრობულ და ზოგად ტონუსის ასამაღლებელ ეფექტებს. ამ მცენარეების ერთობლიობა პროფილაქტიკურ და თერაპიულ საშუალებას ქმნის როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის.

ლინკას ორვი ყელის გაღიზიანების, გრიპის, ხველის, ცხვირის შეგუბების, ცხელებისა და გაციების დროს გამოიყენება, ასევე თავისა და სხვა ფიზიკური ტკივილების დროს. თითო პაკეტი ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში იხსნება და ნელ-ნელა მიიღება, დღეში 2–3-ჯერ.

გრანულები საქაროზას შეიცავს, რაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჰიპოკალორიულ დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის გასათვალისწინებელია. იშვიათად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ლინკასის ჩაი ლიმონის გემოთიც ხელმისაწვდომია.

ლინკასის მალამო გაციებისა და გრიპისთვის

ლინკასის მალამო, რომელიც ბალზამის სახით იწარმოება,  ადგილობრივი მოქმედების პრეპარატია, რომელიც შექმნილია გაციების, გრიპისა და მათთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად. იგი ბუნებრივი ზეთების დაბალანსებული ნარევია და სწრაფი მოქმედებით გამოირჩევა. მალამო არ ტოვებს ლაქებს, არ შეიცავს ცხიმს და უსაფრთხოა ადგილობრივი გამოყენებისთვის როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში (ექიმთან კონსულტაციით).

ლინკასის ბალზამი აქტიური ნივთიერებების სახით სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს. მათ შორისაა: მენთოლი, ევკალიპტის, ტერპენტინისა და მიხაკის ზეთები, ასევე ქაფური.მენთოლი სიცივის შეგრძნებას ქმნის და ხველას ამსუბუქებს; ქაფური სისხლის მიმოქცევას ადგილობრივად აძლიერებს და სითბოს შეგრძნებას აჩენს; ევკალიპტისა და მიხაკის ზეთებს ძლიერი ანტიბაქტერიული და მუკოლიზური ეფექტი აქვს.

ლინკასის მალამო გაციების, გრიპის, თავის ტკივილისა და მკერდის არეში სეკრეტის დაგროვების დროს ინიშნება. იგი კანზე მკერდის, ყელის, ცხვირის ან ტკივილის ზონებში დღის განმავლობაში 3-4-ჯერ დაიტანება. სასურველია ამ ადგილზე დოლბანდის დადება. უფრო ღრმა ეფექტისთვის შესაძლებელია ინჰალაციის გზით გამოყენებაც: ერთი ჩაის კოვზი ბალზამი ცხელ წყალში გახსენით და ორთქლი შეისუნთქეთ.

მალამო მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. მისი მოხვედრა დაუშვებელია თვალის, ლორწოვანისა და დაზიანებული კანის ზედაპირზე. ასევე, 2 წლამდე ბავშვებში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. იშვიათად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

6 აგვ 2025